რა არის გეგმა? ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ მომიწია დაინტერესებული ადამიანისთვის განმარტების მიცემა და ალბათ კიდევ ბევრჯერ მომიწევს. თუმცა ამიერიდან ამ სტატიას დავიხმარ :))
საქმე რაშია …
რეკავს ადამიანი, აინტერესებს ბიზნეს გეგმის დაწერა და თან ისიც აინტერესებს რაც აი ამ ფოტოშია ნათლად მოცემული:
და ეს საკმაოდ ხშირად ხდება.
ცხადია ვუხსნი, რომ ამ საქმეში არ არსებობს დაფინანსების გარანტია, რომ ერთია ბიზნეს გეგმა, მეორეა რა მოხდება მის მერე (მონიტორინგი, გასაუბრება და ა.შ.).
თუმცა საფუძველში ვატყობ, რომ არ ესმის თავად გეგმა რა არის და ამიტომაც ბოლომდე საკითხი მისთვის გაუგებარი რჩება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მოკლედ, სტატიის სახით დავწერო ამ თემაზე.
მაშ, რა არის გეგმა? გეგმა არის … გეგმა!
ეს არის დროით შემოსაზღვრული, გაზომვადი შედეგების მქონე თანმიმდევრული ქმედებების ერთობლიობა, რომელიც კონკრეტული მიზნისკენაა მიმართული.
აი 20+ ბიზნეს გეგმა ნიმუში pdf ნახეთ ინფორმაციისთვის.
ვგეგმავთ იმიტომ, რომ არ მივედ-მოვედოთ და კონცენტრირებული ვიყოთ ჩვენი დასახული მიზნის მიღწევის გზაზე. ვიცოდეთ რა გვინდა ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ბიზნეს გეგმის დაწერა ფასი ღირს და ესეც უნდა გესმოდეთ. თან არც თუ ისე ცოტა.
ამ დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ გეგმა გაქვთ და მას მიუყვებოდეთ, არამედ ისიც, რომ მზად იყოთ იმპროვიზაციისთვის, რომელიც … მოგიწევთ!
დავუშვათ ვმუშაობ დამკვეთთან.
რა არის მაგალითად ბიზნეს გეგმაზე მუშაობის მთავარი ღირებულება?
1. დაგეგმარების პროცესი უფრო სასარგებლოა ვიდრე თავად გეგმა
დააკვირდით, ბიზნეს გეგმაზე ვმუშაობ ასე:
პროცესი დისტანციურად მიდის, Google Meet-ით, live-ში, ინიშნება რამდენიმე 3 საათიანი სესია (გააჩნია საქმეს, 1 ან 3 live ყველაფრისთვის საკმარისია ჩემი სისტემით), დამკვეთი ხედავს ჩემს ეკრანს, სადაც გახსნილი მაქვს შაბლონი.
შაბლონში მოცემულია კონკრეტული შეკითხვები. მივუყვებით და ვიხილავთ ამ შეკითხვებს ფუნდამენტურად.
ყველა კენჭს ვატრიალებთ live სესიების დროს.
განვითარების ყველა შესაძლო ალტერნატივას ვიხილავთ.
ყველა “ამოტივტივებულ” დანართს მაწვდის უმოკლეს დროში (იმედია).
და ამ ინტელექტუალურ დუღილში თავად დამკვეთიც ბოლომდე ჩართულია.
რაც არ უნდა ბიზნეს გეგმა დაიდოს ბოლოში, თავად დაგეგმარების, ანუ ბიზნეს გეგმაზე მუშაობის პროცესია საინტერესო.
იგი ამზადებს დამკვეთს, რომელიც ერკვევა ყველა ნიუანსში, ემზადება გასაუბრებისთვისაც, მონიტორინგისთვისაც და ყოველგვარი იმპროვიზაციისთვისაც.
ვერცერთი სხვა მეთოდი ვერ უზრუნველყოფს ანალოგიურ შედეგს. ადამიანი პროცესში 100% მონაწილეობს და თან სწავლობს თავის პროექტს (ვერ წარმოიდგენთ რამდენმა არ იცის თავისი საქმის ბიზნესის მხარე და სწორედ ამის გამო ხშირად იჭრებიან გასაუბრებაშიც და მონიტორინგის ეტაპზეც).
2. ალტერნატივების უკეთესი გააზრება
თემების “აკენწვლა” მიდის live-ში და ეს უდიდესი ფასეულობაა.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ “გეპაექრება” ამ დროს და როცა “ჩამჭრელ” შეკითხვებს ვუსვამ მე, იქ არცერთი კენჭი ამოუბრუნებელი არ დარჩება.
ბოლომდე განვიხილავთ ყველა ალტერნატივას და ამ დროს დამკვეთს ხშირად “გონება ეხსნება” იმ მიმართულებებით, რომლებზედაც მას მანამდე წარმოდგენა თუ ჰქონდა, გააზრებული არ ჰქონდა.
3. შედეგი
გარდა იმისა, რომ შედეგად ვიღებთ ბოლომდე გაშარაშინებულ ბიზნეს გეგმას თავისი კალკულაციებით, მთავარი შედეგი არის დამკვეთის ინფორმირებულობის მაღალი ხარისხი, რომელსაც უკეთ ესმის თავისი პროექტი და შეუძლია გააკეთოს ის, რაც მოუწევს: იმპროვიზაცია!
იმპროვიზაცია მოუწევს გასაუბრებაზე, მონიტორინგისას და რაც მთავარია უშუალოდ გეგმის განხორციელების პროცესში.
ამ პროცესს განსაკუთრებული ფასი ედება თუ ბიზნეს გეგმა აწარმოე საქართველოში არის წარსადგენი, ან სადმე მსგავს ორგანიზაციაში.
დაიმახსოვრეთ მთავარი:
უფრო მნიშვნელოვანია არა გეგმა, არამედ თავად დაგეგმარების პროცესი!