ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
პროფილური მილები

პროფილური მილები. ბიზნეს გეგმა. ნიმუში

პროფილური მილები – ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სამშენებლო მასალაა, საქართველოში კი სამშენებლო მასალების დიდი ნაწილი იმპორტირებულია.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ მოკლე სტატიის დაწერა, რამდენიმე რჩევის და ბიზნეს გეგმის ნიმუშის გაზიარება (ჩამოტვირთვის ბმული ქვემოთ). აქვე ბმულზე ნახეთ სხვა 20+ ბიზნეს გეგმა ნიმუში pdf.

არ დაგიმალავთ და თქვენს წინაშე ე.წ. SEO სტატიაა. ანუ, იგი სპეციალური წესების დაცვითაა შექმნილი საიმისოდ, რომ ინტერნეტში საჭირო საკვანძო სიტყვებით მძებნელმა დაინტერესებულმა ადამიანმა ძიების შედეგების ველში ეს სტატია ნახოს ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე, დააწკაპუნოს და აქ მოხვდეს. და რახან აქ ხართ და კითხულობთ, ე.ი. სტატიამ თავისი საქმე გააკეთა.

მეორე მხრივ რახან აქ მოხვდით, დაგიფასებთ: რამდენიმე საჭირო მოსაზრებას შემოგთავაზებთ, თემატური ბიზნეს გეგმის ნიმუშის ჩამოტვირთვის საშუალებას მოგცემთ, და თუ რამე ხაზზე როგორ დავრჩეთ იმასაც შემოგთავაზებთ.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

1. მდგომარეობა

ამჟამად რეგიონის მასშტაბით ძალიან მცირე რაოდენობის პროფილური მილის წარმოება ხორციელდება.

შესაბამისად აღნიშნული ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ცოტა ხნის წინ პროფილური მილები თითქმის სრულად თურქეთიდან და ჩინეთიდან იმპორტირდებოდა.

ბოლო წლებია რაც სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული პროგრამებით დაიწყო წარმოებების შედარებით სწრაფი ტემპებით განვითარება და უკვე ეს პროდუქტიც იწარმოება.

მე პირადად მეტი მინდა, მეტი პროდუქცია მინდა იწარმოებოდეს საქართველოში.

ვინაიდან ეს ნიშნავს ადამიანების დასაქმებას, წარმოების კიდევ მეტ განვითარებას და ქვეყნის წინსვლას.

ყოველი ახალი საწარმოს დაარსება კომპანიას საშუალებას მისცემს არამხოლოდ დააკმაყოფილოს ადგილობრივი მოთხოვნა და შეამციროს ხარჯების მოცულობა, არამედ შესთავაზოს ბაზარს ადგილობრივი წარმოების პროდუქცია სავარაუდოდ უფრო ნაკლებ ფასად ვიდრე ამას ახორციელებენ უცხოელი მომწოდებლები.

2. ნედლეული – ჯართი

ამ ან მსგავს თემას თუ გადაწყვეტთ გასათვალისწინებელი გექნებათ ბევრი რამ, მაგალითაც ნედლეულის მოპოვება და მისი ფასი.

ჯართის გადამუშავებას თუ დააპირებთ კონკურენციაში შესვლა მოგიწევთ როგროც ადგილობრივ მწარმოებლებთან, ასევე ექსპორტიორებთან, რაც ადვილი თემა არ არის.

ნედლეულისთვის ბრძოლა ნამდვილი საფასო ომია.

3. პროფილური მილების ბაზრის შესწავლა არსებული მაგალითის საფუძველზე

სანამ ამ თემაში შეხვალთ, ბაზარი კარგად შეისწავლეთ თუ ვინ არის ადგილობრივი მწარმოებელი და რა პრობლემები აქვს მას დღეს.

მისი მდგომარეობის კარგი ანალიზი (ეს ბიზნეს გეგმა ძველი დაწერილია) დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება ღირს თუ არა ამ ბიზნესის დაწყება დღეს.

ფაქტი ერთია: სამშენებლო მასალის უამრავი სახეობა შემოდის და შეგიძლიათ სხვა რომელიმე აარჩიოთ წარმოების გასაკეთებლად.

თან აწარმოე საქართველოში ბიზნეს გეგმა თავისუფლად შეგიძლიათ შეიტანოთ.

და ბოლოს, ბიზნეს გეგმის ნიმუში მინდა გაგიზიაროთ

ვიცი რა რთულია რეალური ბიზნეს გეგმების ნიმუშების მოპოვება, სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამას.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ჩემი გაკეთებული ბიზნეს გეგმა (ჩემს ნამუშევარს არავის ვაჩვენებ გარდა თავად დამკვეთისა. კონფიდენციალურობის შეთანხმება “წმინდაა”).

ეს არის ნიმუში, რომელიც ღიად ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტით რამდენიმე წლის წინ და ჩამოვტვირთე ზუსტად ამ ტიპის სასწავლო მიზნისთვის.

მომწონს თუ არა როგორც ბიზნეს გეგმა აბსოლუტურად სხვა საკითხია. ნიმუშად გამოდგება!

ჩამოტვირთეთ აქ!

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ნიმუშია. რაში და როგორ გამოიყენებთ თქვენზეა 100 %!

ამის მიღმა კი თუ რამ შეკითხვა გაგიჩნდეთ ან დამირეკეთ 577 73 79 64 ან დამიმესიჯეთ FB გვერდზე!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: