მიწის სტატუსის ცვლილება თუ გაქვთ დაგეგმილი, მაშინ ახალი წესებით საჯარო რეესტრში წარსადგენად ბიზნეს გეგმაც გჭირდებათ (2022 წლის ივლისში შეცვალეს კანონი).
3 რჩევა მათთვის, ვისაც მიწის სტატუსის შეცვლა უნდა სასოფლო-სამეურნეოდან არასასოფლო-სამეურნეოზე:
1) მიწის სტატუსის ცვლილება თუ გინდათ პირველ რიგში დარეკეთ საჯარო რეესტრში და დააზუსტეთ კონკრეტულად რა საბუთებს გთხოვენ.
2022 წლის ივლისის შემდეგ დამატებით მოთხოვნილ დოკუმენტებს შორის არის ბიზნეს გეგმა, მაგრამ არა მხოლოდ. იქ კიდევ არის სხვა საბუთებიც.
2) საჯარო რეესტრი არ ამბობს კონკრეტულად რა ფორმატში ითხოვს ბიზნეს გეგმას, კონკრეტულ პასუხს არ გაგცემენ. აქვთ ერთი სტანდარტული აბზაცი, რომელსაც გეტყვიან ან მოგწერენ.
უკვე უამრავი ბიზნეს გეგმა გავაკეთე საჯარო რეესტრისთვის და წარმატებულად. ამავდროულად მინახავს სხვათა გაკეთებული ბიზნეს გეგმები და ზუსტად ვიცი რა არის საჭირო, რომ ბიზნეს გეგმას “პრობლემა არ ჰქონდეს”. სხვა საბუთებზე ცხადია პასუხს ვერ ვაგებ.
3) იმ “სხვა საბუთებს” რომ მოაწესრიგებთ დამირეკეთ 577 73 79 64 და მივხედოთ საქმეს.
ამ ეტაპზე შეიძლება ბევრი რამ არ გექნეთ რაც დანართადაა საჭირო (ფინანსური გარანტია, პროექტი, დეტალური ხარჯთაღრიცხვა, ინვოისები და ა.შ.), თუმცა დაახლოებითი მონახაზი მაინც თუ გაქვთ რას აპირებთ, ყველა დანარჩენს სამუშაო პროცესში მივხედავთ;
შენიშვნა:
თუ ცუდად გაკეთებული ბიზნეს გეგმის, ან საერთოდ მისი უქონლობის გამო განაცხადი დაგიხარვეზეს, 10 დღეს მოგცემენ რომ განაცხადი ხელახლა წარადგინოთ.
ამ 10 დღიან ვადაში თუ დაიწყებთ ბიზნეს გეგმის დამწერის მოძიებას და დაწერას, შეიძლება დროში ვერ ჩაეტიოთ.
ზედმეტ ნერვიულობას, აჯობებს თავიდანვე იმოქმედოთ სწორი თანმიმდევრობით, რითაც დაზოგავთ დროს/ფულს/ენერგიას!