ბიზნეს გეგმის დაწერა ინტელექტუალური სამუშაოა და თავისი ფასი აქვს. დაწერა თვითონ თუ არ შეგიძლია, მაშინ ერთი გზა რჩება – მოგიწევს ამ საქმეში გადახდა.
რა თქმა უნდა ყოველთვის შეიძლება ახლობელი მოძებნო და “ჯიგრულ პონტში” დაგიწეროს ბიზნეს გეგმა. გარანტირებულად უხარისხო დოკუმენტს მიიღებ.
თუ ბიზნეს გეგმის დაწერას არაკვალიფიციურ პირს შეუკვეთ, ამ შემთხვევაშიც უხარისხო ნამუშევარს მიიღებ. ასეთიც ბევრი შემხვედრია …
ბიზნეს გეგმის შეკვეთისთვის, ან უბრალოდ დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ შესაბამის ბანერზე და მყისიერად დარეკავთ:

 

უხარისხო ბიზნეს გეგმა ნიშნავს იმას, რომ შენი გენიალური იდეა ჩანასახშივე ჩაკვდება!
ერთადერთი ჭკვიანური გზა ამ დროს არის ბიზნეს გეგმის დაწერა შეუკვეთო კვალიფიციურ სპეციალისტს, რომელმაც იცის თავისი საქმე.
და მთლად უკეთესი იქნება სამუშაო პროცესში თვითონაც ისწავლო რაც შეიძლება მეტი. დამიჯერეთ, იცოდე საქმეა ერთია, იცოდე იმ საქმეს ბიზნესის მხარე კი მეორე.
ხშირად ეს იაფი არაა, მაგრამ თუ გინდა შედეგი, მოგიწევს გადახდა!
სხვანაირად რომ შეხედო, ასობით ათასი გინდა ბიზნესში ჩადო და ამ დროს მისი 0,5-1%-იც კი არ გინდა დაზღვევაში დახარჯო? იქნებ წამგებიანია საერთოდ საქმე? ბევრი გაქვს ფული რომ ჰაერში გაისროლო?
მოკლედ, შენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ დიდწილად განაპირობებს თუ რას მიიღებ ბოლოში: ფურცლების უბრალო გროვას, თუ რეალურად ხარისხიან დოკუმენტს, რომელიც დაგანახებს ფულს როგორც შენ, ასევე ინვესტორს და გაკაფავს გზას წარმატებისკენ.
რომ დავფიქრდი ამ თემის წარმოდგენა ისევ და ისევ პრაქტიკულ მაგალითზე ჯობია, საკუთარ მაგალითზე. თან გაგიზიარებთ შეფასების ჩემეულ მეთოდიკას. პარალელურად კი აგიხსნით რა ღირს ბიზნეს გეგმის დაწერა.
საჭირო დასკვნები თავად გააკეთეთ.
დავიწყოთ …
დავუშვათ გაისმა ზარი ჩემს ტელეფონზე.
ან მომივიდა გზავნილი WhatsApp-ზე ან Facebook-ზე.
მიკავშირდება ადამიანი, რომელსაც აინტერესებს ბიზნეს გეგმის დაწერა.
პირველი, რასაც ვცდილობ არის გავარკვიო რა არის თემა: ფერმა უნდა, სამშენებლო პროექტია, საწარმოა თუ რა არის ის, რისი ბიზნეს გეგმაც უნდა.
ვცდილობ მის სიტუაციაში გავერკვე. ამას 2 წუთიც ჰყოფნის ჩემთვის.
ანუ, ყველა შემთხვევაში პირველი კონტაქტი ასე ხდება.
მეორე საკითხია რისთვის სჭირდება ბიზნეს გეგმა: ბანკისთვის, პროგრამისთვის, კონკურსისთვის …
თითოეულს თავისი მოთხოვნა აქვს და თუ ახალი თემაა, მაშინ განაცხადის ფორმა საჭიროა რომ ვნახო. მის გარეშე ადამიანს პირობებს არ ვეტყვი.
რატომ ტელეფონში?
იმიტომ, რომ პირველი კონტაქტისთვის ტელეფონი სრულიად საკმარისია.
თან ჩემთან შეხვედრა ვერ მოხდება, მხოლოდ დისტანციურად ვმუშაობ.
რატომ მაინტერესებს თემა და მიზანი პირველ რიგში?
იმიტომ, რომ მე მინდა გავიაზრო სიტუაცია. მინდა გავიგო იმდენი, რამდენიც საკმარისია რომ შევაფასო ამოცანა და დამკვეთის მზადყოფნის ხარისხი.
ამის შემდეგ უკვე შემიძლია პირობები ვთქვა.
დრო ყოველთვის მაქსიმუმ 5-7 დღეა … თუ რა თქმა უნდა დამკვეთმა რამე არ დამიგვიანა.
ბიზნეს გეგმის დაწერის ფასი
თუ მცირე პროექტია ფასი 1000+ ლარია პროექტზე (პლიუს დღგ). სულ 3-4 დღეა საჭირო.
თუ პროექტის დაწერა საერთაშორისო ორგანიზაციის კონკურსისთვისაა საჭირო, ესენი ცოტა ჩახლართული შაბლონური ფორმებითაა გასაკეთებელი და ხანდახან ინგლისურ ენაზე. აქ ფასი 1500-2500 ლარის ფარგლებში მერყეობს (პლიუს დღგ).
აწარმოეს თანადაფინანსების პროექტებზე ფასი 2,000-3000 ლარის ფარგლებშია (ან მეტი). ცხადია ყველა ფასს ემატება დღგ. მაგალითად სასტუმროს ბიზნეს გეგმა, ან წარმოების ბიზნეს გეგმა. დრო მეტი არ მჭირდება, 1 კვირაში ყველა შემთხვევაში ჩავეტევი.
სოფლის განვითარების სააგენტოს გადამამუშავებელი საწარმოების პროექტზე ფასი 4,000+ ლარია (პლიუს დღგ). ეს იმიტომ, რომ მანდ ყველაზე რთული შაბლონი აქვთ, რაც კი საქართველოში მოითხოვება.
თუ GITA-ს თანადაფინანსების პროექტია იქ გადახდა რამდენიმე ეტაპიანი. ფასი კი შეიძლება 8,000 ლარამდე ავიდეს.
რატომ ეს ფასები?
ესენი საშუალო ფასებია.
მას შემდეგ რაც დამკვეთს ამას ვეტყვი [დროს და ფასს] ტელეფონში, ის დაფიქრდება.
თუ მას საქმე უღირს ამად, ვიმუშავებთ ერთად.
თუ არ უღირს, მეც გადავრჩები, იმიტომ რომ ამაზე ნაკლებად მოტივირებულ დამკვეთთან თანამშრომლობა არც მე მიღირს.
იმიტომ რომ ბიზნეს გეგმის დაწერა დიდი ინტელექტუალური შრომაა, რომელსაც ადამიანი, რომელსაც ამ თემაზე არ უმუშავია ვერ ხვდება, ვერ აფასებს.
თუ დათანხმდა მერე რა ხდება?
დავიწყებთ მუშაობას და დავდებთ შედეგს.
რა არის შედეგი? მაქსიმალურად რეალისტურად და მაღალ დონეზე დაწერილი ბიზნეს გეგმა, რომლითაც მიზნის მიღწევის შანსი (კონკურსში გამარჯვება, სესხის აღება, მიწის სტატუსის შეცვლა, ინვესტორის დარწმუნება და ა.შ.) არის უმაღლესი!
რატომ შეიძლება ვთქვა უარი თანამშრომლობაზე?
პირველივე საუბარში ვეტყვი ადამიანს თუ როგორი აქვს შანსი. და მერე თავად გადაწყვიტოს. ეს მართებული გზაა.
თუმცა, ხანდახან არის სიტუაცია, როცა მე არ მომწონს თავად ის, ვინც მირეკავს (ამის დადგენა ადვილია, როცა 25 წელია ამ საქმეში ხარ ადამიანი). თუ თავიდან მინდა მოვიშორო ვეტყვი ისეთ ფასს, რომ თვითონ დამანებებს თავს. დიახ!
ხშირად ვიქცევი ასე, იმიტომ რომ ან 1) იმ პროექტისგან არაფერი გამოვა, ან 2) დამკვეთს რეალურად ბიზნეს გეგმა არ სჭირდება, და/ან 3) დამკვეთი იყო არასაიმედო/არასერიოზული/არაკომფორტული ჩემთვის.
ანუ, როგორ დგინდება ბიზნეს გეგმის ფასი?
1. ვიაზრებ ამოცანას;
2. ვაფასებ სამუშაოს;
3. ვიაზრებ ვისთან მაქვს საქმე.
და ამ დროს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რა ბიუჯეტიანია პროექტი. მთავარი ნულები არაა, მთავარი ისაა, რაც ზემოთ დავწერე.
შევაჯამოთ:
- ბიზნეს გეგმის დაწერა ეს არის ინტელექტუალური მომსახურება. იგი ითხოვს სათანადო ცოდნა და უნარებს, რომლებიც წლების განმავლობაში „ილესება“.
- ჩემთან ბიზნეს გეგმის დაწერის ფასი ცვალებადია და ამოცანაზეა დამოკიდებული. ზოგადად 1,000-4,000 ლარის (პლიუს დღგ) ფარგლებში მერყეობს.
- ხარისხიანად მომზადებული დოკუმენტი თუ გსურთ, დამირეკეთ 577 73 79 64. უმჯობესია WhatsApp-ით.
ბიზნეს გეგმის შეკვეთისთვის, ან უბრალოდ დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ შესაბამის ბანერზე და მყისიერად დარეკავთ:

 

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: