პროგრამისთვის – აწარმოე საქართველოში ბიზნეს გეგმა თუ გინდა დაწერო, საჭიროა პირველ რიგში ესტუმრო სააგენტოს ვებსაიტს და დეტალურად გაეცნო პროგრამების აღწერილობას.
სააგენტოს რამდენიმე სხვადასხვა ტიპის პროგრამა აქვს და თითოეულზე შესაძლოა განსხვავებული შაბლონით მოითხოვებოდეს პროექტის წარდგენა (ასეც არის).
მაგალითად, სასტუმროს თუ აპირებთ მისთვის სხვა შაბლონია, ხოლო მიკროგრანტზე თუ გაქვთ განაცხადის წარდგენა დაგეგმილი, მისი შაბლონი სულ სხვაა.
რატომაა აწარმოე საქართველოში ბიზნეს გეგმის ნიმუში მნიშვნელოვანი?
ჩემი კუთხით მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ბიზნეს გეგმის ნიმუში – შაბლონი მეუბნევა თუ რა მოცულობის სამუშაოა გასაწევი კონკრეტულ პროექტზე მუშაობისას.
ეს კი მოქმედებს იმაზე თუ რა ფასი ეღირება გეგმის დაწერა და რა განრიგს ვეტყვი პოტენციურ დამკვეთს.
ცალ-ცალკე თითოეულ შაბლონს ვერ განვიხილავ ამ სტატიაში.
ბმულის სახით ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ შაბლონი, რომელიც როგორც წესი პროგრამების უმრავლესობაზე მოითხოვება აწარმოეს მიერ.
ბიზნეს გეგმა აწარმოე საქართველოში თუ გინდა წარადგინო მნიშვნელოვანია გესმოდეს შემდეგი:
1. სააგენტო აწარმოე საქართველოში მუშაობს საბანკო სისტემასთან მჭიდრო თანამშრომლობით.
ბიზნეს გეგმა რეალურად ბანკის მიერ მოითხოვება, თორემ რაც აწარმოეში არის წარსადგენი რეალურად არის მოკლე რეზიუმე (მთლად მოკლეც არა).
სწორედ ბანკს სჭირდება სრულფასოვანი ბიზნეს გეგმა, სხვა შემთხვევაში ვერ დაარწმუნებთ მას, რომ თქვენ ჩადებული ფულის დამბრუნებელი ხართ.
ხოლო თუ ბანკი დარწმუნდა, ჩათვალეთ დიდი ნაბიჯი უკვე გადადგმულია.
ამიტომაცაა, რომ ბიზნეს გეგმის დაწერის მოსურნეს პირველ რიგში ბანკთან საუბარს ვურჩევ.
2. აწარმოეს ყველა პროგრამა ინდივიდუალურია.
შეისწავლეთ თქვენი პროგრამა, ვგულისხმობ სააგენტოს რომელ პროგრამასაც მიმართავთ.
დაელაპარაკეთ პროგრამის კომპეტენტურ წარმომადგენელს, პასუხისმგებელ პირს და ზუსტად გაიგეთ რა არის კონკრეტული მოთხოვნები.
მნიშვნელოვანი არ არის მხოლოდ ის რა ბიზნესის დაწყებას აპირებთ, უფრო მეტად მნიშვნელოვანია შეესაბამებოდეთ სააგენტოს სათანადო პროგრამის პრიორიტეტებს;
3. დაგვიკავშირდით ჩვენ, ვინაიდან ამ დონის ბიზნეს გეგმებთან ხუმრობა არ არის ჭკვიანური.
ტექსტში ჩაწერილ თითოეულ სიტყვას მნიშვნელობა აქვს, ცხრილებში ჩაწერილ თითოეულ რიცხვს და მის დასაბუთებას მნიშვნელობა აქვს.
ბიზნეს გეგმას კი ხანდახან ისეთი ცხრილები ახლავს თან, რომლებშიც ეშმაკიც კი ფეხს მოიტეხს. ამიტომ შევსებისას სიფრთხილეა საჭირო.
გარდა ამისა ბიზნეს გეგმის დაწერა პროექტის დაწერა არ გეგონოთ. მათ შორის დიდი განსხვავებაა.
ერთიც იცოდეთ:
კარგი ბიზნეს გეგმა იმდენს არ აკეთებს, რამდენსაც ცუდი აფუჭებს!
ასევე გახსოვდეს, რომ სააგენტო – აწარმოე საქართველოში პროგრამები ხშირად ახლდება.
ამიტომაც, არა მხოლოდ პერიოდულად ეწვიე ვებსაიტს, არამედ გამოიწერე ელექტრონული ფოსტით შეტყობინებები და მოიწონე სააგენტოს FB გვერდი.
მცირე გამოცდილებას გაგიზიარებთ
2021 წლის გაზაფხულზე გავაკეთე სასტუმროს ბიზნეს გეგმა, რომლის ფარგლებში 600,000 ლარი იყო დაგეგმილი სესხის აღება, აწარმოე კი სესხის თანადაფინანსებას გააკეთებდა სასტუმროების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.
რეალურად ეს იყო გაფართოვებაზე გათვლილი ბიზნეს გეგმა. ანუ, ბიზნესი წლები არსებობდა მინიმალურ მასშტაბში (თან თავისი პარამეტრებით იდეალურად მოერგო პანდემიურ მოთხოვნებს) და შემოსავლები ჰქონდა.
პროექტი დამტკიცდა, თუმცა სამშენებლო ხარჯებმა იმდენი წაიღო, რომ ფული არ ეყო. დასამატებელი გახდა დაახლოებით 300,000, რისთვისაც დამატებითი რამდენიმე დოკუმენტიც გავაკეთე.
ესეც დამტკიცდა.
ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ თქვენს გასაკეთებელს გააკეთებთ და ბიზნესის მოცემულობაც ხელსაყრელი იქნება, აწარმოესგან მხარდაჭერა რეალურად შესაძლებელია.
და ბოლოს,
ნუღარ იფიქრებთ “როგორ დავწერო ბიზნეს გეგმა თავად”. დამირეკეთ 577 73 79 64 დღის განმავლობაში ან მომწერეთ მესიჯი Facebook გვერდზე.
აქვე გიზიარებთ გვერდს, სადაც ნახავთ 20+ ბიზნეს გეგმა ნიმუში pdf ფაილებს და გამოიყენეთ ისინი შეხედულებისამებრ.