60,000 ლარამდე UNDP გრანტი წარმოების და მომსახურების სექტორებში მომუშავე SME-ებისთვის, ვინც გეგმავს დაიწყოს და/ან გააფართოოს ექსპორტი ევროპულ ბაზრებზე. კონკურსს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“ (IA2M).
მთავარი, რაც უნდა იცოდეთ:
- წარმოების სექტორისთვის გრანტის სიდიდე 60,000 ლარამდეა. დეტალური ინფორმაცია ნახეთ აქ.
- მომსახურების სექტორისთვის გრანტის სიდიდე 50,000 ლარამდეა. დეტალური ინფორმაცია ნახეთ აქ.
- ორივე შემთხვევაში SME თანამონაწილეობა: არანაკლებ დასაფინანსებელი პროექტის საერთო ღირებულების 10%.
- განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 7 ოქტომბერი.
წარმოების სფეროს წარმომადგენლებისთვის …
პროგრამა ითვალისწინებს იმ მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერას, რომლებიც ოპერირებენ დამამუშავებელი მრეწველობის სფეროში (სექცია C; „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის ეკონომიკური საქმიანობის სახეები“ რედაქცია 2 https://www.geostat.ge/media/70150/NACE-Rev_2_GE_2023.pdf) და საქართველოში აწარმოებენ პროდუქციას, გარდა თამბაქოს ნაწარმის, კოქსის და ნავთობპროდუქტების წარმოებისა.
შენიშვნა: პროგრამა არ ვრცელდება სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის პირველად წარმოებაზე, როგორიცაა მემცენარეობა, მეცხოველეობა, ნადირობა, მეტყევეობა და ხე-ტყის დამზადება, თევზჭერა, აკვაკულტურა და აღნიშნულ სფეროებში მომსახურების გაწევა.
თემატიკა:
– პროდუქტის გაუმჯობესება და ადაპტირება საექსპორტო ბაზრებისთვის: პროდუქტის დიზაინის, შემადგენლობის, შეფუთვის ან მარკირების შეცვლა ან განახლება ისე, რომ იგი შესაბამისობაში მოვიდეს მიზნობრივი საექსპორტო ბაზრების ტექნიკურ, კულტურულ ან/და რეგულაციურ მოთხოვნებთან.
– წარმოების პროცესის გაუმჯობესება: ავტომატიზაციის, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების ან ციფრული წარმოების პროცესის დანერგვა.
– რესურსების ეფექტიანობა და მდგრადობა: მწვანე ტექნოლოგიების, მდგრადი წარმოებისა და მოხმარების პრაქტიკის დანერგვა, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის გარემოსდაცვით რეგულაციებს.
– დისტრიბუციის მოდელის განვითარება: საერთაშორისო დისტრიბუტორებთან, საბითუმო მოვაჭრეებთან ან/და მომწოდებლებთან პარტნიორობის დაწყება ან გაძლიერება, რაც ზრდის ეფექტიანობას და აუმჯობესებს წვდომას ევროკავშირის ბაზრებზე.
– წარმოების ციფრული ინტეგრაცია: ისეთი ციფრული ინსტრუმენტების დანერგვა, როგორიცაა ERP სისტემები, ხელოვნური ინტელექტი, ელექტრონული კომერციის პლატფორმები და სხვა ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება წარმოებაში, დაგეგმვასა თუ გაყიდვებში.
– ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქტის დივერსიფიკაცია: ახალი პროდუქტის საწარმოო ხაზის შექმნა და გამოცდა, რომლებიც პასუხობს მიმდინარე საჭიროებებს და ტენდენციებს მიზნობრივ ბაზრებზე.
– სხვა ტიპის გადაწყვეტილებები და საქმიანობები, რომლებიც შეესაბამება ამ კონკურსის ძირითად მიზნებს და შესაბამისი არგუმენტაციით არის დასაბუთებული.
მომსახურების სფეროს წარმომადგენლებისთვის …
კონკურსის ფარგლებში მხარდაჭერილი მომსახურების სფეროებია (საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი, ეკონომიკური საქმიანობის სახეები, რედაქცია 2 – https://www.geostat.ge/media/70150/NACE-Rev_2_GE_2023.pdf ):
– სექცია J ინფორმაცია და კომუნიკაცია.
– სექცია M პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.
– სექცია N ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები: განყოფილება 78 დასაქმებასთან დაკავშირებული საქმიანობები და განყოფილება 82 ოფისის ადმინისტრაციული, ოფისის დამხმარე და ბიზნესის სხვა დამხმარე საქმიანობები.
– სექცია P განათლება.
– სექცია Q ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები: განყოფილება 86 ჯანდაცვის საქმიანობები.
– სექცია R ხელოვნება, გართობა და დასვენება (გარდა განყოფილებისა 92 აზარტული თამაშების საქმიანობები).
თემატიკა:
– საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
– სერვისების გაუმჯობესება და ადაპტირება საექსპორტო ბაზრებისთვის.
– საექსპორტო ბაზრების კვლევის ინსტრუმენტების შემუშავება.
– საქართველოს ფარგლებს გარეთ სერვისების მიწოდებისთვის ინოვაციური მიდგომების დანერგვა (მაგ., დისტანციური სერვისები, პარტნიორობა უცხოელ მომწოდებლებთან, ჰიბრიდული მოდელები).
– ციფრული პლატფორმების, მობილური აპლიკაციების ან/და სხვა ციფრული ინსტრუმენტების შემუშავება, რაც უზრუნველყოფს საზღვრებს გარეთ სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას.
– ექსპორტის ბრენდინგი და მარკეტინგი.
– მწვანე და/ან სოციალური ინოვაციები.
– ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინოვაციები.
– სხვა ტიპის გადაწყვეტილებები და საქმიანობები, რომლებიც შეესაბამება ამ კონკურსის ძირითად მიზნებს და სათანადოდ არის დასაბუთებული.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
– SME-ის, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) ამ კონკურსში განაცხადის წარდგენამდე სულ მცირე 1 წლით ადრე და აწარმოებს საქონელს და/ან ეწევა მომსახურებას საქართველოს ტერიტორიაზე.
– SME-ის, რომლის სულ მცირე 50%-ის მესაკუთრე არის/არიან საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი ფიზიკური პირ(ებ)ი და/ან რეზიდენტი იურიდიული პირ(ებ)ი.
– SME-ის, რომლის ბოლო 3 წლის საშუალო წლიური შემოსავალი არ აღემატება 30 მილიონ ლარს. ამასთან, მომსახურების სექტორის შემთხვევაში მინიმალური წლიური შემოსავალი არ უნდა იყოს 50,000 ლარზე ნაკლები, ხოლო წარმოების სექტორის შემთხვევაში 150,000 ლარზე ნაკლები.
პროექტის დაწერის ფასი: 1,000 ₾ + დღგ (1,180 ლარი).
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 7 ოქტომბერი.
დამირეკეთ და გავისაუბროთ, ჯობია WhatsApp-ით: 577 73 79 64 …

ბიზნეს გეგმის შეკვეთისთვის, ან უბრალოდ დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ შესაბამის ტექსტზე და მყისიერად დარეკავთ:
WhatsApp ზარი
ზარი სმარტფონით
კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: