ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
როგორ მოვიძიოთ ბიზნეს იდეა

როგორ მოიძიოთ ბიზნეს იდეა?

რა ბიზნესი დავიწყო?
რა იდეა მოვიფიქრო?
სად მოვიძიო ბიზნეს იდეა?
როგორ მოვიფიქრო იდეა?
რამდენად გაამართლებს ჩემი ბიზნეს იდეა?


დარეკე 577 73 79 64 და შეუკვეთე ბიზნეს გეგმის დაწერა!



ამას წინათ ერთი ახლობელი დამიკავშირდა Facebook-ით. ბიზნეს იდეა მაქვს, იქნებ მომისმინო და შენი აზრი მითხრა სანამ ბიზნეს გეგმას დავწერო.

უმალვე გავისაუბრეთ. იდეა მართლა საინტერესო იყო, ძალიან კარგი ხალხისთვის და ძალიან კარგი თემით, მაგრამ რამოდენიმე შეკითხვის დასმის შემდეგ ნათელი გახდა ძირითადი სისუსტეები.

მთავარი სისუსტე კი შემდეგი იყო: პრობლემა, რომელსაც ეს იდეა წყვეტდა არ იყო ისეთი მწვავე პრობლემა, რომლის მოგვარებაშიც მიზნობრივი აუდიტორია ფულს გადაიხდიდა.

დაიმახსოვრეთ: ბიზნეს იდეა კონკრეტულ პრობლემას უნდა წყვეტდეს

ოღონდ ცხადია მხოლოდ ეს არ კმარა, ამით მხოლოდ იწყება. 20+ წლიანი საკონსულტაციო საქმიანობის მანძილზე მრავალი წარმატებული და წარუმატებელი პროექტი/ინიციატივა/საქმე წამომიწყია და 100% დავრწმუნდი ერთ რამეში:

თუ შენი ბიზნეს იდეა კონკრეტულ პრობლემას არ წყვეტს, თან სხვაზე უკეთ, მასში ფულს არავინ გადაიხდის.

ამიტომ ბიზნეს იდეების მოძიების დროს დასვით ერთი მარტივი შეკითხვა – „რა პრობლემა გადავჭრა?” და უპასუხეთ მას.

რა პრობლემას ჭრის უბნის მარკეტი?

როცა რამ მოგინდება, ჩადიხარ და იქვე ყიდულობ. დააკვირდით, ჰიპერმარკეტი სულ სხვა ტიპის პრობლემას ჭრის, თუმცა ეს არ არის ჩვენი სტატიის განხილვის თემა.

რა პრობლემას ჭრის თონე?

ამ პრობლემას ჰქვია “კუჭი”!

რა პრობლემას ჭრის დასუფთავების სამსახური?

ასუფთავებს!

რა პრობლემას ჭრის სილამაზის სალონი?

“გალამაზებს”!

რა პრობლემას ჭრის მაწვნის მწარმოებელი?

მაწონზე არსებულ მოთხოვნას აკმაყოფილებს (იგივე “კუჭი”)!

რა პრობლემას ჭრის სტრიპტიზ კლუბი?

სექსი, გართობა, ვისთვის როგორ …

და ა.შ. უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. ხვდებით ხომ რაშია საქმე?

ეძიეთ პრობლემა

ეძიეთ ე.წ. „სტრესის წერტილი“, ის რაშიც ადამიანს უჭირს. მნიშვნელობა არ აქვს ქუჩაში მოძრაობ თუ ინტერნეტ საიტზე “სეირნობ”, ავარჯიშე ტვინი, რომ დაინახო მწვავე პრობლემა, რომელიც გადაჭრას “იხვეწება” და რომლის გადაჭრაშიც ვიღაც ფულს გადაიხდის.

არ იფიქროთ ეს ადვილი იყოს. მეტიც, ურთულესია, მით უმეტეს გაუვარჯიშებელი გონებისთვის. ამიტომაც არ მოგერიდოთ თქვენი იდეის თუ პრობლემის თაობაზე ღიად საუბარი.

და ნუ შეგეშინდებათ რომ თქვენს იდეას ვინმე “მოიპარავს”. ძნელად თუ მოიფიქრებთ თქვენ რამეს ისეთს, ვინმეს რომ არ ჰქონდეს თქვენამდე მოფიქრებული.

გარდა ამისა, იდეა ერთია, და მისი გაკეთება, სულ სხვა.

რამდენად გაამართლებს ბიზნეს იდეა?

ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებულია და მათი ჩამოთვლა არ არის ამ მინი სტატიის მიზანი. მთავარი პირველი ნაბიჯია დარწმუნდეთ, რომ თქვენი იდეა პრობლემას აგვარებს.

რამდენადაც მწვავეა ეს პრობლემა, რამდენადაც ნაკლებია ბაზარზე კონკურენტი რომელიც ამ პრობლემას წყვეტს, რამდენადაც უნიკალური უპირატესობები გაქვთ ამ პრობლემის იაფად და ხარისხიანად გადაჭრაში, რამდენადაც ბევრია ის ხალხი რომლებიც ამ პრობლემის მოგვარებაში კარგად გადაიხდის, იმდენად მეტი შანსია რომ ამაზე ბიზნესი ააწყოთ.

თემა ისეთია, გაუჩერებლად შემიძლია ამ თემაზე საუბარი ამიტომაც გამოვყოფ კიდევ 1 მნიშვნელოვან საკითხს …

დააკვირდით რამდენად დიდ ბაზარს ანგრევთ

დიახ. რაც მეტად დიდია ალტერნატიული გადაწყვეტების ბაზარი, რომელთაც თქვენი გადაწყვეტით დაანგრევთ, მით მეტად სერიოზულ საქმეს ეპოტინებით.

და ვინაიდან ეს უკანასკნელი ძალიან დიდი თემაა, აქ გავჩერდები.