ნარჩენების გადამუშავება

ნარჩენების გადამუშავება: შექმენი წარმოება ამ 2 პროგრამის დახმარებით




დააწკაპუნეთ შესაბამის ბანერზე და მყისიერად დარეკავთ:



 




თუ ნარჩენების გადამამუშავება და საამისოდ წარმოების შექმნა გინდა ამ ორი პროგრამის გაერთიანებით შეგიძლია აღებული სესხის 30% უკან დაიბრუნო წარმოების გაშვებისთანავე: 1) “აწარმოე საქართველო”-ს “ბიზნეს უნივერსალი“, და 2) EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი. დიახ, გინდ გრანტი დაარქვით, ვინგ ქეშბექი, ან რაც გინდა ის … ფაქტია რომ ასეა.

საყურადღებოა, რომ ადამიანები იღებენ ბიზნეს სესხს, მაგრამ არ იციან ამ პროგრამ[ებ]ის შესახებ. ანუ, ეკუთვნოდათ შეღავათები, მაგრამ არც თვითონ იცოდნენ და არც არავინ უთხრა. არ არის გასაკვირი … საქართველოს საბანკო სისტემა საქათმეს დაემსგავსა. სათანადო პერსონალმა საერთოდ არ იცის ამ პროგრამების არსებობის შესახებ. ადამიანები ერთმანეთს არ ესაუბრებიან რომ “ხრიკები” გაუზიარონ. ამის შედეგი კი არის დაკარგული შემოსავალი და შესაძლებლობა.

ამიტომ, ისწავლე სხვისი შეცდომებისგან და შენ მაინც ნუ დაკარგავ ფულს და შანსებს.

აგიხსნით რა როგორ ხდება …

  1. ბიზნეს უნივერსალი

“ბიზნეს უნივერსალი” სააგენტო – “აწარმოე საქართველოში” პროგრამაა, რომლის პირობებიც 2025 წლის 1 სექტემბრიდან გაახლდა. ეს პროგრამა წლებია არსებობს.

მთავარი სიახლეები ნარჩენების გადამუშვებასთან დაკავშირებით:

  • ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოები გამოკვეთილი პრიორიტეტი გახდა (მწვანე კომპონენტი) და ასეთ შემთხვევაში სესხის 15%-ის დაბრუნდება ხდება გრანტის სახით (მაქსიმუმ 200,000 ლარი).
  • ნარჩენების შეგროვების, დამუშავების, მოცილების და უტილიზაციის ჯგუფის ეკონომიკური საქმიანობებისთვის პროცენტის სუბსიდია 8% შეადგენს (თან სესხის მთელი ვადით), მაშინ როცა სტანდარტულად სხვა თემებისთვის 5%-ია.
  • სესხის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს სესხის ძირის არაუმეტეს 80%-ის გარანტირებას, უკვე მაქსიმუმ 10 წლის ვადით.

ეს თემა რომ პრიორიტეტია, აქაც ჩანს (ეს ამონარიდი აწარმოეს პრიორიტეტული მიმართულებების სიიდანაა):

სისტემა ასე მუშაობს:

ბიზნეს გეგმით ხელში მიდიხარ ბანკში. თუ ბანკი იტყვის “კი”-ს, შემდეგ ავტომატურად ერთვები ბიზნეს უნივერსალში და ღებულობ ყველა სათანადო სარგებელს. ოღონდ უნდა დარწმუნდე, რომ 1) ბანკთან ახსენო პროგრამა “ბიზნეს უნივერსალი” და ის ბენეფიტები, რასაც ელი, და 2) ბანკის თანამშრომელი ერკვევა ამ პროგრამის ნიუანსებში.

  1. EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი

სესხებისა და გრანტის მეშვეობით EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი მხარს უჭერს მრავალი სახის საინვესტიციო პროექტს. თუ გადამამუშავებელი წარმოების შექმნისთვის სესხს მათგან აიღებ (ანუ, მათ პრიორიტეტებშიც ჩაჯდები), დამატებით აღებული სესხის 15% ქეშბექსაც მიიღებ ოპერირების დაწყების შემდეგ.

რა გამოდის?

აღებული სესხის 30%-მდე დაიბრუნებ უკან (ფაქტობრივად ნაჩუქარი ფულია) წარმოების გაშვებისთანავე! რომ არაფერი ვთქვათ სესხის %-ის სუბსიდირებასა (8%) და უზრუნველყოფაში შეხიდებაზე (80%).

შემდეგი ნაბიჯები?

1) გაეცანი ორივე პროგრამის გამოქვეყნებულ პირობებს (ბმულები ზემოთაა).

2) დამირეკე, მოგისმენ და მოკლე გზას გიჩვენებ. ჯობია WhatsApp-ით: 577 73 79 64 …

მე როგორ გეხმარები მიზნების მიღწევაში? ჩემი საქმე ბიზნეს გეგმის დაწერაა! ამ სტატიაში აღწერილი შემთხვევისთვის ბიზნეს გეგმის დაწერის ფასია 4,000 ₾ + დღგ (4,720 ლარი).




ბიზნეს გეგმის შეკვეთისთვის, ან უბრალოდ დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ შესაბამის ტექსტზე და მყისიერად დარეკავთ:

WhatsApp ზარი

ზარი სმარტფონით




კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: