საქმიანი შეჯამება: საქმე დაიწყეთ და ფულის გამოლევის გამო ბოლოში ვერ გადიხართ? ეს პრობლემა ნამდვილად “სისხლდენად” შეიძლება გადაიქცეს. სესხით დაწყებული 1,000,000 ₾-იანი პროექტის თითოეული მოცდენილი დღე 5,000 ₾-მდეც კი შეიძლება დაჯდეს. მე, ტარიელ ზივზივაძე – კაპიტალის მოპოვების ექსპერტი 25+ წლის გამოცდილებით, დაგეხმარებით დროულად მოიპოვოთ საჭირო კაპიტალი და ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული საქმე. მომსახურების ღირებულებაა 4,000-6,000 ₾ + დღგ. გაეცანით სტატიას, დამიკავშირდით WhatsApp-ზე და 5 წუთში გეტყვით რა შეიძლება თქვენთვის გაკეთდეს.
საქმის დაწყებისას ფულის გამოლევა და გაჩერება არა უბრალოდ “პრობლემა”, არამედ რეალური “სისხლდენაა”. დაგითვლიათ რამდენი ჯდება 1,000,000 ₾-იანი პროექტის გაჩერების თითოეული მოცდენილი დღე? 1,000+ ლარს მარტო ბანკისთვის გადასახდელს, დაუმატეთ 1,000+ ლარი ხალხის/ტექნიკის მოცდენის გამო გადასახდელები, და კიდევ 3-ჯერ მეტი მეტი დროულად ბიზნესის ვერ დაწყების გამო მიუღებელი შემოსავალი – ჯამში 5,000+ ₾. თუ აგრო ან ტურისტულ ბიზნესში კი 1 თვის დაკარგვაც კი ფინანსური “სიკვდილის” ტოლფასი ხდება.
ცდებით თუ ფიქრობთ, რომ ბანკში უბრალოდ “მიხვალთ” და საჭირო თანხას უპრობლემოდ მოგცემენ. ბანკირისთვის თქვენი მდგომარეობა არასწორი დაგეგმვის და არაკომპეტენტურობის პიკია, რაც რისკებს ზრდის.
გამოსავალი არსებობს ყველაზე უპერსპექტივო მდგომარეობიდანაც კი! თუმცა, მოქმედება სწრაფად და სწორი თანმიმდევრობით არის საჭირო მაშინვე, როგორც კი იგრძნობთ, რომ ხარჯები დაგეგმილს ასწრებს. ოღონდ, სანამ დამირეკავთ, გამოთვალეთ დაახლოებით რამდენ ხანში გამოგელევათ ფული, სავარაუდოდ რამდენის დამატება დაგჭირდებათ და რისთვის.
მე ტარიელ ზივზივაძე ვარ, კაპიტალის მოპოვების ექსპერტი და გეხმარებით კაპიტალის საუკეთესო პირობებით მოზიდვაში. 25+ წლის გამოცდილება და მიღწევები მაქვს იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ და ყოველწლიურად $ 100,000,000+ კაპიტალის მოპოვებაში ვეხმარები დამკვეთებს. ჩემი უპირველესი პასუხისმგებლობაა ჯერ გავარკვიოთ კონკრეტულად სად შეცდით და რამდენში, შემდეგ კი სწორი თანმიმდევრობით ვიმოქმედოთ საჭირო კაპიტალის მაქსიმალურად კარგი პირობით მოსაპოვებლად.
თანამშრომლობის ფარგლებში: ვაანალიზებ მდგომარეობას, ვამზადებ მოთხოვნებზე მორგებულ ბიზნეს გეგმას რომელმაც უნდა დაგვანახოს ახალი საერთო სურათი 5 წლიან პერსპექტივაში, ვადგენ სწორი ნაბიჯების სტრატეგიას, ვანეიტრალებ რისკებს, ვამზადებ საჭირო საბუთებს და ვმართავ ამ პროცესს. ასევე, საქმე ახლებურად არის “შესაფუთი” და ახალი მიზნებია დასასმელი, რომლებიც გაამართლებენ ფულის დამატებას.
მომსახურების ფასი დამოკიდებულია საქმის მოცულობაზე და, როგორც წესი, შეადგენს 4,000-6,000 ₾ + დღგ. თქვენ ფულს იხდით რისკების მოხსნაში და კაპიტალის დროულად მოზიდვაში იმ დროს, როდესაც ყოველი მოცდენის დღე ათასობით ლარი ჯდება და პოტენციური დანაკარგი 100,000 ლარიდან იწყება.
თქვენი სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი შეთანხმება და შემიძლია ჩავერთო უშუალოდ კაპიტალის მოპოვების პროცესშიც. ამ შემთხვევაში ანაზღაურება შეადგენს 0.5–1.5% მოპოვებული კაპიტალიდან და დამოკიდებულია საქმის სირთულეზე, კაპიტალის მოცულობასა და ჩემი ჩართულობის ფორმაზე. ამ შემთხვევაში გადახდა ხდება მხოლოდ კაპიტალის მოპოვების შემდეგ.
ჩემი “რეცეპტი” მუშაობს. წარმატებული თანამშრომლობის უამრავი მაგალითიდან ამჯერად ორი შევარჩიე, სადაც დამკვეთს დამატებითი კაპიტალის მოპოვება დასჭირდა საქმის დასასრულებლად:
ნავთობპროდუქტების წარმოება: დასჭირდა კაპიტალი ახალი საწარმოს მშენებლობისთვის.

თბილისში სავაჭრო ფართის მშენებლობა შუა გზაზე გაჩერდა ფულის გამოლევის გამო. შემდეგ რაც მოხდა ფოტოზე ჩანს.

ასეთ კრიზისულ სიტუაციაში რაც მეტია დროის დანაკარგი, მით მეტად მცირდება დამატებითი კაპიტალის უკეთესი პირობებით მოზიდვის შანსი. დროულად უნდა იმოქმედოთ და დამიკავშირდეთ. როგორი დაკავებულიც არ უნდა ვიყო განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ყოველთვის გამოვძებნი დროს.
🔴 ნუ დარეკავთ/მიხვალთ ბანკში ან ინვესტორთან ჯერ, სანამ მე არ დამირეკავთ. თქვენ შეიძლება იცით, რომ ფული გაკლდებათ, მაგრამ არ იცით რამდენი, არ იცით კონკრეტულად რისთვის, არ იცით საერთო კალკულაციას ეს კაპიტალის დამატება როგორ შეცვლის 5 წლიან ფინანსურ სურათში, და არ იცით რა ნარატივით უნდა იმოქმედოთ. არასწორი ნაბიჯის ფასი კი კიდევ უფრო მეტი დროის და ფულის დაკარგვაა იმ დროს, როცა მოცდენის დღე შესაძლოა 5,000+ ₾ გიჯდებათ. დააჭირეთ WhatsApp ღილაკს ახლავე. 5 წუთში გავაანალიზებ თქვენს შემთხვევაში და შევაფასებთ საჭირო დროში კაპიტალის მოპოვების რეალისტურ პერსპექტივას.
KAR.GE