ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მიკროგრანტების პროგრამა

მიკროგრანტების პროგრამა: 3 TOP შეცდომა რეგისტრაციისას

მიკროგრანტების პროგრამა დაიწყო. რომელ 3 მთავარ შეცდომას უშვებენ ყველაზე ხშირად რეგისტრაციისას?

1. ყველაზე დიდი შეცდომა განაცხადის პირველ დღესვე შევსებაა.

ეს უკვე გამოჩნდა 5 ოქტომბერს ბნ. მიხეილ ხიდურელის Live-ის დროს კომენტარებში.

რა გეჩქარებოდათ პატივცემულებო? განაცხადს უკვე ვეღარ ჩაასწორებთ!

როცა მთელი 2 კვირა გაქვთ რეგისტრაციისთვის ყურადრებით გადახედეთ განაცხადის ფორმას, შეისწავლეთ იგი, დააალაგეთ თქვენი იდეები, გააშარაშინეთ ბიზნეს იდეა, გადაახედეთ ერთი-ორ საქმეში გარკვეულ ადამიანს და წარადგინეთ ამის შემდეგ.

2. ცდება თუ ვინმეს ჰგონია, რომ “1001-ე სახინკლით” გავა ფონს.

ასე ვუწოდებ არაფრით გამორჩეულ იდეებს.

“განესხვავე ან მოკვდი” – ამ პრინციპით უნდა გააკეთოთ განაცხადები!

მიკროგრანტების პროგრამა გამორჩეულია იმით, რომ სიახლეებს ითხოვს. გარკვევით ითქვა, თუმცა მაინც ბევრმა არ მოუსმინა მაგალითად, რომ სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების იდეები არ დაფინანსდებოდა.

მიუხედავად ამისა, ადამიანები მაინც აკეთებენ საწინააღმდეგოს.

3. ცდება თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბიზნეს იდეის წარდგენა ხდება მხოლოდ.

ვინც უკვე ნახეთ განაცხადის ფორმა და ვისაც გესმით ეს საკითხი, მიხვდებოდით, რომ 18-მდე იმაზე მეტია წარსადგენი, ვიდრე მხოლოდ ბიზნეს იდეა!

ბიზნეს გეგმის დაწერის თუ არა, მინიმუმ სერიოზული გააზრების გარეშე დაწერილი ბიზნეს იდეებია საჭირო.

ზედაპირულად დაწერილი ბიზნეს იდეიდან მომდინარეობს საფრთხე, უფრო სწორად ხაფანგი: დაწერთ რაღაც “ისეთს” და თუ შემდეგ ეტაპზე გადახვედით, გაგიჭირდებათ ნათქვამის “უკან წაღება”.

მქონია მსგავსი შემთხვევები.

როგორ არ დაუშვათ ეს 3 მთავარი შეცდომა და არაერთი სხვაც?

1. განაცხადი შეავსეთ მხოლოდ მაშინ როცა 100% დარწმუნდებით, რომ ყველა ფაქტორი გაითვალისწინეთ.

გააკეთეთ ეს დედლაინამდე 5-6 დღით ადრე. 18-მდე ვადა გაქვთ.

შეგიძლიათ თავად წარადგინოთ, ან არის ხალხი, რომელიც 50 ლარად დაგილაგებთ იდეებს და გაგიკეთებთ წარდგენას თქვენი სახელით

2. დაფიქრდით, უმრავლესობას ერთი და იგივე თემა ექნება: საოჯახო სასტუმრო, მარანი და ა.შ.

გააკეთეთ რამე განსხვავებული ან იგივე “გაჯაზებული” თემა გააკეთეთ განსხვავებულად!

განსხვავებულობა მომგებიანია.

თუმცა, ეცადეთ ნამეტანი არ მოგივიდეთ.

3. საუკეთესო ვარიანტში ჯერ დაწერეთ ბიზნეს გეგმა სრულფასოვნად, შემდეგ შეავსეთ განაცხადის ფორმა.

ამ დროს იმის გარანტია მაინც გაქვთ, რომ თქვენი საშინაო დავალება სრულად შეასრულეთ და შემდეგ ეტაპზე გადასვლის შანსი გექნებათ 50%!

რატომ 100 არა? იმიტომ რომ მეორე 50% თქვენს კონტროლს მიღმაა და მას იდეის შემფასებელი “კურირებს”.

მე ერთი რამ მაფიქრებს

როგორ შეიძლება შეაფასონ ბიზნეს იდეა თუ კარგად არ გაიაზრე ვინაა წარმომდგენი?

აგიხსნით რას ვგულისხმობ.

მცირე ბიზნესში გადამწყვეტი არის რა თქმა უნდა რას აკეთებ, მაგრამ ამაზე მეტად მნიშვნელოვანი არის ერთი ფაქტორი: ვინ აკეთებს და ვისთან ერთად!

მიკროგრანტების პროგრამის ეს რაუნდი “ცელავს” ადამიანურ ფაქტორს. განაცხადში ვერ უთითებ ვინ ხარ. შემფასებელიც კი ვერ გებულობს ვინ უნდა გააკეთოს საქმე.

ლატარეა გამოდის შემდეგ ეტაპზე გადასვლა-არგადასვლის საქმე!

PS
ამ სტატიის დაწერის მომენტში 9 ადამიანი ჩემი დაკვალიანებით სწავლობს ბიზნეს გეგმის დაწერას, წერს თავის ბიზნეს გეგმას და შემდეგ სწორად წარადგენს თავის იდეებს მიკროგრანტების პროგრამაში. სამწუხაროდ არ მაქვს დრო, რომ 13 ოქტომბრის ჩათვლით ვინმე თუნდაც ტელეფონით დავაკვალიანო. თუმცა შემიძლია 14-15-16 ოქტომბერს ჩავატარო crush კურსი. შემეხმიანეთ თუ ეს გაინტერესებთ ტელეფონზე 577 73 79 64.