ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
გასაუბრება

საგრანტო პროგრამის გასაუბრება: 10 რჩევა

გასაუბრება მორიგი ბარიერია აწარმოეს მიკროგრანტის მოგების გზაზე. რა მოლოდინიც არ უნდა გქონდეთ ერთი ცალსახაა: ტყუილად ფულს არავინ მოგცემთ. ამიტომაც მოემზადეთ “ბაწრის გადაქაჩვის კონკურსისთვის.”




ინფორმაციისთვის: ბიზნეს გეგმის დაწერის მომსახურებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე - 577 73 79 64 (ნომერზე დააწკაპუნეთ).




როგორ მოვემზადოთ?

1. ტექნიკური მომზადება

თადარიგი დაიჭირეთ, რომ თქვენს მხარეს ტექნიკა გქონდეთ გამართული: ინტერნეტი, კომპიუტერი, მიკროფონი, ყურსასმენი და ა.შ.

კომპიუტერის გარდა მობილურშიც მოწყობილი გექნეთ Zoom შუქი თუ გაგეთიშათ, მარტივად გადაერთვებით კომპიუტერიდან მობილურზე.

აუცილებლად წინასწარ დატესტეთ თითოეული მოწყობილობა.

გასაუბრებისას ჯობია თუ ოთახში მარტო იქნებით.

2. საჭიროა იცოდეთ თქვენი ბიზნესი და თქვენი პროექტი

ზედმიწევნით!

ყველა მასალა ამობეჭდილი გექნეთ ხელთ, რომ უცებ ჩახედოთ რიცხვებში.

წინასწარ ივარჯიშეთ! დაისვით ვინმე კრიტიკული შეკითხვების დამსმელი (ვისაც ესმის თემა) და “გაახედნინეთ” თავი;

3. გასაუბრებისას მოწმდებით თქვენ ცალკე და თქვენს მიერ ბიზნესის გაკეთების ცოდნა/უნარები ცალკე!

ხვდებით ხომ განსხვავებას?

ასეა, მცირე თემებში ადამიანი / გუნდი არის გადამწყვეტი.

4. აჯობებს გულწრფელად ისაუბროთ

საჭიროა კარგად გესმოდეთ, რომ გასაუბრება გექნებათ სპეციალისტებთან, შეიძლება არა უშუალოდ თქვენი სფეროს კარგად მცოდნე, მაგრამ აზრიან ხალხთან, რომელთაც ვერაფერს გამოაპარებთ.

ოღონდ მნიშნელოვანია გესმოდეთ, რომ მათ დიდი შანსია თქვენი ბიზნეს გეგმა წაკითხულიც კი არ ჰქონდეთ წესიერად. ეცადეთ თავიდანვე იგრძნოთ რა დონეზე არიან ინფორმირებული და სათანადო ტონალობაზე აეწყვეთ.

ყველაზე რთული შემთხვევაა თუ რაღაც აკვიატებული მოსაზრებით “შეიარაღებული” იქნებიან და თავიდანვე თქვენთვის არასწორი მიმართულებიდან დაგისვამენ შეკითხვებს.

თქვენი “მოქნილობა” და იმპროვიზაციის უნარი, ასევე ღიმილი (დიახ, ღიმილი) ერთადერთი გამოსავალი აქ.

5. კონკრეტულ შეკითხვაზე უპასუხეთ კონკრეტული პასუხი

ეს რჩევა ყველა აქ დაწერილ რჩევას შორის ყველაზე მნიშვნელოვანია.

ადამიანების 95% და მეტს ეს უნარი არ აქვს.

ნუ დააღუპინებთ თავს მიდებ-მოდებას. არავინ გთხოვთ ბევრ საუბარს. თქვენ გთხოვენ მოკლე, კონკრეტულ და არგუმენტირებულ პასუხებს.

6. არ მოგერიდოთ შეწინააღმდეგება, თუ საჭიროა “დაჯახებაც”

თქვენი საქმის სპეციალისტი ხართ თქვენ. ამიტომაც არგუმენტებით დაჯახება შეიძლება მოგიწიოთ, ოღონდ რა თქმა უნდა კორექტულობის ფარგლებში.

მე რომ იმ მხარეს ვიყო, შემოგიგდებდით პროვოკაციულ თემას და შევხედავდი როგორ დაიცავდით თავს.

თუ თქვენ საუბარში თქვენს იდეას / ბიზნესს ვერ იცავთ, თქვენ ბიზნესში ვერ ივარგებთ. ბიზნესი ომია, კარგად გაიაზრეთ ეს!

7. გასაუბრებისას ყველა შეკითხვაზე პასუხი ვერ გექნებათ

და არ ღირს ეცადოთ თითიდან პასუხების გამოწოვას და ტყუილებს. სხეულის ენა დაგწვავთ.

ამას აჯობებს თქვათ გულწრფელად რა სიტუაცია გაქვთ და თქვათ, რომ ამას მოვაგვარებ ასე, ასე და ასე (გზა დაანახეთ).

აუცილებლად დადეთ კონკრეტული პასუხი (“წამალი”). ეს მნიშვნელოვანია;

8. პასუხები გაეცით შეძლებისდაგვარად დამაჯერებლად

ოღონდ დამაჯერებლობა ჰაერიდან არ მოფრინდება. მოემზადეთ, მიჰყევით ამ რჩევებთ და მეტი დამაჯერებლობა “ბონუსად” მოჰყვება თითოეული ნაბიჯის გადადგმას.

თითოეული ეს ნიუანსი (და ალბათ ბევრი სხვაც თქვენი რეალობიდან გამომდინარე) მნიშვნელოვანია, რომ თვითდარწმუნების უნარი შეგძინოთ, რაც გასაუბრების დროს გადამწყვეტია! გასაუბრება ნერვების თამაშია.

9. გასაუბრების დროს თან იქონიეთ თქვენი პროდუქტის ნიმუში

თუ რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია ძალიან, ძალიან კარგი იქნება ინტერვიუერებს აჩვენოთ პროდუქტი ან მისი პროტოტიპი, რომელსაც თქვენ სამომავლოდ აწარმოებთ.

ეს არა მარტო ეფექტურია (ვიზუალიზაცია ყოველთვის აუმჯობესებს კომუნიკაცია), არამედ აშკარად აჩვენებს, რომ პასუხისმგებლობით ეკიდებით საქმეს და უკეთესად მოემზადეთ გასაუბრებისთვის.

10. გასაუბრების დროს თან იქონიეთ ყველა ინვოისი

რაც რამ საყიდელი გაქვთ ან თანამონაწილეობის თანხით ან თანადაფინანსების თანხით, მათი ინვოისებია საჭირო.

მე არ ვიძახი, რომ მაინცადამაინც მომწოდებლისგან ბეჭედდასმული და ხელმოწერილი საბუთი გექნეთ. მინიმუმ ის მაინც უნდა მოახერხოთ, რომ სადმე ვებსაიტზე, სადაც იყიდით, და სადაც ფასები/ფოტო/აღწერა არის, სკრინი მაინც მოხსნათ და შეინახოთ თქვენს მოწყობილობაში.

და ბოლო მინიშნება

თუ საგრანტო პროგრამის გასაუბრება ძალიან მალე დასრულდა ორიდან ერთია: ან თქვენი საქმე წასულია, ან all is good!

მიკროგრანტების საგრანტო პროგრამის გასაუბრება ზოგისთვის ჩვეულებრივი კითხვა-პასუხი იქნება, ზოგისთვის ომი. მხოლოდ კარგი ბიზნეს გეგმის დაწერა ვერ გიშველით. რაც არ უნდა კარგი იდეა გექნეთ, რაც არ უნდა კარგად დაწერო ბიზნეს გეგმა, რაც არ უნდა დიდი მიზნები გექნეთ, დამიჯერეთ … თქვენი მთელი ძალისხმევა წყალში ჩაიყრება თუ გასაუბრებაზე ვერ ივარგებთ.

წარმატებებს გისურვებთ!






კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: