ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ბიზნეს გეგმა > საგრანტო კონკურსში გამარჯვების შანსი (მიკრო გრანტების) გამოთვალეთ აქ

საგრანტო კონკურსში გამარჯვების შანსი (მიკრო გრანტების) გამოთვალეთ აქ

Disclaimer: თავიდანვე ვაცხადებ … ქვემოთ ნაწერი მიიღეთ როგორც პირადად ჩემი – ტარიელ ზივზივაძის მოსაზრება. საგრანტო კონკურსში გამარჯვების შანსი (მიკრო გრანტების) გამოთვალეთ აქ

ე.ი.

26,307 იდეაა წარდგენილი.
40 მილიონია მთლიანი ბიუჯეტი.
30 ათასია მაქსიმალური გრანტი.
სხვა თანაბარ პირობებში მინიმუმ 1333 იდეა იმარჯვებს.
თუმცა, ბევრს ექნება 30 ათასზე ნაკლები მოთხოვნილი, ამიტომ ვივარაუდებ მინიმუმ 1400 გამარჯვებულს.

5 ლოტია სულ:
1) კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი – 6520
2) აჭარა, გურია, სამეგრელო, ზემო სვანეთი – 5993
3) თბილისი – 5793
4) იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – 5143
5) სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი – 2858
ჩემი ვარაუდით იქნება ქვოტები ხუთივე ლოტზე შემოსული განაცხადების რაოდენობის შესაბამისად (+ რამდენიმე სხვა ცვლადის გათვალისწინებით). ქვოტები შეიძლება იყოს გამარჯვებულთა რაოდენობაზეც, და ჯამურ ბიუჯეტზეც.

მე რომ “იმ მხარეს ვიყო” ასე გავაკეთებდი:
1) ყველა ლოტიდან იდეების 40 % (პლიუს მინუს 5-10 % სხვა ცვლადებიდან გამომდინარე) გადავიყვანდი შემდეგ ეტაპზე (როცა უნდა წარმოადგინონ დაწერილი ბიზნეს გეგმა)
2) გადასულთაგან კი 10-15 % გავამარჯვებინებდი (პლიუს მინუს ამ რაოდენობის 5-10 % სხვა ცვლადებიდან გამომდინარე)
3) ანუ, ჯამში საერთო რაოდენობის 5-7 % გაიმარჯვებს ჩემი აზრით (აქ ბევრი ცვლადი მოქმედებს)

საგრანტო კონკურსში გამარჯვების შანსი გამოთვალეთ ასე:

თუ მაგალითად თბილისის ლოტში ხართ, აქ შევიდა 5793 იდეა, შემდეგ ეტაპზე ჩემი აზრით მინიმუმ 2000 შეიძლება გადავიდეს (დაესწროს ტრენინგს და წარადგინოს ბიზნეს გეგმა), აქედან კი მინიმუმ 250 შეიძლება დაფინანსდეს (ამავე ლოგიკით). ამ შემთხვევაში თქვენი ამოცანა იქნება დაწეროთ ისეთი ბიზნეს გეგმა (და მოემზადოთ სათანადოდ), რომ აჯობოს მიახლოებით 1900 კონკურენტს. მიხვდით ხომ ლოგიკას? არც ისე დაბალი შანსია, თუ მოინდომებთ.

PS
რატომ გავისარჯე ამის საწერად?

როგორც კი 15 ნოემბრის მიდამოში იდეების ეტაპის გამარჯვებულები გამოცხადდებიან, დავაანონსებ და ჩავატარებ ორ 5 დღიან პროგრამას, რომლის ფარგლებში მონაწილეები ჩემი დისტანციური ხელმძღვანელობით ისწავლიან და თავად დაწერენ თავიანთ ბიზნეს გეგმას უმაღლეს დონეზე, თან იმავდროულად ეს იქნება მზადება გასაუბრებისთვის. თუ ბოლო თვენახევრის გამოცდილებას გავითვალისწინებთ ადგილები მალე შეივსება. ადგილის დასაჯავშნად დამირეკეთ 577 73 70 64