ბიზნეს სესხი & ბიზნეს გეგმა

ბიზნეს სესხი საქართველოში. რა (არ) იცით …

რა მოხდება ახლა …
10-დან 9 ვინც ამ გვერდს გახსნის …
ამოიკითხავს ორ “ჯადოსნურ” სიტყვას “ბიზნეს სესხი” …
მერე დამირეკავს და მთხოვს სესხს …

მე ვუპასუხებ, რომ მე სესხს არ გავცემ. და ამით დასრულდება …
თან ნომერსაც დავბლოკავ, მეორედ რომ აღარასოდეს დამირეკოს …

იმ მე-10-სთვისაა ის რაც ქვემოთ წერია …

ზოგს მართლა ჰგონია, რომ თუ “მილიონ დოლარიანი” იდეა აქვს, ბანკი სესხს უსათუოდ მისცემს. მეწარმე ქალებს კი ჰგონიათ, რომ მათზე რამე განსაკუთრებული შეღავათებიც კი გავრცელდება. სინამდვილეში ბანკი იდეებზე ფულს არ გასცემს და არც შენი სქესი აინტერესებს დიდად. ბიზნეს სესხი თუ გინდა ბანკი მოგთხოვს ციფრებს, რეალურ პროგნოზს, რეალურ დასაბუთებას, რისკების დაზღვევას და ბევრ ისეთ რამეს, რომელსაც არც კი გაგიმხელს.

ორიდან ერთი უნდა აარჩიო: ან მოემზადები რიგიანად, ან დაივიწყე ბიზნეს სესხი.

გასაგებია, მესმის და კარგად ვიცი, რომ გეზარება ამ ტექსტის წაკითხვა, მაგრამ 25+ წელია ამ სფეროში ვარ და ვიცი, როგორ ფიქრობს ბანკი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც. ხშირად ჩემთან 5 წუთიანი WhatsApp საუბარიც კი საკმარისია, რომ შენ მიხვდე, სად უშვებ მთავარ შეცდომას. სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით გთავაზობ გაითვალისწინო შემდეგი რჩევები.

Disclaimer:
ნუ დამირეკავ “სესხთან დაკავშირებით”!!! ბანკი არ ვარ!!! სესხს არ გავცემ!!!
დამირეკე მხოლოდ ბიზნეს გეგმასთან დაკავშირებით
.

(რომელიც სჭირდება ბიზნეს სესხს)!!!

  1. დღეს (2025 წლის ბოლოსთვის) ბიზნესისთვის ფულის სამი რეალური წყარო დარჩა საქართველოში: ჯიბე, ბანკი, და ინვესტორი.

ბიზნეს გრანტების თემა მკვდარია.

ჯიბე არასაკმარისია.

ინვესტორს სანთლით რომ ეძებო ვერ ნახავ.

სახელმწიფო პროგრამები არის, მაგრამ მათ აბსოლუტური უმრავლესობა ბანკის გავლითაა.

ამიტომ ბანკთან ურთიერთობის სწორად დაწყება/აწყობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ბიზნეს სესხი თუ გინდა.

  1. ნუ მიადგები ბანკს მხოლოდ იდეით, აუცილებლად მიდი ბიზნეს გეგმით ხელში.

ბიზნეს გეგმის გარეშე მისვლა ავტომატურად ნიშნავს, რომ არ იცი რა გინდა.

ბანკი პირველ რიგში აფასებს არა იდეას, არამედ იმას, თუ რამდენად გათვლილი და რეალისტურია ის. ბანკს უნდა ფული დაინახო. სწორედ ბიზნეს გეგმა აჩვენებს, რომ იცი რას აკეთებ, როგორ მოიპოვებ შემოსავალს და როდის დააბრუნებ სესხს. ეს შენი ფინანსური “საშვია” ბანკის წინაშე. ეგ აჩვენებს, რომ იცი რა გინდა.

ბიზნეს გეგმის გარეშე გამართლებული არის ერთი – “მოთელვითი შეხვედრა” გააკეთო ბანკთან (ჯობია 2-3-თან), და იკითხო პოტენციურად შენს საქმეზე რა ოდენობით სესხის მომცემები არიან (პოტენციურად). ეს რიცხვი გამოგვადგება ბიზნეს გეგმის დაწერის დროს, ვინაიდან გვეცოდინება “საბანი სადამდე გვწვდება”. ეს მნიშვნელოვანია.

  1. მარტო ბიზნეს გეგმა არ კმარა. საჭიროა სხვა დოკუმენტებიც (დანართები).

ბიზნეს გეგმას თან უნდა ახლდეს აუცილებელი დოკუმენტაცია. ალტერნატივა ისაა, რომ როცა მოგთხოვენ მაშინ დაკარგო ბევრი დრო/ფული/ენერგია საჭირო დოკუმენტების გაკეთებაზე.

დანართები/დოკუმენტაცია იარაღივითაა … ჯობია გქონდეს და არ დაგჭირდეს, ვიდრე დაგჭირდეს და არ გქონდეს!

დანართების ბუკეტი კი ყველა საქმეს თავისი უნდა ახლდეს.

საჭირო დოკუმენტების თანხლებით მიტანილი ბიზნეს გეგმა მეტ ნდობას აღძრავს.

  1. ესეც არ კმარა, საჭიროა მზად იყო თავად ბანკირთან საუბრისთვის.

ვერ წარმოიდგენთ რამდენმა არ იცის ბიზნეს გეგმა ან პროექტი, რომელიც ხელში უჭირავს. საქმე იცოდე სხვაა, მისი ბიზნეს მხარე იცოდე სულ სხვა.

სწორედ ამიტომ, ბიზნეს გეგმაზე მუშაობის პროცესი მიმყავს ისე, რომ დამკვეთი თავად ერკვევა ბევრ ნიუანსში. დაწერილი ბიზნეს გეგმის გარჩევისას კი უკვე რიცხვებში მკაფიოდ ხედავს მომავალს.

შედეგად დამკვეთი მეტად მომზადებული მიდის ბანკში. ასეთ დროს წარმატებული შედეგის დადგომის ალბათობა იზრდება.

  1. და კიდევ უფრო მეტი: რამდენად სუფთა საკრედიტო ისტორია, რა შემოსავალი გაქვს, რა აქტივები გაქვს

ყველაფერი ეს შესწავლის/შეფასების საგანია ბანკის მხრიდან.

და თუ რომელიმე მათგანში საქმე ცუდადაა, ჩათვალეთ გაგიჭირდებათ აიღოთ ბიზნეს სესხი.

  1. ციფრები უფრო მეტს ამბობენ, ვიდრე სიტყვები.

თუ ბანკის შეკითხვაზე პასუხად ამბობ “ბიზნესი იმუშავებს“ – ეს ბანკისთვის არაფერია.

ბიზნეს გეგმა გაძლევს რიცხვებით გამყარებულ პასუხს: რამდენად მომგებიანი იქნება შენი პროექტი, როდის ამოიღებ ინვესტიციას და რა რისკებია გათვალისწინებული.

როცა ეს ყველაფერი გაქვს გათვლილი, უკვე ერთი ნაბიჯით წინ ხარ.

  1. კარგად დაწერილი ბიზნეს გეგმა რეალურად დაგიზოგავს ფულს.

კარგად დაწერილი ბიზნეს გეგმა არა მხოლოდ ბიზნეს სესხის მიღებას ამარტივებს, არამედ პირობებსაც გიუმჯობესებს.

ბანკი რაც უფრო მკაფიო სურათს ხედავს, მით უფრო ნაკლებად აღიქვამს შენს პროექტს რისკიანად.

ნაკლები რისკი = ნაკლები პროცენტი = მეტი მოგება შენ.

  1. ბანკს უნდა დაინახოს, რომ შენც “შენზე მუშაობ”.

ბანკისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს, რომ საქმეს სერიოზულად ეკიდები. როცა პროფესიონალურად შედგენილი ბიზნეს გეგმა მიგაქვს, ეს სიგნალია – შენ არა მხოლოდ ფულს ითხოვ, არამედ პასუხისმგებლობას იღებ.

მეტიც, უკვე გაგირისკავს კიდეც, დაგიხარჯავს ბიზნეს გეგმის დაწერაში.

ძალიან ხშირად სწორედ ნდობა ხდება გადამწყვეტი ფაქტორი, რატომ დაუმტკიცდა ბიზნეს სესხი ერთს და უარი ეთქვა მეორეს.

  1. რაც მეტია შენი თანამონაწილეობა საქმეში, მით უკეთესი.

ნაკლებიც გიჯდება და ბანკიც უფრო ადვილად წამოვა.

ეს კარგი სიგნალია დაანახო, რომ შენც რისკავ საკუთარი კაპიტალით და მხოლოდ ბიზნეს სესხის იმედზე არ ხარ.

თუ თავად არ რისკავ, აბა ბანკმა რატომ უნდა გარისკოს?

  1. ბიზნეს გეგმა დაზღვევაა.

არის კატეგორია ე.წ. “საქმოსნებისა”, რომელთაც ბიზნეს გეგმის დაწერაში დახარჯვა ფულის ყრა ჰქონია და საამისოდ არგუმენტი არ ელევათ.

შენც თუ ამ კატეგორიაში ხარ მიპასუხე ამ შეკითხვაზე:

გინდა ასეულ ათასები ან მილიონები ჩადო საქმეში და არ გინდა ინვესტიციის 0,5-1% დახარჯო დაზღვევაში – ფულის დაკარგვის თავიდან აიცილებაში?

ბიზნეს გეგმა ყველაფერთან ერთად შენი პირველი ინვესტიციაა დაზღვევაში.

ხოლო თუ ამ საქმეს პროფესიონალი გააკეთებს, თავიდან აიცილებ შეცდომებს, რომელთა გამოსწორებაც ან საერთოდ ვერ ხდება ან ძალიან ძვირი ჯდება.

შენიშვნები:

შენიშვნა 1: თუ გაინტერესებს რა დაგიჯდება ბიზნეს გეგმის დაწერა ჩემთან, წაიკითხე ეს სტატია.

შენიშვნა 2: დამატებითი რჩევები ემიგრანტებისთვის, რომელთაც საქართველოში ბიზნესის დაწყება სურთ, იხილეთ ამ სტატიაში.

აქ გავჩერდები. თუ მეტი გაინტერესებს დამირეკავ, მეტყვი კონკრეტულად რისი ბიზნეს გეგმა გინდა, ანუ რისთვის გინდა ბიზნეს სესხის აღება, და კონკრეტულად შემეძლება გითხრა როგორ იმოქმედო ზედმეტი დროის/ენერგიის/ფულის ყრის გარეშე.

დამიკავშირდი მხოლოდ WhatsApp-ით: 577 73 79 64

Disclaimer-ის სახით კიდევ ერთხელ ვიტყვი:
ბანკი არ ვარ!!! სესხს არ გავცემ!!!
ჩემი საქმეა დავწერო ბიზნეს გეგმა, რომელიც დაგეხმარება აიღო ბიზნეს სესხი.
დამირეკე მხოლოდ მაშინ, თუ ბიზნეს გეგმა გჭირდება ბიზნეს სესხისთვის.




ბიზნეს გეგმის შეკვეთისთვის, ან უბრალოდ დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ შესაბამის ტექსტზე და მყისიერად დარეკავთ:

WhatsApp ზარი

ზარი სმარტფონით




კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: