ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ბიზნეს გეგმა > 3 ბიზნეს გეგმა 3 დღეში 3 დამკვეთისთვის: 27-28-29 ოქტომბერი

3 ბიზნეს გეგმა 3 დღეში 3 დამკვეთისთვის: 27-28-29 ოქტომბერი

პატივცემულო მეგობრებო,

თუ თქვენ GRETA-სთვის და/ან აწარმოეს მიკრო გრანტების პროგრამისთვის ბიზნეს გეგმა გჭირდებათ და დაწერას ვეღარ ასწრებთ, მაშინ აჰა თქვენ შესაძლებლობა: 27-28-29 ოქტომბერს 3 დამკვეთისთვის დავწერ 3 ბიზნეს გეგმას. ამას ვაკეთებ KAR.GE-ს მხარდაჭერით შპს “მარნეტ ესოშიეიტსი”-ს სახელით კონკრეტულად მე – ტარიელ ზივზივაძე.

ფასი? 400 ლარი. ჩარიცხვა პროგრამის დაწყებამდე.

მონაწილეთა რაოდენობა? მაქსიმუმ 3. გაითვალისწინეთ, რომ ჩემი სხვა პროგრამებისგან განსხვავებით ეს სასწავლო პროგრამა არ არის.

რეგისტრაცია? კითხულობთ ამ ტექსტს და მირეკავთ 577 73 79 64.

სამ დღიანი პროგრამის პროცესი:

  • 27 რიცხვში (სამშაბათი) 3 საათიანი ონლაინ სესია Zoom-ში: 1) მონაწილეს ვუსვამ შეკითხვებს, 2) ვინიშნავ პასუხებს, 3) ვეუბნები რა გამომიგზავნოს დანართის სახით (მიგზავნის იმავე საღამოს)
  • 28 რიცხვში (ოთხშაბათი) 3 საათიანი ონლაინ სესია Zoom-ში: 1) მონაწილეს ვუსვამ შეკითხვებს, 2) ვინიშნავ პასუხებს, 3) ვეუბნები რა გამომიგზავნოს დანართის სახით (მიგზავნის იმავე საღამოს)
  • 29 რიცხვში იწერება ბიზნეს გეგმები
  • 30 რიცხვში ბიზნეს გეგმების მიწოდება მოხდება ელ ფოსტით

კითხვა & პასუხი

Q: რა თემაზე შეიძლება დაიწეროს ბიზნეს გეგმა?
A: ყველა თემაზე, ოღონდ GRETA-სთვის ან მიკროგრანტების პროგრამისთვის მხოლოდ!

Q: როგორ ვმუშაობთ?
A: 100 % დისტანციურად, Zoom-ით!

Q: საქართველოში არ ვიმყოფები. შეიძლება ჩავერთო?
A: დიახ!

Q: ბიზნეს გეგმას თუ დავწერ, რა გარანტია მაქვს, რომ დამაფინანსებენ?
A: არანაირი! ცხადია საუკეთესო ბიზნეს გეგმის დაწერის შემთხვევაშიც კი თქვენი შანსი არაუმეტეს 50 / 50 იქნება, მაგრამ თქვენი დღევანდელი 0,01 % შანსის 50 %-მდე აქაჩვა უკვე საქმეა, თან დიდი!

Q: როგორ გავიარო რეგისტრაცია?
A: დამირეკეთ 577 73 79 64 ახლავე