ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
კარტოფილის ჩიპსების წარმოება

კარტოფილის ჩიპსების წარმოება. ბიზნეს გეგმა

კარტოფილის ჩიპსების წარმოება ბოლო 10 წლის მანძილზე ერთადერთმა FRIXX-მა გამართა, ისე, რომ ცნობადი ბრენდი შეექმნა და დახლების რაც შეიძლება მეტ რაოდენობაზე დაედო პროდუქტი, რაც თავისთავად მეტყველებს ამ სფეროში რა რთულია ბიზნესის დაწყება.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ მოკლე სტატიის დაწერა, რამდენიმე რჩევის და ბიზნეს გეგმის ნიმუშის გაზიარება (ჩამოტვირთვის ბმული ქვემოთ). აქვე ბმულზე ნახეთ სხვა 20+ ბიზნეს გეგმა ნიმუში pdf.

არ დაგიმალავთ და თქვენს წინაშე ე.წ. SEO სტატიაა. ანუ, იგი სპეციალური წესების დაცვითაა შექმნილი საიმისოდ, რომ ინტერნეტში საჭირო საკვანძო სიტყვებით მძებნელმა დაინტერესებულმა ადამიანმა ძიების შედეგების ველში ეს სტატია ნახოს ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე, დააწკაპუნოს და აქ მოხვდეს. და რახან აქ ხართ და კითხულობთ, ე.ი. სტატიამ თავისი საქმე გააკეთა.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

მეორე მხრივ რახან აქ მოხვდით, დაგიფასებთ: რამდენიმე საჭირო მოსაზრებას შემოგთავაზებთ, თემატური ბიზნეს გეგმის ნიმუშის ჩამოტვირთვის საშუალებას მოგცემთ, და თუ რამე ხაზზე როგორ დავრჩეთ იმასაც შემოგთავაზებთ.

1. კარტოფილის ჩიპსების წარმოება პირდაპირ არის დამოკიდებული ნედლეულზე

კარტოფილი, როგორც მონიმუმ ამ საქმისთვის საჭირო კარტოფილი საქართველოში ძალიან ცოტა მოდის.

იმდენად ცოტა, რომ სერიოზულ მწარმოებელს ნედლეულის მომწოდებელთან ურთიერთობაც კი არ უღირს.

სწორედ ამის გამო ხშირ შემთხვევაში ჩიპსებში გამოყენებული კარტოფილის დიდი ნაწილი იმპორტირებულია.

ასე რომ თუ ამ ბიზნესში გეგმავთ ადგილობრივი კარტოფილის გამოყენებას (რომელიც წელს გაზიდეს ექსპორტზე მაგალითად), ეს ცუდი გათვლაა.

2. კარტოფილის ჩიფსი დაბალმარჟიანი პროდუქტია

თუ გინდა ფული “ნახო”, საჭიროა მასშტაბი.

მასშტაბი თუ გინდა, საჭიროა ბევრ დახლზე იდვას პროდუქტი და ბევრი დახლიდან გაიყიდოს.

დახლზე პროდუქტის, თან ბევრ დახლზე დადება ძვირი ჯდება ქსელების რაკონული პოლიტიკიდან გამომდინარე.

იმდენი დაჯდება, რომ თავ-ბედს დაიწყევლი თუ ეს გადასახდელები სიურპრიზად დაგხვდა (აჯობებს კარგად დაითვალო ბიზნეს გეგმაში).

და როგორც არ უნდა დაგეგმო გათვლა ბიზნეს გეგმაში გრძელვადიანი უნდა იყოს (5+ წელი).

3. მაშ როგორ გაქაჩა FRIXX-მა და რატომ ვერ გაქაჩეს სხვებმა?

ერთი იმიტომ, რომ FRIXX არ არის დამოუკიდებელი ბრენდი.

მის უკან “დიდი საძმოა”, რომელთაც აქვთ საკმარისი “კუნთები” და რესურსი გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის, ასევე negotiation power ქსელებთან.

ბევრმა სხვამ, ვინც ეცადა ყოფილიყო დამოუკიდებელი ბიზნესი, რომელსაც ეგონა, რომ “ნახევარი ძალით” ფართე მდინარეს გადაცურავდა და შუაში დაყვინა.

მათ შორის იყვნენ განსაკუთრებულები, განსაკუთრებული იდეით, და იყვნენ ჩვეულებრივები, ჩვეულებრივი იდეით.

და ბოლოს, ბიზნეს გეგმის ნიმუში მინდა გაგიზიაროთ

ვიცი რა რთულია რეალური ბიზნეს გეგმების ნიმუშების მოპოვება, სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამას. თან აწარმოე საქართველოში ბიზნეს გეგმა რომ შეიტანოთ, გამოგადგებათ.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ჩემი გაკეთებული ბიზნეს გეგმა (ჩემს ნამუშევარს არავის ვაჩვენებ გარდა თავად დამკვეთისა. კონფიდენციალურობის შეთანხმება “წმინდაა”).

ეს არის ნიმუში, რომელიც ღიად ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტით რამდენიმე წლის წინ და ჩამოვტვირთე ზუსტად ამ ტიპის სასწავლო მიზნისთვის. მომწონს თუ არა როგორც ბიზნეს გეგმა აბსოლუტურად სხვა საკითხია. ნიმუშად გამოდგება!

ჩამოტვირთეთ აქ!

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ნიმუშია. რაში და როგორ გამოიყენებთ თქვენზეა 100 %!

ამის მიღმა კი თუ რამ შეკითხვა გაგიჩნდეთ ან დამირეკეთ 577 73 79 64 ან დამიმესიჯეთ FB გვერდზე – ბიზნეს გეგმის დაწერა!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: