ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ბიზნეს გეგმის ფინანსური ნაწილი

ბიზნესის გეგმის ფინანსური ნაწილი “გაფრთხობთ”?

ტელეფონზე ზარი გაისმა. ადამიანმა დამირეკა და ასეთი რამ მკითხა: “ბიზნეს გეგმა გვაქვს, მაგრამ ბიზნესის გეგმის ფინანსური ნაწილი თუ შეგიძლიათ გაგვიკეთოთო … “.

ანუ, “დაწერა მოთხრობა” და “ექსელის ცხრილებს” ვერ აკეთებს. რა თქმა უნდა უარით გავისტუმრე. მე ან ვკიდებ საქმეს ხელს მთლიანად, ან არ ვეკარები საერთოდ!

თუმცა, მომინდა ორი სიტყვის აქ დაწერა …




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

რა არის ბიზნეს გეგმის ფინანსური ნაწილი?

ბიზნეს გეგმის ე.წ. ფინანსურ ნაწილს რეალურად ეძახიან ექსელის ფორმებს. ამათგან 90% ბიზნეს გეგმების შემთხვევებში (გარდა დიდი პროექტებისა) პრაქტიკული სარგებლობის მომტანია ძირითადში ორი: მოგება-ზარალის ფორმა და ფულადი ნაკადების მოძრაობის ფორმა.

თუმცა, ბიზნეს გეგმის ბუნებიდან გამომდინარე შეიძლება სხვა ფორმების შევსებაც (ან თანდართვა) და ინდიკატორების გამოთვლაც შეიძლება გახდეს საჭირო.

ბიზნესის დაწყების ეტაპზე (ე.წ. “ნულიდან” როცა იწყება) შედგენილი ზედმეტი “რაფინირებული” ფინანსური ფორმები და ინდიკატორები ნებისმიერ შემთხვევაში არის “კარგი ზღაპრები”.

ჯერ პირველი ნაბიჯები არ გადადგმულა და 5 წლის შემდგომ რა იქნება ვინმე იტყვის დასაბუთებულად ამ არასტაბილური ეკონომიკური გარემოს პირობებში?

ჩემი პირადი აზრით როცა ამბობენ, რომ “ბიზნესის გეგმის ფინანსური ნაწილი გვინდა”, მაშინვე ნათელია შემდეგი:

1) ან სათანადო ფორმები არ აქვთ (არადა ყრია ინტერნეტში),

ან

2) ელემენტარული არითმეტიკა არ იციან რომ ექსელის ფაილი დაარედაქტირონ (ზოგი ექსელის ფაილის გახსნისთანავე უკვე იბნევა),

ანდა

3) კიდევ უფრო უარესი … კვლევა და ანალიზი არ იციან და რიცხვებს ვერ იღებენ დასაბუთებულად.

პირველს და მეორეს კიდევ ეშველება, აი მესამესი კი რა მოგახსენოთ.

კვლევა & ანალიზის უნარს უცებ ვერავინ შეიძენს.

თუ გესმის ცხრილში რა შეიტანო, შემდეგ უკვე ელემენტარულია.

მთელი “ჭინთვები” იმ რიცხვების მიღებაა, რაც იმ ფინანსურ ფორმებში არის ჩასაწერი.

ის რიცხვები კი კვლევისა და ანალიზის შედეგად მიიღება და თუ ის “მოთხრობა” გააზრებულადაა დაწერილი წესით ის რიცხვები უნდა ჰქონდეს დამწერს.

საუბარია გაყიდვების მონაცემებზე, თვითღირებულების მონაცემებზე და ა.შ.

შემთხვევა მქონდა დეკემბერში (2020)

კახეთის LAG-ის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის დედლაინის წინა დღეს მირეკავს ადამიანი, რომელიც თავად წერს ბიზნეს გეგმას და იგივეს მთხოვს.

მწარე უარს ვერ ვეტყოდი და დავაკვალიანე.

თან დააკვირდით რა მოცემულობაა … ამ LAG-ების ბიზნეს პროექტებში მოითხოვებოდა არანორმალურად ჩახლართული ექსელის ფაილების შევსება (იმედია შეცვლიან).

საუბარი იმაზე არაა, რომ ფაილის შევსება რამე სირთულესთანაა დაკავშირებული. პრობლემა იმაშია, რომ ჩახლართულია. ვერ გაიგებ რას რა ებმის და ექსელის ფაილიც კი ექსელის არ მცოდნეს გაკეთებულია ჩემი აზრით.

უარესი კი ისაა, რომ ფულადი ნაკადების ფორმაში აქვთ შეცდომა, რომელსაც ალბათ რომ უთხრა ასეაო, არ აღიარებენ.

როგორ უნდა გაერკვეს ამ ნიუანსებში ადამიანი, რომელსაც მცირე მწარმოებელია და დღედაღამ თავის საქმეზეა გადამკვდარი?

ავუხსენი ამ ადამიანს რა და როგორ გაეკეთებინა და იმედია გააკეთებდა. თუმცა როგორც ადრე ვთქვი … ცხრილებში შესატან რიცხვებამდე კვლევა & ანალიზით თუ არ მიდი, ვერაფერს იზამ ძალიანაც რომ მოინდომო.

დასკვნა: როცა ე.წ. “ფინანსურ ფორმებს” ვერ აკეთებ, ე.ი. გადასაგდები გაქვს ის, რაც უკვე “ვითომ გააკეთე”!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: