ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
პროექტის დაწერა-გაკეთება

პროექტის დაწერა VS ბიზნეს გეგმის დაწერა • 577 737 964

პროექტის დაწერა-გაკეთება ადამიანებს ხშირად ერევათ ბიზნეს გეგმის დაწერაში. არადა ამ ორს შორის არის მნიშვნელოვანი განსხვავება. ამ სტატიით ჩემი მიზანია დაგანახოთ ეს განსხვავება კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით.

სწორედ ამიტომ დავწერე ეს მოკლე სტატია. არც თუ ისე იშვიათადაა შემთხვევა, როცა დაინტერესებული ადამიანისთვის მიწევს ახსნა, რომ მას არ სჭირდება ბიზნეს გეგმა. ამიერიდან პირდაპირ ბმულისკენ მივუთითებ.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

მოდი ჯერ განვმარტოთ …

რა არის ბიზნეს გეგმა?

აქ არის ნარატივის ნაწილი თავისი დანართებით, ფინანსური ნაწილი და საერთო ჯამში ემსახურება ერთ მიზანს: ინვესტორს დაანახოს ფული! ანუ, ჩადებული ინვესტიცია როდის მოიტანს თავის “ნაყოფს” და რამდენს.

ბიზნეს გეგმის დაწერას თავისი წესი აქვს და ამის თაობაზე არაერთი სტატია მაქვს დაწერილი. ბიზნეს გეგმა აწარმოე საქართველოში გინდათ წარადგინოთ თუ სადმე სხვაგან, მას თავისი ფორმა და წესი აქვს.

20+ ბიზნეს გეგმა ნიმუში pdf შეგიძლიათ ამავე ბმულზე ნახოთ.

რა არის პროექტი?

აქაც არის რა თქმა უნდა ნარატივის ნაწილიც და დანართებიც, თუმცა მისი ფინანსური ნაწილი შემოიფარგლება დასახარჯი თანხის ბიუჯეტის ერთ გვერდიანი ცხრილით.

მისი მიზანია: ფული დაიხარჯოს კონკრეტული მიზნის მისაღწევად.

მოდით კონკრეტული კრიტერიუმებით შევადაროთ პროექტის დაწერა და ბიზნეს გეგმის დაწერა ერთმანეთს.

1. მიზანი

ბიზნეს გეგმას კომერციული მიზანი აქვს. ანუ, მოგებაზეა გათვლილი.

ბიზნესია ბოლო-ბოლო. ეს შეიძლება იყოს საოჯახო სასტუმროს ბიზნეს გეგმა, აგრო ბიზნეს გეგმა, სამაცივრე მეურნეობის ბიზნეს გეგმა და ა.შ.

პროექტს კი როგორც წესი არაკომერციული მიზანი აქვს, ანუ კონკრეტული მიზნის მიღწევას ემსახურება, რომელიც ფინანსური არ არის.

2. ფინანსური ანალიზის სიღრმე

ბიზნეს გეგმას აუცილებლად მოეთხოვება ვრცელი ფინანსური ნაწილი – სტარტაპ ბიუჯეტი, მოგება-წაგების ანალიზი, ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი და ნულოვანი მოგების ანალიზი; ხშირად მოეთხოვება ბალანსი და კოეფიციენტების ანალიზი. საჭიროების მიხედვით შეიძლება მოეთხოვოს კიდევ ბევრი ცხრილი და ფორმა.

პროექტის დაწერისას-გაკეთებისას მოეთხოვება მხოლოდ ბიუჯეტი, სადაც გაწერილია რა და რაში უნდა დაიხარჯოს. მაქსიმუმ შეიძლება ახლდეს ამ ბიუჯეტის ახსნა-განმარტებითი ტექსტი, სადაც გაიწერება თუ რა პუნქტში ფულის დახარჯვა როგორ უზრუნველყოფს პროექტის მიზნების მიღწევას (დასაბუთება).

3. შაბლონი

ბიზნეს გეგმის შაბლონი შეიძლება იყოს ძალიან მოკლედან ძალიან ვრცელამდე და დამოკიდებულია ბევრ რამეზე. დაათვალიერეთ ჩვენთან დადებული ბიზნეს გეგმების ნიმუშები და მიხვდებით რაზე ვსაუბრობ. მთლიანობაში კი 200+ გვერდიც კი გამოვიდეს. 2021 წელს ჩემს მიერ გაკეთებული პროექტებიგან ყველაზე “გრძელი” 300 გვერდს სცილდებოდა თავისი დანართებითურთ

პროექტის შაბლონი კი ხშირად 6 პუნქტსაც არ აღემატება: ორგანიზაციის აღწერა, პროექტის აღწერა, აქტივობების გეგმა, ბიუჯეტი, სამუშაო გეგმა, მოსალოდნელი შედეგები. ყველაზე “გრძელი” პროექტი, რომელიც ბოლოს 2021 წელს დავწერე სიდიდით 9 გვერდი იყო მხოლოდ.

4. მიზნებთან თავსებადობა

ბიზნეს გეგმის დამწერს ერთი მიზანი აქვს: ფული! ვისთვისაც არ უნდა დაწეროთ ბიზნეს გეგმა, მასაც იგივე მიზანი აქვს.

თუ ბანკშია წარსადგენი ბიზნეს გეგმა, ბანკსაც იგივე სურს: დაინახოს, რომ ბიზნესი მომგებიანია.

პროექტის დამწერის მიზანი არ არის ფული, არამედ კონკრეტული დასახული მიზნების მიღწევა არის აქ ამოსავალი.

5. ვის ემსახურება

ბიზნეს გეგმა ითვალისწინებს პროდუქტის/მომსახურების შექმნას და მის მიყიდვას მომხმარებლებისთვის.

პროექტი ითვალისწინებს მის მიერ შექმნილი სარგებელის მიწოდებას ბენეფიციარებისათვის.

როგორც ხედავთ პროექტის დაწერა-გაკეთება და ბიზნეს გეგმის დაწერა ორი სხვადასხვა რამეა.

და კიდევ ერთიც,

ხშირად იციან ტერმინ – “ბიზნეს პროექტი”-ს გამოყენება.

ეს ფრაზა ერთგვარი ჰიბრიდია და ჩემთვის პირადად ძალიან დამაბნეველია (“ღამურაა” თავისი შინაარსით, არც თაგვია და არც ჩიტი), სადღაც შუაშია პროექტსა და ბიზნეს გეგმას შორის.

თავისი შინაარსით ბიზნეს პროექტი ნიშნავს საქმიან პროექტს. იდეაში ყველა პროექტი საქმიანია. ამიტომ, მე გირჩევთ ტერმინი – “ბიზნეს პროექტი” საერთოდ არ გამოიყენოთ.

დამატებითი შეკითხვებით შეგიძლიათ დამირეკოთ 577 73 79 64 ან დამიმესიჯოთ Facebook გვერდზე.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: