30,000 ლარიანი მიკროგრანტების პროგრამა 2022 წლის 21 მარტს იწყება. პროგრამა მრავალი წელია ტარდება და მას უკვე 8,000-მდე გამარჯვებული ჰყავს.
წინა რაუნდზე 699 მცირე ბიზნესი დაფინანსდა.
მათზე დაახლოებით 14,7 მილიონი ლარი გრანტი გაიცა.
როგორ მოემზადოთ სწორად?
- პირველ რიგში საჭიროა კარგად გაეცნოთ პროგრამა 2022 პირობებს რომლებიც ჩამოყალიბებულია სააგენტოს ვებსაიტზე. 2020 წლის რაუნდისგან განსხვავებით აქ პირობებია შეცვლილი და ამ ახალი მოთხოვნების ცოდნა აუცილებელია. იქვეა გამოქვეყნებული პროგრამის ეტაპები და განრიგი.
- 21 მარტს იხსნება ბიზნეს იდეის წარდგენის ფორმა. გააკეთეთ ანგარიში (შეიძლება გაქვთ კიდეც) და თვალი შეავლეთ პორტალს. ოღონდ ნუ იჩქარებთ შევსებას, 11 აპრილამდე დრო გაქვთ. უპირველესი შეცდომაა ეს ფორმა შეავსოთ პირველივე დღეს.
- 21 მარტს 17:00-ზე დაგეგმილია “აწარმოე საქართველოში”-ს დირექტორის LIVE ჩართვა აწარმოეს FB გვერდზე. დაესწარით მას, მოუსმინეთ ან ჩანაწერი ნახეთ მოგვიანებით.
კარგი იქნება ასევე წინა რაუნდის მასალებს თუ გადახედავთ (იმას, რაც გამოქვეყნებულია).
ამ ვებსაიტზეც არის არაერთში შარშანდელი სტატია, რომელიც დაგაკვალიანებთ.
ამის შემდეგ კი 2 ვარიანტი გაქვთ:
- ან შეგიძლიათ თავად შეავსოთ ბიზნეს იდეის ფორმა და თუ შემდეგ ეტაპზე გადახვალთ, მერე შეუკვეთოთ ბიზნეს გეგმის დაწერა;
- ან, თუ გინდა შემდეგ ეტაპზე გადასვლის შანსები გაზარდო, მაშინ ჯობია დაწერო ბიზნეს გეგმა თავიდანვე. ამ დროს ბიზნეს იდეის ფორმასაც მაქსიმალურად სწორად შეავსებთ და ხელთ ბიზნეს გეგმაც გექნებათ მზად მომავალში გასაგზავნად.
რჩევა:
გამოიყენეთ ეს 20+ ბიზნეს გეგმა ნიმუში pdf ინფორმაციისთვის.
ცხადია ბიზნეს გეგმის დაწერის შემთხვევაში თქვენი შანსი მაინც 50 / 50 იქნება (ან მოიგებთ, ან წააგებთ), მაგრამ თქვენი შანსების 0%-დან 50%-მდე აქაჩვა უკვე საქმეა, თან დიდი!
წარმატებებს გისურვებთ!