ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
პანკისის დიაბაზი

პანკისის დიაბაზი. ბიზნეს გეგმა ნიმუში

პანკისის დიაბაზი – წლების წინ სანამ პირველად გავიგე ამ ქვის სახეობის შესახებ, მეც არ ვიცოდი რა იყო. დაგუგლეთ თქვენც. აქ კი ჩვენი მიზანია საქართველოში მოსაპირკეთებელი ქვის წარმოების გაკეთებაზე ვისაუბროთ. ეს საქმიანობა მეტად სპეციფიკური რამაა და ყველასთვის ნამდვილად არაა.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ მოკლე სტატიის დაწერა, რამდენიმე რჩევის და ბიზნეს გეგმის ნიმუშის გაზიარება (ჩამოტვირთვის ბმული ქვემოთ). აქვე ბმულზე ნახეთ სხვა 20+ ბიზნეს გეგმა ნიმუში pdf.

არ დაგიმალავთ და თქვენს წინაშე ე.წ. SEO სტატიაა. ანუ, იგი სპეციალური წესების დაცვითაა შექმნილი საიმისოდ, რომ ინტერნეტში საჭირო საკვანძო სიტყვებით მძებნელმა დაინტერესებულმა ადამიანმა ძიების შედეგების ველში ეს სტატია ნახოს ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე, დააწკაპუნოს და აქ მოხვდეს. და რახან აქ ხართ და კითხულობთ, ე.ი. სტატიამ თავისი საქმე გააკეთა.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

მეორე მხრივ რახან აქ მოხვდით, დაგიფასებთ:

რამდენიმე საჭირო მოსაზრებას შემოგთავაზებთ, თემატური ბიზნეს გეგმის ნიმუშის ჩამოტვირთვის საშუალებას მოგცემთ, და თუ რამე ხაზზე როგორ დავრჩეთ იმასაც შემოგთავაზებთ.

1. ქართული ქვა

ქართული ქვა გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და კარგი მექანიკურ-ფიზიკური თვისებებით, რაც უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა მოთხოვნის განსასაზღვრათ.

თუმცა დღეს მას დაბალი ფასი აქვს რადგანაც, არ ხდება საერთაშორისო სტანდარტებით მისი მოპოვება და დამუშავება.

საქართველოში ბუნებრივი მოსაპირკეთებელი ქვების ფართო არჩევანია, რომელთაგან ბევრი ჯერ კიდევ შეუსწავლელია.

საქართველოში ბუნებრივი ქვის სამშენებლო მოსაპირკეთებელ მასალად გამოყენების მრავალსაუკუნოვანი კულტურაა.

იგი პირდაპირ არის დაკავშირებული არქიტექტურული ხუროთმოძღვრების განვითრებასთან, რომელიც სათავეებს იღებს პალეოლითის ხანიდან და გრძელდება დღემდე.

ამის დასტურია საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ აშენებული მრავალი ეკლესია-მონასტერი, ხუროთმოძღვრების ძეგლი, ისტორიული მნიშვნელობის მრავალსაუკუნოვანი ხიდი, ციხე კოშკები და გალავნები, არქიტექტურული ნაგებობა და ისტორიული სასახლეები.

ყველა ზემოთხსენებული ნაგებობა შესრულებულია ქართული ბუნებრივი ქვით და ნაგებობების უმეტესობა დღემდე ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.

ეს ქართული ბუნებრივი ქვის ხარისხზე და ქვის მოხმარების მაღალგანვითარებულ კულტურაზე მიგვანიშნებს.

საქართველო, საბერძნეთისა და იტალიის მსგავსად, უნიკალური ქვეყანაა საშენი და მოსაპირკეთებელი ქვების საბადოების გავრცელების თვალსაზრისით.

საქართველოში 231 საბადოა აღრიცხული, რომელიც მიეკუთვნება სხვადასხვა ტიპს და გამოირჩევა დეკორატიული თვისებების მრავალფეროვნებით.

ქვეყნის ერთ-ერთი სიმდიდრე არის უნიკალური და ეკსკლუზიური, მალაქიტის ფერის ქვა – დიაბაზი.

ბუნებრივი ქვა დიაბაზი გამოიყენება:

  • საგზაო ქვის (ქვაფენილი, ტროტუარის ქვა),
  • რიტუალური ნაკეთობების წარმოებისას,
  • პრეცენზიურ მანქანათმშენებლობაში,
  • მშენებლობაში, როგორც ცოკოლის ქვა,
  • ბლოკების და მოსაპირკეთებელი სამშენებლო მასალების (ფილების) დამზადებაში, რომლის ნარჩენებიც მიდის ღორღის წარმოებაში,
  • გამოიყენება ფართო მოხმარების ღუმელების წარმოებაში და საუნებში.

2. პანკისის დიაბაზი

დიაბაზი, აგრეთვე ცნობილი როგორც დელორიტი, არის მუქი ფერის ვულკანოგენური ქვა.

ის არის კომპოზიციურად გაბრო და ბაზალტის ექვივალენტი, მაგრამ ფაქტურის მიხედვით არის მათ შორის.

ქიმიურად და მინეროლოგიურად დიაბაზი მეტად ემსგავსება ვულკანურ ქვას ბაზალტს, მაგრამ ის გარკვეულწილად არის უხეში და შეიცავს მინას.

დიაბაზი გავრცელებული ქვის ტიპია და არის ძალიან მყარი და გამძლე.

დიაბაზი მიეკუთვნება ბაზალტს, როდესაც ის მკვრივდება სწრაფად, ხოლო თუ დიდი დრო მიეცემა კრისტალების ზრდას, გადაიქცევა გაბროდ.

ტერმინი მიკრო-გაბრო ხშირად გამოიყენება ამგვარი ქვების დასახასიათებლად.

აშკარაა, რომ აქ პოტენციალი არის და ამ პოტენციალის გამოყენებას უკვე ახდენენ ქვის მოპოვება-დამუშავებაში ჩართული ქართული კომპანიები, რომლებიც პროდუქციას აწვდიან როგროც ადგილობრივ ბაზარს, ასევე გააქვთ ექსპორტზე.

თან აწარმოე საქართველოში ბიზნეს გეგმა თავისუფლად შეგიძლიათ შეიტანოთ.

და ბოლოს, ბიზნეს გეგმის ნიმუში მინდა გაგიზიაროთ

ვიცი რა რთულია რეალური ბიზნეს გეგმების ნიმუშების მოპოვება, სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამას.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ჩემი გაკეთებული ბიზნეს გეგმა (ჩემს ნამუშევარს არავის ვაჩვენებ გარდა თავად დამკვეთისა. კონფიდენციალურობის შეთანხმება “წმინდაა”).

ეს არის ნიმუში, რომელიც ღიად ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტით რამდენიმე წლის წინ და ჩამოვტვირთე ზუსტად ამ ტიპის სასწავლო მიზნისთვის. მომწონს თუ არა როგორც ბიზნეს გეგმა აბსოლუტურად სხვა საკითხია. ნიმუშად გამოდგება!

ჩამოტვირთეთ აქ!

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ნიმუშია. რაში და როგორ გამოიყენებთ თქვენზეა 100 %!

ამის მიღმა კი თუ რამ შეკითხვა გაგიჩნდეთ ან დამირეკეთ 577 73 79 64 ან დამიმესიჯეთ FB გვერდზე – ბიზნეს გეგმის დაწერა!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: