ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
მომგებიანი ინვესტიცია
მომგებიანი ინვესტიცია

✅ მომგებიანი ინვესტიცია მზის / ქარის / ჰიდრო ელექტრო სადგურში?

რა არის ახალი და კარგი?

6 სექტემბერს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ბიზნეს უნივერსალის კომპონენტს კიდევ ერთი ეკონომიკური საქმიანობა – ელექტროენერგიის წარმოება დაემატა.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

ანუ, 500,000 ლარამდე [გრანტი] + [პროცენტის სუბსიდირება] + [სესხის უზრუნველყოფა] უკვე შესაძლებელია სააგენტო “აწარმოე საქართველოში”-ს პროგრამა “ბიზნეს უნივერსალი”-ს ფარგლებში 0.5 მეგავატამდე სიმძლავრის ☀️ მზის, 🌪 ქარის და 🌊 ჰიდრო წყაროებიდან ელ. ენერგიის წარმოებისთვის! 🚀🚀🚀 მომგებიანი ინვესტიცია, რომელიც 3.5 წელში თავის თავს იღებს, შემდეგ კი სუფთა მოგებაზე მუშაობს (დადასტურებულია ჩვენივე გაკეთებული ბიზნეს გეგმებით)!

ანონსი 👉 https://www.enterprisegeorgia.gov.ge/ka/სიახლეები/აწარმოე-საქართველოში-კიდევ-ერთ

პროგრამა 👉 https://www.enterprisegeorgia.gov.ge/ka/Business-Development/Business-Universal

სიუჟეტი 👉 https://www.facebook.com/www.bm.ge/videos/818875936390734/

📱 ბიზნეს გეგმის დასაწერად 👉 577 73 79 64 👌

რაშია “ხიბლი”?

აქამდე ყველა ფიზიკურ/იურიდიულ პირს ისედაც შეეძლო 0,5-მდე კვტ სიმძლავრის მზის/ქარის/ჰიდრო ელექტრო სადგურში ინვესტიცია, მაგრამ ძირითადი ფორმატი იყო ასეთი: დავუშვათ არის საწარმო, რომელიც ხარჯავს თვეში 20,000 ლარის ელ. ენერგიას. ეს საწარმო დააყენებდა ძირითადში მზის ელექტრო სადგურს და გამომუშავებულ ენერგიას ძირითადში თვითონ მოიხმარდა, ნარჩენს კი მიჰყიდდა ენერგო ქსელს.

დღეს უკვე:

1) ელ. ენერგიის წარმოება 0,5 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრით უპირატესად განიხილება როგორც დამოუკიდებელი წარმოება. როგორც ავეჯის საწარმო აწარმოებს კარს, იგივენაირად ელ.სადგური აწარმოებს ელ.ენერგიას და შემდეგ ახდენს მის რეალიზაციას;

2) თქვენ შეგიძლიათ მაგალითად ჰესი ჩადგათ სადღაც სოფელში და იქ გამომუშავებული ელ. ენერგია მოიხმაროთ აქ თქვენს საწარმოში თბილისში;

3) უკვე შესაძლებელია 500,000 ლარამდე [გრანტი] + [პროცენტის სუბსიდირება] + [სესხის უზრუნველყოფა] პროგრამა უნივერსალის ფარგლებში, რაც აქამდე ასეთ ფორმატით შესაძლებელი არ იყო (ოღონდ რომ არ დაგაბნიოთ, ჯერ სესხს იღებთ და მერე მისი % არის გრანტი).

როგორ დაიწყო მოქმედება?

1) პირველ რიგში საჭიროა ბანკთან გასაუბრება საიმისოდ, რომ “მოთელოთ ნიადაგი”, ჩააყენოთ საქმის კურსში რა გინდათ და ჩვენც ვიცოდეთ, რომ გველოდებიან ბიზნეს გეგმით ხელში. დაელაპარაკეთ 2-3 ბანკს (პირობები სხვადასხვა ექნებათ). თუნდაც ლიმიტი ამოწურული გქონდეთ, არაა პრობლემა. ელ. სადგური მეტწილად ინფრასტრუქტურული ხარჯია. პლიუს ამას 80%-მდე უზრუნველყოფის პირობა უნივერსალისგან და ბანკს უარის თქმა უკვე წესით უჭირს;

2) უშუალოდ შემსრულებელთან გასაუბრება, ვინც უნდა დააყენოს უშუალოდ ელექტრო სადგური, მაგალითად მზის ელ. სადგური. მისგან საჭიროა ოფერი. ოფერი საჭიროა, რომ მე ეს ბიზნეს გეგმის დაწერისას გავითვალისწინო (ხარჯიც, დროც და თან საკონტაქტო პირიც მეცოდინება თუ დაზუსტება გახდა რამის საჭირო) და თან ეს ოფერი იქნება ბიზნეს გეგმის დანართი;

3) დამირეკეთ 577 73 79 64 და მივხედოთ ბიზნეს გეგმის დაწერას (თუ გნებავთ მანამდეც დამირეკეთ, და აგიხსნით ამ ყველაფერს უკეთესად). ამ საქმეზე ბიზნეს გეგმის დაწერის ფასია 3,000 ლარი + დღგ. დრო დასჭირდება 1 კვირა, თუ დანართებს დროულად მომაწვდით. რა დანართები იქნება საჭირო თქვენს უნიკალურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

წარმატებები!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: