თუ სასოფლო-სამეურნეოდან არასასოფლო-სამეურნეოზე მიწის სტატუსის შეცვლა გაქვთ დაგეგმილი, საჯარო რეესტრში სხვა საბუთებთან ერთად ასევე საჭიროა ბიზნეს გეგმა წარადგინოთ.
ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს მიწის იმ ნაკვეთზე რეალურად აპირებთ ბიზნესის გაკეთებას თუ სტატუსის შეცვლა მის გასაყიდად გჭირდებათ.
2022 წლის ივლისიდან (ამ კანონის შემოღებიდან) თითქმის 3 წელი გავიდა და ჩემს აქტივში ათობით წარმატებით სტატუს შეცვლილი მიწის ნაკვეთია.
რა მიზნით შეიცვალა სტატუსი?
მიზნობრიობების ყველაზე გავრცელებული ვარიანტებია:
- საწყობი
- კოტეჯი
- მაღაზია
- დრაივი / სწრაფი კვების ობიექტი
- ავტო სერვის ცენტრი
- სასტუმრო
- საოფისე ცენტრი
- სავაჭრო ცენტრი
- წარმოება
- ავტოსადგომი
- ლოგისტიკური ცენტრი
- და ა.შ.
ანუ, თუ საქმეს ხელი მოვკიდე, იმ მიწის სტატუსი გარანტირებულად შეიცვლება!
ცხადია იმ პირობით, რომ ყველა სხვა საბუთი წესრიგში გაქვთ.
6 რჩევა საიმისოდ, რომ სწორად დაიწყოთ პროცესი და მიიღოთ 100% შედეგი:
1) ზუსტად უნდა გაარკვიოთ რატომ ცვლით სტატუსს. თქვენ შესაძლოა საერთოდ არ გინდოდეთ თქვენს მიწაზე ბიზნესის გაკეთება. შეიძლება სულაც მისი გაყიდვა გინდოდეთ, მაგალითად უცხოელზე.
მეტსაც გეტყვით, ბევრს სწორედ ეს უნდა, რომ მიწა გაყიდოს და თან უცხოელზე (რომელსაც არ აქვს ამ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე მიწის ფლობის უფლება).
2) დარეკეთ საჯარო რეესტრში და დააზუსტეთ კონკრეტულად რა საბუთებია საჭირო რომ მიწის სტატუსის ცვლილება წარმატებით მოხდეს.
მოთხოვნილ დოკუმენტებს შორის არის ბიზნეს გეგმა, მაგრამ კიდევ არის სხვა საბუთებიც.
3) საჯარო რეესტრი არ გეუბნება კონკრეტულად რა ფორმატში ითხოვს ბიზნეს გეგმას. აქვთ ერთი სტანდარტული აბზაცი, რომელსაც გეტყვიან ან მოგწერენ.
კარგი ისაა, რომ მე ვიცი რა არის საჭირო და რა ფორმატში.
4) ბიზნეს გეგმასთან ერთად მოითხოვება ფინანსური გარანტიის დოკუმენტი.
ორი რამ მუშაობს 100%-იანი გარანტიით: როცა ბიზნესს/დამფუძნებელს ფული ანგარიშზე უდევს (ამ დროს კეთდება ცნობა ანგარიშზე ფულის არსებობის შესახებ) და როცა ბანკისგან არის სესხის დამტკიცების დოკუმენტი.
5) ხშირია შემთხვევა, რომ სრულ არქიტექტურულ პროექტს აკეთებენ მიწის სტატუსის შეცვლის მიზნით. ეს ცოტა თანხა არ ჯდება.
უკეთესი გზაა თუ არქიტექტორთან იმუშავებთ ჯერ გააკეთებინეთ მხოლოდ იმდენი, რამდენიც ყოფნის სტატუსის შეცვლას. დანარჩენი სტატუსის შეცვლის შემდეგ იყოს.
6) საერთოდ, თუ რეალურად ბიზნესს აპირებთ, სანამ არქიტექტორთან მიხვალთ ან სანამ მიწის სტატუსს შეცვლით, მანამდე ჯობია ბიზნეს გეგმის გაკეთება.
ეს იმიტომ რომ ბიზნეს გეგმაზე მუშაობის პროცესში ბევრ რამეს მიხვდებით და დაინახავთ (მომგებიანობას პირველ რიგში), და მათ შორის იმასაც მივდებით, თუ როგორ დაუსვათ ამოცანა არქიტექტორს სწორად.
დამირეკეთ 577 73 79 64 და მივხედოთ საქმეს!
შეიძლება ბევრი რამ არ გექნეთ რაც დანართადაა საჭირო (ფინანსური გარანტია, პროექტი, დეტალური ხარჯთაღრიცხვა, ინვოისები და ა.შ.), თუმცა დაახლოებითი მონახაზი მაინც თუ გაქვთ რას აპირებთ, ყველა დანარჩენს სამუშაო პროცესში მივხედავთ.
შენიშვნა:
თუ ცუდად გაკეთებული ბიზნეს გეგმის, ან საერთოდ მისი უქონლობის გამო განაცხადი დაგიხარვეზეს, 10 დღეს მოგცემენ რომ განაცხადი ხელახლა წარადგინოთ.
ამ 10 დღიან ვადაში თუ დაიწყებთ ბიზნეს გეგმის დამწერის მოძიებას და დაწერას, შეიძლება დროში ვერ ჩაეტიოთ. ვადა თუ გავა, განაცხადის გაკეთება თავიდან მოგიწევთ.
ზედმეტ ნერვიულობას, აჯობებს თავიდანვე იმოქმედოთ სწორი თანმიმდევრობით, რითაც დაზოგავთ დროს/ფულს/ენერგიას!