დავუშვათ, მოდის თქვენთან დამკვეთი და უნდა ობიექტის დაპროექტება … სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი, საწყობი, სულ ერთია. ამ დროს კი ბიზნეს გეგმა არ აქვს დაწერილი. ალბათ გექნებათ მსგავსი გამოცდილება … სასიამოვნოდ გახსენდებათ თუ “სასიამოვნოდ”?
25+ წელია ბიზნეს გეგმებს & პროექტებს ვწერ, წელიწადში 200+ მილიონი ლარის კაპიტალის მოპოვებაში ვეხმარები დამკვეთებს და ამ პერიოდში არაერთ არქიტექტორთან მქონია საქმე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თავი მოვუყარო და გავაზიარო 5 პოტენციური პრობლემა არქიტექტორისთვის, და მათგან დაზღვევის გზები.
თუ დამკვეთს ბიზნეს გეგმა არ აქვს:
- მან არ იცის რა უნდა კონკრეტულად და ვერ დაგისვამს ზუსტ ამოცანას
აზრი ერთია, დაწერილი და გათვლილი აზრი სულ სხვა. ბიზნეს გეგმა პირველ რიგში გააზრება და მომავლის კალკულაციაა, ფინანსურიც მათ შორის. როცა ეს “შავი სამუშაო” არ არის გაკეთებული, დამკვეთმა დიდწილად კი იცის, რომ “რაღაც” უნდა, მაგრამ ნიუანსებში თუ ჩაყვები, სწრაფად გამოჩნდება რომ ბევრი რამ გააზრებული არ აქვს. შესაბამისად, იგი არქიტექტორს ვერ დაუსვამს ამოცანას ისე, რომ გზაში ბევრჯერ არ შეცვალოს. ჩამოუყალიბებელ დამკვეთთან ურთიერთობა გეცოდინებათ რაცაა … გაურკვეველი დავალებები, უამრავი ცვლილება, დაკარგული დრო, გაწელილი საქმე, დაგლეჯილი ნერვები და შესაბამისად შემცირებული მომგებიანობა პროექტზე.
- დამკვეთს არ აქვს გააზრებული ბიზნესის მომგებიანობა
არ არის ბიზნეს გეგმა? დამკვეთს ბუნდოვანი წარმოდგენა ექნება პროექტის რეალურ მომგებიანობაზე. თუ თქვენ დააპროექტებთ სასტუმროს და ამის შემდეგ მოამზადებს კლიენტი ბიზნეს გეგმას, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ნომრების რაოდენობა არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ ბიზნესი მომგებიანი იყოს და საჭირო გახდება პროექტის ცვლილება; მეტიც, ბიზნეს გეგმის გაკეთებისას შეიძლება გამოიკვეთო ახალი იდეები, რომლის ჩამატებაც მოუნდება კლიენტს. მოგიწევთ პროექტის გადაკეთება. ამიტომ ჯობია არქიტექტურული პროექტის დასრულებამდე ჯერ ბიზნეს გეგმა გაკეთდეს.
- არქიტექტურულ პროექტზე რეალურ ხარჯი და დამკვეთის ბიუჯეტი შეიძლება სერიოზულად აცილდნენ
ზღვარსგადასული ცვლილება/რედაქტირებები დროის/ფულის/ნერვების ხარჯია და დამკვეთი შეიძლება არ იყოს მზად ამისთვის. მან შეიძლება უბრალოდ არ გადაგიხადოთ სრულად, ან შუაში შეგიწყვიტოთ ან გაგიწელოთ დაკვეთა თუ მიხვდა, რომ ბიუჯეტი სერიოზულად სცილდება მოლოდინს. მცირე გადაკეთებებიც რომ ხშირად საკმაოდ ხარჯიანია თქვენთვის, თქვენ კი იცით, მაგრამ ის ვერ გაიგებს ამას.
ბიზნესის განხორციელება სამიზნე მიწაზე შეიძლება ითხოვდეს სტატუსის ცვლილებას და არასასოფლო-სამეურნეოზე სტატუსზე გადაყვანას თუ გეგმაში ბიზნესის დაწყებაა. თუ ეს საჭიროა, მაშინ ჯობია თავიდანვე უთხრათ დამკვეთს და თავიდანვე გააკეთოს ბიზნეს გეგმა, შეიცვალოს სტატუსი და მერე დაასრულოთ არქიტექტურული პროექტი.
- შედეგად, პროფესიული გადაწვა და რეპუტაციული რისკი
ჩამოუყალიბებელ დამკვეთთან თანამშრომლობა, რომელიც მუდმივად ცვლის ამოცანას, რთულია. კორექტირებები, დისკუსიები, ხშირად (უაზრო) კამათები, დამღლელია და გფიტავს. არადა საქმეს სჭირდება კონცენტრაცია, ენერგია. ერთი გაცუდებული საქმე კი მეორე აზარალებს. წარუმატებელი და ჩავარდნილი პროექტი არავის სურს. არადა დოკუმენტებზე ამ დროს თქვენი რეკვიზიტები ჩანს. ეს დოკუმენტები კი საჭირო თვალს და ხელს არ გამოეპარება. რეპუტაციაზე ხომ ზრუნავთ?
✅ ამ გამოწვევათა თავიდან არიდება მარტივია: თავიდანვე გაარკვიეთ აქვს თუ არა კლიენტს ბიზნეს გეგმა დაწერილი სახით. თუ არ აქვს, განაგრძეთ ურთიერთობა თქვენი რისკის ფასად, ან მიეცით ჩემი ტელეფონი – 577 73 79 64.
ბიზნეს გეგმის შეკვეთისთვის, ან უბრალოდ დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ შესაბამის ბანერზე და მყისიერად დარეკავთ:

 

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: