ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
იმერული ყველის და ნადუღის წარმოება

იმერული ყველის და ნადუღის წარმოება. ბიზნეს გეგმა

იმერული ყველის და ნადუღის წარმოება, ზოგადად რძის პროდუქტების წარმოება მუდმივი ბიზნესია საქართველოში. ამ საქმის სწორად აწყობას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს თქვენი წარმატებისთვის.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ მოკლე სტატიის დაწერა, რამდენიმე რჩევის და ბიზნეს გეგმის ნიმუშის გაზიარება (ჩამოტვირთვის ბმული ქვემოთ). აქვე ბმულზე ნახეთ სხვა 20+ ბიზნეს გეგმა ნიმუში pdf.

არ დაგიმალავთ და თქვენს წინაშე ე.წ. SEO სტატიაა. ანუ, იგი სპეციალური წესების დაცვითაა შექმნილი საიმისოდ, რომ ინტერნეტში საჭირო საკვანძო სიტყვებით მძებნელმა დაინტერესებულმა ადამიანმა ძიების შედეგების ველში ეს სტატია ნახოს ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე, დააწკაპუნოს და აქ მოხვდეს. და რახან აქ ხართ და კითხულობთ, ე.ი. სტატიამ თავისი საქმე გააკეთა.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

მეორე მხრივ რახან აქ მოხვდით, დაგიფასებთ: რამდენიმე საჭირო მოსაზრებას შემოგთავაზებთ, თემატური ბიზნეს გეგმის ნიმუშის ჩამოტვირთვის საშუალებას მოგცემთ, და თუ რამე ხაზზე როგორ დავრჩეთ იმასაც შემოგთავაზებთ.

1. იმერული ყველის და ნადუღის წარმოება არ შეიძლება ბრენდის გარეშე, თუ ბიზნესზე ვსაუბრობთ

ბავშვი რომ დაიბადება სახელს ხომ არქმევთ?

ზუსტად იგივენაირად, ბიზნესს რომ იწყებთ, სახელი უნდა დაარქვათ – ბრენდული დასახელება, მოუფიქროთ ლოგო, ეტიკეტი და პროდუქტი უნდა შეფუთოთ რიგიანად.

ცხადია აქ არ ვსაუბრობთ “ინგლისური და კომპიუტერის” დონის საკითხებზე, როგორებიცაა წარმოების მოწესრიგებულად გაკეთება, სისუფთავე და ა.შ. ამათ ვგულისხმობთ.

მე “ზე” საკითხებზე გესაუბრებით.

2. აქცენტი გააკეთეთ მაღალმარჟიან პროდუქტებზე

აწარმოო მაწონი კარგია, მაგრამ ცოტას ტოვებს 2 ლარიანი მაწვნების გაყიდვა.

აწარმოო დამბალხაჭო, ან შებოლილი სულგუნი ან რამე მსგავსი უკვე სულ სხვა თემაა.

გასულ ივნისში დამირეკა ერთ-ერთმა მეწარმემ, რომელსაც ამ ბიზნესის დაწყება ჰქონდა განზრახული და ბიზნეს გეგმის დაწერა უნდოდა.

10 წუთიან საუბარში შეუბრუნდა თვალსაწიერი.

კი ვფიქრობდი მაგაზეო, მაგრამ ვერ გადამეწყვიტა და ახლა როგორც მითხარით ისე ვიზამო (ვუთხარი რძის გაყიდვას შეეშვი და დამბალხაჭო აწარმოე მეთქი).

3. განავითარე ბრენდი ნაბიჯ-ნაბიჯ

ააგე რეპუტაცია და მერე ეს რეპუტაცია გარჩენს!

ოღონდ ამ ბიზნესში ეს გაცილებით რთულიაა იმის გამო, რომ საქმეში ბევი მოძრავი ნაწილია, რომელიც მუდმივ რეჟიმში უნდა დაარეგულირო (მაგალითად, ერთმა ღერმა თმამ შეიძლება დაგღუპოთ).

ფესტივალები იქნება (როცა იქნება)? ჩაერთე!

ვებსაიტი გჭირდება? გააკეთე!

და ა.შ. დანარჩენი შენზე და შენს მარიფათზეა.

4. ამ სფეროში დარგობრივ ასოციაციებს არ შეუძლიათ რეალურად არაფრის შეთავაზება

საქართველოს ბიზნეს რეალობას კარგად ვიცნობ და ყველის მწარმოებლებს არასოდეს ჰქონიათ ქმედითი ბიზნეს ასოციაცია, დარგობრივი ორგანიზაცია, რომელიც რამე ქმედითს მიაწვდიდა მიზნობრივ აუდიტორიას.

მეტიც, ამ სფეროს მწარმოებლებიდან რიგიანი პარტნიორიც კი არ მყოლია.

თან ეს იმ ფონზე, რომ 2013 წლიდან ქართული პროდუქციის პოპულარიზებას ვეწევი.

ანუ, მიხედეთ თქვენს საქმეს თავად!

აწარმოე საქართველოში ბიზნეს გეგმა თავისუფლად შეგიძლიათ შეიტანოთ.

და ბოლოს, ბიზნეს გეგმის ნიმუში მინდა გაგიზიაროთ

ვიცი რა რთულია რეალური ბიზნეს გეგმების ნიმუშების მოპოვება, სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამას.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ჩემი გაკეთებული ბიზნეს გეგმა (ჩემს ნამუშევარს არავის ვაჩვენებ გარდა თავად დამკვეთისა. კონფიდენციალურობის შეთანხმება “წმინდაა”).

ეს არის ნიმუში, რომელიც ღიად ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტით რამდენიმე წლის წინ და ჩამოვტვირთე ზუსტად ამ ტიპის სასწავლო მიზნისთვის. მომწონს თუ არა როგორც ბიზნეს გეგმა აბსოლუტურად სხვა საკითხია. ნიმუშად გამოდგება!

ჩამოტვირთეთ აქ!

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ნიმუშია. რაში და როგორ გამოიყენებთ თქვენზეა 100 %!

ამის მიღმა კი თუ რამ შეკითხვა გაგიჩნდეთ ან დამირეკეთ 577 73 79 64 ან დამიმესიჯეთ FB გვერდზე – ბიზნეს გეგმის დაწერა!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: