თხილის ბაღის გაშენება პრიორიტეტი მრავალი წელია არის და მუდამ იქნება ასე მგონია საქართველოში. თუ მიწა სათანადო რეგიონში გაქვთ, ყოველთვის შეგიძლიათ ამ საქმიანობის დაწყება.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ მოკლე სტატიის დაწერა, რამდენიმე რჩევის და ბიზნეს გეგმის ნიმუშის გაზიარება (ჩამოტვირთვის ბმული ქვემოთ). აქვე ბმულზე ნახეთ სხვა 20+ ბიზნეს გეგმა ნიმუში pdf.
არ დაგიმალავთ და თქვენს წინაშე ე.წ. SEO სტატიაა. ანუ, იგი სპეციალური წესების დაცვითაა შექმნილი საიმისოდ, რომ ინტერნეტში საჭირო საკვანძო სიტყვებით მძებნელმა დაინტერესებულმა ადამიანმა ძიების შედეგების ველში ეს სტატია ნახოს ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე, დააწკაპუნოს და აქ მოხვდეს. და რახან აქ ხართ და კითხულობთ, ე.ი. სტატიამ თავისი საქმე გააკეთა.
მეორე მხრივ რახან აქ მოხვდით, დაგიფასებთ:
რამდენიმე საჭირო მოსაზრებას შემოგთავაზებთ, თემატური ბიზნეს გეგმის ნიმუშის ჩამოტვირთვის საშუალებას მოგცემთ, და თუ რამე ხაზზე როგორ დავრჩეთ იმასაც შემოგთავაზებთ.
1. თხილის ბაღის გაშენება ითხოვს ინვესტიციას
ისევე როგორც სოფლის მეურნეობის ბევრ დარგში, მეთხილეობაშიც დიდ ხნის წინ დასრულდა მცირე ზომის ინვესტიციების ეპოქა. ფული თუ გინდათ “დაინახოთ”, თავიდანვე სათანადო მასშტაბით უნდა დაიწყოთ საქმიანობა.
კარგად უნდა დაიანგარიშოთ რა მასშტაბია ის, რომელიც გაგიყვანთ კარგ მოგებაზე.
აქ საუბარია პირველ რიგში ფინანსურ ინვესტიციაზე.
სხვა თანაბარ პირობებში, რაც მეტი მასშტაბით დაიწყებთ, მით ნაკლები დაგიჯდებათ თვითღირებულება და მით მეტი დაგრჩებათ მოგება.
2. განათლება პრიორიტეტია
ინვესტიცია მხოლოდ თხილის ბაღის გაშენება და მისი ხარჯები არ არის.
ინვესტიცია საჭიროა განათლებაში პირველ რიგში.
ყველა ოპერაციის სათანადო აგროვადებში და სათანადო წესით განხორციელებას სჭირდება ცოდნა.
შემდეგ კი უნარი იმისა და დისციპლინა, რომ მიუყვე დადგენილ წესრიგს.
მეტი განათლება პირდაპირ კავშირშია მეურნეობის მეტ მომგებიანობასთან!
ისეთი გუნდის შერჩევა, ვინც მწყრალად არ არის განათლებასთან, ძალიან მნიშვნელოვანია.
თუმცა უფრო მნიშვნელოვანია მუდმივ რეჟიმში სიახლეების ათვისება, ვინაიდან მუდმივად სიახლეების ეპოქაში ვცხოვრობთ და არ შეიძლება ჩამორჩენა.
3. გაწევრიანდით თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში – https://ghga.ge/
დარგობრივი ასოციაციები აუცილებელია ყოველ ასეთ დარგში.
ასოციაცია არის ხიდი ყველაფრისკენ: განათლებისკენ, ინფორმაციისკენ, კონტაქტებისკენ.
რაც არ უნდა ბიზნესში იყოთ, ეს სამი აუცილებელია.
მით უმეტეს, რომ რასაც ვაკვირდები წლებია უკვე საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით დარგის განვითარების სათავეშია. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების საკითხში კოორდინაცია მშვენიერ მაგალითად გამოდგება.
და ბოლოს, ბიზნეს გეგმის ნიმუში მინდა გაგიზიაროთ
ვიცი რა რთულია რეალური ბიზნეს გეგმების ნიმუშების მოპოვება, სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამას.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ჩემი გაკეთებული ბიზნეს გეგმა (ჩემს ნამუშევარს არავის ვაჩვენებ გარდა თავად დამკვეთისა. კონფიდენციალურობის შეთანხმება “წმინდაა”).
ეს არის ნიმუში, რომელიც ღიად ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტით რამდენიმე წლის წინ და ჩამოვტვირთე ზუსტად ამ ტიპის სასწავლო მიზნისთვის. მომწონს თუ არა როგორც ბიზნეს გეგმა აბსოლუტურად სხვა საკითხია. ნიმუშად გამოდგება!
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ნიმუშია. რაში და როგორ გამოიყენებთ თქვენზეა 100 %!
ამის მიღმა კი თუ რამ შეკითხვა გაგიჩნდეთ ან დამირეკეთ 577 73 79 64 ან დამიმესიჯეთ FB გვერდზე – ბიზნეს გეგმის დაწერა!