ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ეთერზეთების წარმოება

ეთერზეთების წარმოება. ბიზნეს გეგმა ნიმუში

ეთერზეთების წარმოება – ძალიან სპეციფიკური თემაა და თან ძალიან პერსპექტიული. ამ თემას არც შევეხებოდი ბიზნეს გეგმის ნიმუში რომ არ მქონდეს.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ მოკლე სტატიის დაწერა, რამდენიმე რჩევის და ბიზნეს გეგმის ნიმუშის გაზიარება (ჩამოტვირთვის ბმული ქვემოთ).

აქვე ბმულზე ნახეთ სხვა 20+ ბიზნეს გეგმა ნიმუში pdf.

არ დაგიმალავთ და თქვენს წინაშე ე.წ. SEO სტატიაა.

ანუ, იგი სპეციალური წესების დაცვითაა შექმნილი საიმისოდ, რომ ინტერნეტში საჭირო საკვანძო სიტყვებით მძებნელმა დაინტერესებულმა ადამიანმა ძიების შედეგების ველში ეს სტატია ნახოს ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე, დააწკაპუნოს და აქ მოხვდეს.

და რახან აქ ხართ და კითხულობთ, ე.ი. სტატიამ თავისი საქმე გააკეთა.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

მეორე მხრივ რახან აქ მოხვდით, დაგიფასებთ: რამდენიმე საჭირო მოსაზრებას შემოგთავაზებთ, თემატური ბიზნეს გეგმის ნიმუშის ჩამოტვირთვის საშუალებას მოგცემთ, და თუ რამე ხაზზე როგორ დავრჩეთ იმასაც შემოგთავაზებთ.

1. რა არის ეთერზეთი?

ეთერზეთები გამოიყენება ფარმაცევტულ და პარფიუმერულ წარმოებაში, და წარმოადგენენ მნიშვნელოვან შენარევს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათ ღირებულებას.

ეთერზეთი არ წარმოადგენს პირდაპირ მომხმარებლისთვის განკუთვნილ პროდუქტს (Business to Consumer), არამედ საბოლოო პროდუქტის შენარევს.

ხარისხობრივი კუთხით კომპანიის მიერ წარმოებული ეთერზეთი უმაღლესი ხარისხის პროდუქტად ითვლება, და განკუთვნილი იქნება ქართული და ევროპული ფარმაცევტული და პარფიუმერული კომპანიებისთვის.

რაზეა საუბარი? აი ასეთ პროდუქციაზე:

ფორთოხლის ეთერზეთი; მანდარინის ეთერზეთი; როზმარინის ეთერზეთი; ლავანდას ეთერზეთი; ლიმონის ეთერზეთი; გერანის ეთერზეთი; ბარამბოს ეთერზეთი; ხარისვარდას ეთერზეთი; პიტნის ეთერზეთი; დაფნის ეთერზეთი; ევკალიპტის ეთერზეთი; ევგენოლური რეჰანის ეთერზეთი; გვირილას ეთერზეთი; კატაბალახას ეთერზეთი; ზამბახის ეთერზეთი.

2. როგორ ხდება ეთერზეთების წარმოება?

თითოეული მცენარისგან ეთერზეთის მისაღებად მცენარე მოთავსდება სპეციალურ დანადგარში, რომელშიც დაიწყება გამოხდის პროცესი, თუმცა აღსანიშნავია რომ გვირილას გარდა არსებულ კატეგორიაში შემავალი ყველა მცენარე წინასწარ გაივლის დამაწვრილებელ დანადგარს, სადაც მოხდება მათი დაჭრა, ზამბახი კი დამატებით ფესვების დაჭრას საჭიროებს.

3. სად შეიძლება გაყიდვა?

ეთერზეთების გასაღების ბაზარი საკმაოდ ფართოა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ჭრილში.

ეთეროვანი ზეთები (ეთერზეთები) ფართოდ გამოიყენება ფარმაცევტულ, კვების და განსაკუთრებით კოსმეტიკურ-პარფიუმერულ მრეწველობაში.

სინთეზური ნივთიერებების წარმოების განვითარების მიუხედავად, ამჟამად სუნამოების საუკეთესო კომპოზიციები მიიღება ნატურალური ეთერზეთებისაგან, რომლებიც გადმოსცემენ ვარდის, იის, შროშანის, მიხაკის, ლიმონისა და სხვა სურნელს.

დღეისათვის 3 000-მდე ეთერზეთია ცნობილი, თუმცა კომერციული გამოყენება 300-მდე სახეობას აქვს, რადგან ბევრი მცენარიდან ეთერზეთის გამოწურვა არამომგებიანია, მათში ზეთოვანი მასის მიზერული რაოდენობის გამო.

საქართველოში ეთერზეთების დასამზადებლად საჭირო ნედლეული უხვად მოიპოვება, თუმცა ადგილობრივი ბაზარი ეთერზეთების წარმოების მიმართულებით მის არსებულ პოტენციალთან შედარებით სუსტად არის განვითარებული.

თან აწარმოე საქართველოში ბიზნეს გეგმა თავისუფლად შეგიძლიათ შეიტანოთ. ან სოფლის განვითარების სააგენტოში (გადამამუშავებელი წარმოებაა).

და ბოლოს, ბიზნეს გეგმის ნიმუში მინდა გაგიზიაროთ

ვიცი რა რთულია რეალური ბიზნეს გეგმების ნიმუშების მოპოვება, სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამას.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ჩემი გაკეთებული ბიზნეს გეგმა (ჩემს ნამუშევარს არავის ვაჩვენებ გარდა თავად დამკვეთისა.

კონფიდენციალურობის შეთანხმება “წმინდაა”).

ეს არის ნიმუში, რომელიც ღიად ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტით რამდენიმე წლის წინ და ჩამოვტვირთე ზუსტად ამ ტიპის სასწავლო მიზნისთვის.

მომწონს თუ არა როგორც ბიზნეს გეგმა აბსოლუტურად სხვა საკითხია. ნიმუშად გამოდგება!

ჩამოტვირთეთ აქ!

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ნიმუშია.

რაში და როგორ გამოიყენებთ თქვენზეა 100 %!

ამის მიღმა კი თუ რამ შეკითხვა გაგიჩნდეთ ან დამირეკეთ 577 73 79 64 ან დამიმესიჯეთ FB გვერდზე – ბიზნეს გეგმის დაწერა!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: