ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
გასაჩივრება

გასაჩივრება აი ასე გააკეთე თუ მიკროგრანტზე უარი მოგივიდა

გასაჩივრება აუცილებელია თუ არა როცა ბიზნეს იდეა მოიფიქრე, განაცხადი გააკეთე, ბიზნეს გეგმა დაწერე და წარადგინე, გასაუბრება გაიარე, მონიტორინგი გაიარე და მაინც უარი მოგივიდა? რა თქმა უნდა აუცილებელია!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

რატომ “უნდა” გაასაჩივრო?

თუნდაც იმიტომ, რომ მერე გამართულად თქვა – “მე ყველაფერი გავაკეთე გამარჯვებისთვის” …

ან იმიტომ, რომ საქმის პატივისცემა ბოლომდე გამოავლინო …

ან იმიტომ, რომ საკუთარ დახარჯულ შრომას სცე პატივი და საქმე მიიყვანო ბოლომდე!

ოღონდ, ერთია გაასაჩივრო, და სულ სხვაა გააკეთო ეს სწორად!

რა უნდა გაითვალისწინო?

1. გასაჩივრების ვადები

გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით მონაწილეებს გადაწყვეტილებებს შეატყობინებენ 19-29 აგვისტოს პერიოდში. ჩვენ ზუსტად არ ვიცით ერთად აცნობებენ ყველას, თუ ეტაპობრივად. არც ის ვიცით, ამ დროის მონაკვეთის რომელ ნაწილში მოხდება ეს.

ცხადია იმედს ყოველთვის იტოვებ ადამიანი, რომ გასაჩივრება საჭირო არ იქნება, მაგრამ უნდა გესმოდეს, რომ მხოლოდ 29-31 აგვისტოს 3 დღიან პერიოდში შეგეძლება შედეგების გასაჩივრება და ამ ვადაში უნდა მოასწრო.

2. საჩივრის ფორმა

გასაჩივრებას თავისი წესი აქვს. შეავსებ სათანადო ფორმას, დაურთავ საჭირო დოკუმენტებს და აგზავნი.

დაიჭირე თადარიგი იმით, რომ მოიპოვე გასაჩივრების ფორმა წინასწარ და გაეცანი პროცედურას. იმედია დროულად გამოაქვეყნებენ ახალს.

თუ არადა ვფიქრობ შარშანდელისგან განსხვავებული არ იქნება.

3. საჩივრის ტექსტი

ზოგადად საუბარი რთულია, კონკრეტულ მაგალითს კი ვერ მოვიყვან.

მხოლოდ იმას გეტყვი, რომ წინა მიკროგრანტების წინა რაუნდზე გასაჩივრება მხოლოდ ერთ ბიზნეს გეგმაზე დაგვჭირდა და ისიც მოვიგეთ.

მთავარს გეტყვი: საჩივრის ტექსტში უნდა დაასაბუთო, რომ შენ სხვაზე მეტად იმსახურებ ფულს!

დიახ!

მთავარი სათქმელი ის კი არაა, თუ რა კარგი იდეა გაქვთ, რამდენს მოიგებთ და ა.შ. ბლა … ბლა … ბლა …

არამედ, შენ აწარმოეს მიკროგრანტების პროგრამისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმების მიხედვით (რა არის ეს კრიტერიუმები, პროგრამის მასალებში ნახეთ) უნდა დაასაბუთო, რომ:

ა) აწარმოეს მიერ შენს საქმეში “საწვავის ჩასხმა” უფრო მეტ ჯამურ შედეგს მოიტანს თითოეულ “ჩასხმულ” ლარზე გაანგარიშებით, ვიდრე ნებისმიერი სხვისთვის არა მხოლოდ შენს სფეროში, არამედ ეროვნული მასშტაბით!

ბ) საჭიროა ტექსტი ჩამოაყალიბო არა მხოლოდ სადღეგრძელოებით, არამედ უნდა გაამყარო რიცხვებით!

გ) უნდა ასევე აჩვენო, რომ ბოლო 3 თვე უქმად არ მჯდარხარ და მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგი!

წარდგენილ დოკუმენტში ჯერ იმას აქვს უდიდესი მნიშვნელობა თუ როგორ დასვამ საკითხს, შემდეგ კი თითოეულ სიტყვას/ფრაზას.

ამის ჩამოყალიბებას კი სპეციფიკური უნარი/ცოდნა სჭირდება!

4. გასაჩივრება როდის არ ღირს?

თუ 19-მდე მონიტორინგზე შენთან არ მოსულან, ე.ი. ბიზნეს გეგმის და გასაუბრების შეფასებების შეჯამების შედეგად დადგინდა, რომ მონიტორინგზე მოსვლას აზრი არ ჰქონდა იმდენად დაბალი იყო შედეგი.

ამ შემთხვევაში ჩემი აზრით არ აქვს გასაჩივრებას.

შენიშვნა: ვინც არ იცის, მათთვის ვიტყვი, რომ ბიზნეს გეგმის დაწერა დაახლოებით 35% წონისაა ამ შეფასებაში (ყოველ შემთხვევაში შარშანდელი საბუთებით ასე ირკვევა), გასაუბრება კი დაახლოებით 65% წონის.

5. თავს ზევით ძალა არაა თუ (ანუ გასაჩივრებაც ვერ გიშველის თუ) …

მიკროგრანტების 2020 წლის რაუნდზე 40 მილიონი იყო გამოცხადებული ბიუჯეტი (ბიუჯეტი 2020-ის საპარლამენტო არჩევნებამდე გაცხადდა), რაც 1700-1800 გრანტიორს ეყოფოდა.

რეალურად კი 14,7 მილიონზე ცოტა მეტი გასცეს 699 გრანტიორზე.

ეს მე აღმოვაჩინე ეკონომიკის სამინისტროს ანგარიშების გაქექვის დროს.

რა მოხდა მაშინ მნიშვნელობა არ აქვს …

ჩემი აზრით ბიუჯეტი თავიდანვე არ იყო განსაზღვრული ისე, როგორც გაცხადდა. არჩევნები იყო იმ წელს და რეალურად ხალხი დააბოლეს.

ალბათ მაგიტომ იყო რომ 2020 წლის რაუნდზე 26,307 განაცხადის მაგივრად 2022 წელს 14,823 განაცხადი იყო. ხალხს იმედი გაუცრუვდა, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს გრანტის ზედა ზღვარი 40,000 ლარამდე გაზარდეს.

ამჯერად მნიშვნელოვანი ისაა, რომ მიუხედავად აწარმოეს ხელმძღვანელის პირველივე ლაივზე განცხადებისა რომ 1500-მდე მცირე ბიზნესი დაფინანსდებოდა, არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო რომ ასე მოხდება. ქვედა ზღვარი სად იქნება ოღონდ, ამას ვერ გეტყვით. გამარჯვებულთან რაოდენობას გავიგებთ იმედია, ოღონდ უკვე იმ დროს, როცა მნიშვნელობა აღარ ექნება ამის გაგებას (ალბათ ისევ რომელიმე ანგარიშს გავქექავ მომავალი წლის დასაწყისში და იქ აღმოვაჩენ). შარშანაც, გამარჯვებულთა რაოდენობა არც კი გამოუცხადებიათ.

მიუხედავად ამ და სხვა სირთულეებისა, შენ მაინც უნდა გააკეთოთ მაქსიმუმი, ამ შემთხვევაში გასაჩივრება!

თუ არადა, აბა რა გინდა ბიზნესში თუ საქმეს ბოლომდე არ მიჰყვები?




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: