ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ბიზნეს გეგმის დაწერის პროგრამები

ბიზნეს გეგმის დაწერის პროგრამები

ბიზნეს გეგმის დაწერის პროგრამები აწარმოეს მიკროგრანტების კონკურსის II ეტაპზე გადასული მონაწილეთათვის ცხადდება.

მიზანი ერთადერთია: მომზადება გამარჯვებისთვის! ორივე პროგრამას ჩავატარებ მე – ტარიელ ზივზივაძე, KAR.GE-ს დამფუძნებელი.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

3 დღიანი პროგრამა

3 დღიანი პროგრამის ფარგლებში მე და თქვენ ერთი-ერთში ვმუშაობთ Zoom-ით.

ვმუშაობ უშუალოდ განაცხადის ავტორთან. ეს მნიშვნელოვანია!

პირველ დღეს 3 საათი და მეორე დღესაც 3 საათი აწარმოეს შაბლონის მიხედვით ყველა დეტალს გავდივართ კითხვა-პასუხის რეჟიმში და მაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას.

მესამე დღეს კი ჩემს მიერ იწერება ბიზნეს გეგმა, რომელსაც მეოთხე დღეს გიგზავნით ელ. ფოსტით.

ფასი 400 ლარი. გადახდა დაწყებამდე, წინა დღეს.

ბიზნეს გეგმის დაწერის ამ პროგრამაზე ფასდაკლებები არ მოქმედებს.

5 დღიანი პროგრამა

განსხვავებით 3 დღიანისგან, 5 დღიანში თქვენ ბიზნეს გეგმის დაწერის პროცესში არა მხოლოდ ერთვებით, არამედ:

1) სწავლობთ როგორ იწერება ბიზნეს გეგმა,

2) წერთ თქვენივე ბიზნეს გეგმას,

3) მე კი ყოველდღიურად გიკორექტირებთ ნამუშევარს.

საღამოობით, 20:00-დან ჩატარდება ჯგუფური ვებინარები, სადაც ჯგუფის თითოეული წევრის სიტუაციას მიმოვიხილავთ.

ერთვება უშუალოდ განაცხადის ავტორი!

იმავე საღამოს / მომდევნო დილით მონაწილეები დაწერენ თავისი ბიზნეს გეგმების სათანადო თავებს და გამოაგზავნიან ჩემთან, რომელსაც დავაკორექტირებ.

კურსის ბოლოსთვის მონაწილეს უკვე ხელთ ექნება მისი დაწერილი და ჩემს მიერ კორექტირებული ბიზნეს გეგმის საბოლოო ვარიანტი.

ფასი აქაც 400 ლარია, მაგრამ 3 დღიანისგან განსხვავებით აქ მოქმედებს ფასდაკლების სისტემა:

რამდენ +1 მონაწილესაც მოიყვანთ, იმდენჯერ ორივეს 50 ლარი მოგაკლდებათ გადასახდელი (თუ 8 მონაწილეს მოიყვანთ, თქვენ გადასახდელი გექნებათ 0, მათ კი თითოეულს 50 ლარით ნაკლები).

მთავარი შეკითხვა & პასუხი

Q: ბიზნეს გეგმას თუ დავწერ, რა გარანტია მაქვს, რომ გავიმარჯვებ?

A: არანაირი! საუკეთესო ბიზნეს გეგმის დაწერის შემთხვევაშიც კი თქვენი შანსი 50 / 50 იქნება, მაგრამ თქვენი დღევანდელი 10 % შანსის 50 %-მდე აქაჩვა უკვე საქმეა, თან დიდი!

გარდა ამისა, ბიზნეს გეგმის დაწერა მხოლოდ ერთ-ერთი მომდევნო ეტაპია. მის შემდეგ არის გასაუბრება, შემდეგ მონიტორინგი, შემდეგ ხელშეკრულების გაფორმება.

საუკეთესო ბიზნეს გეგმა რომ გექნეთ და ამ დროს გასაუბრებაზე ვერ ივარგოთ ვისი ბრალია? ბიზნეს გეგმის ნამდვილად არა.

სწორედ ამიტომ ბიზნეს გეგმის დაწერის პროგრამები ავაგე ისე, რომ პარალელურად გასაუბრებისთვისაც მოემზადოთ.

ბიზნეს გეგმის დაწერა ერთი საქმეა, გასაუბრებისთვის მომზადება კი მეორე. ორივე პროგრამა ისე მაქვს აგებული, რომ ავტომატურად მოემზადებით გასაუბრებისთვისაც.

სწორედ ამიტომ (ზემოთაც ვახსენე) ჩემი პროგრამების მონაწილეები შეიძლება იყვნენ მხოლოდ განმცხადებლები, რომელთა სახელზეცაა წარდგენილი ბიზნეს იდეები.

პროგრამის ყოფილი ბენეფიციარები დამეთანხმებით, რომ გასაუბრება/ინტერვიუს ეტაპი არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე თავად ბიზნეს გეგმა.

გასაუბრება კი ის ეტაპია, რომლის დროსაც მოწმდებით თქვენ პირადად და თუ რამდენად შეგიძლიათ იმ საქმის გაკეთება, რომლის გაკეთებასაც უნარსაც “იბრალებთ”.

მოსალოდნელია, რომ ყველასთან დარეკონ, ვინც კი ნორმალურ ბიზნეს გეგმას წარადგენს და გაესაუბრონ. საამისოდაც საჭიროა თადარიგის დაწერა.

რომ შევაჯამოთ: ბიზნეს გეგმის დაწერის პროგრამები სპეციალურად შეიქმნა მათთვის, ვისაც სურს დარწმუნებული იყოს, რომ ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის!

რეგისტრაციისათვის დამირეკეთ 577 73 79 64!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: