ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ჩირიანი შოკოლადის წარმოება

ჩირიანი შოკოლადის წარმოება. ბიზნეს გეგმა. ნიმუში

ჩირიანი შოკოლადის წარმოება საქართველოში პირველმა ვინც გააკეთა იყო ბაღდათის რაიონის სოფელ დიმის მაცხოვრებელი, ბნ. გოგი არწივიძე. ბრენდს ერქვა ჩირკოლადი და ეს იყო უნიკალური პროდუქტი.

სახელი მოიფიქრა როგორ? სახელები ჩირი და შოკოლადი გააერთიანა და მიიღო ჩირკოლადი. მართლაც, ყველაფერი გენიალური მარტივია!

თუმცა, სხვადასხვა პრობლემების გამო ბრენდი დღეს აღარ არსებობს. სამაგიეროდ არსებობს ბევრი მცირე თუ საშუალო რომელიც ჩირიან შოკოლადს სხვა ბრენდის სახელით აწარმოებენ.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ მოკლე სტატიის დაწერა, რამდენიმე რჩევის და ბიზნეს გეგმის ნიმუშის გაზიარება (ჩამოტვირთვის ბმული ქვემოთ).

არ დაგიმალავთ და თქვენს წინაშე ე.წ. SEO სტატიაა. ანუ, იგი სპეციალური წესების დაცვითაა შექმნილი საიმისოდ, რომ ინტერნეტში საჭირო საკვანძო სიტყვებით მძებნელმა დაინტერესებულმა ადამიანმა ძიების შედეგების ველში ეს სტატია ნახოს ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე, დააწკაპუნოს და აქ მოხვდეს. და რახან აქ ხართ და კითხულობთ, ე.ი. სტატიამ თავისი საქმე გააკეთა.


დარეკე 577 73 79 64 და შეუკვეთე ბიზნეს გეგმის დაწერა!



მეორე მხრივ რახან აქ მოხვდით, დაგიფასებთ: რამდენიმე საჭირო მოსაზრებას შემოგთავაზებთ, თემატური ბიზნეს გეგმის ნიმუშის ჩამოტვირთვის საშუალებას მოგცემთ, და თუ რამე ხაზზე როგორ დავრჩეთ იმასაც შემოგთავაზებთ.

1. ჩირიანი შოკოლადის წარმოება პერსპექტიულია

მე ვფიქრობ, რომ ჩირკოლადს აქვს აღორძინების შანსი.

დააკვირდით, მე ტერმინ “ჩირკოლადს” ვიყენებ პროდუქტის მთელი კატეგორიის აღმნიშვნელად.

ასევე ვფიქრობ, რომ ამ სფეროში დიდი პოტენციალია.

პირველი ჩირკოლადი ძალიან ორიგინალური შეთავაზება იყო, არის და იქნება.

ერთი “ნაკლი” ჰქონდა მხოლოდ: ძალიან გემრიელი იყო და სწრაფად “ქრებოდა”.

თუ სწორად მახსოვს 2014 წელს გამოჩნდა პირველად ბაზარზე, და სასაჩუქრე პოზიცირებით შემოვიდა.

იმ ახალ წელს ჯეოსელმა გამოიყენა ჩირკოლადი თავისი საახალწლო სასაჩუქრე პაკეტების შეკვრისას და იმ მომენტმა აქცია ჩირკოლადი ბრენდად!

2. ფასი არ არის იაფი, მაგრამ არც უნდა იყოს

ჩირიანი შოკოლადი პრემიუმ პროდუქტია.

ცალკე ჩირიც და ცალკე შოკოლადიც და ორივეს ფასი მიდის მაღლა.

გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არის უგემრიელესი დესერტი, რომელსაც ყოველთვის ექნება ადგილი ბაზარზე, თუ ვინმე დამოუკიდებელ ბრენდს შექმნის ამ თემისთვის.

ან თუნდაც რომ იყიდოს ბრენდი – “ჩირკოლადი” მისი მფლობელისგან და ააღორძინოს თემა.

უმაგრესი ნიშური პროდუქტი გამოვიდოდა, სასაჩუქრე დანიშნულებით.

შევთუთავდი მაგალითად როგორც რაფაელო არის შეფუთული და სათანადო მარკეტინგის კამპანიით უცებ დავაბრუნებდი ბაზარზე.

3. ჩირიანი შოკოლადის წარმოება თუ გაქვთ გადაწყვეტილი დამიკავშირდით

დაგაკავშირებთ ბრენდული დასახელება “ჩირკოლადი”-ს მფლობელთან და იქნებ ერთად კარგი საქმეც გააკეთოთ.

თან KAR.GE-ს რესურსებიდან გამომდინარე ხელსაც წაგიკრავდით.

და ბოლოს, ბიზნეს გეგმის ნიმუში მინდა გაგიზიაროთ

ვიცი რა რთულია რეალური ბიზნეს გეგმების ნიმუშების მოპოვება, სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამას.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ჩემი გაკეთებული ბიზნეს გეგმა (ჩემს ნამუშევარს არავის ვაჩვენებ გარდა თავად დამკვეთისა. კონფიდენციალურობის შეთანხმება “წმინდაა”).

ეს არის ნიმუში, რომელიც ღიად ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტით რამდენიმე წლის წინ და ჩამოვტვირთე ზუსტად ამ ტიპის სასწავლო მიზნისთვის. მომწონს თუ არა როგორც ბიზნეს გეგმა აბსოლუტურად სხვა საკითხია. ნიმუშად გამოდგება!

ჩამოტვირთეთ აქ!

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ნიმუშია. რაში და როგორ გამოიყენებთ თქვენზეა 100 %!

ამის მიღმა კი თუ რამ შეკითხვა გაგიჩნდეთ ან დამირეკეთ 577 73 79 64 ან დამიმესიჯეთ FB გვერდზე – ბიზნეს გეგმის დაწერა!