ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
შეთავათიანი აგროკრედიტი

შეღავათიანი აგროკრედიტი დაგჭირდათ?




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

შეღავათიანი აგროკრედიტი დაგჭირდათ?

მაშ, გაეცანით სუპერ პრაქტიკულ რჩევებს თუ გინდათ დაზოგოთ დრო/ფული/ენერგია.

შეთავათიანი აგროკრედიტი სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამაა, რომლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას თავად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე:

მე აქცენტს მხოლოდ იმ მნიშვნელოვან ნიუანსებზე გავაკეთებ, რომლებსაც არავინ გეტყვით და ვერსად ამოკითხავთ:

✅ სანამ სესხზე განაცხადს გააკეთებთ (განსაკუთრებით, თუ ეს თქვენი პირველია), აუცილებლად დარეკეთ სოფლის განვითარების სააგენტოს ცხელ ხაზზე (ნომერს სააგენტოს საიტზე ნახავთ) და დასვით ყველა შეკითხვა, რაც კი დასასმელია თქვენი თემიდან გამომდინარე.

ამ პროგრამას არაერთი ქვეკომპონენტი აქვს და გეხებათ თუ არა ისინი თქვენ, ეს წინასწარ არის გასარკვევი. ოღონდ სანამ დარეკავთ, აუცილებლად შეისწავლეთ თემა ზემოთ მოცემული ბმულიდან;

✅ თუ ასეთ საქმეზე პირველად რეკავთ, სოფლის განვითარების სააგენტოს ცხელ ხაზზე მინიმუმ 2 სხვადასხვა დროს დარეკეთ, მინიმუმ 2 სხვადასხვა ოპერატორს გაესაუბრეთ.

ეს საიმისოდ, რომ თან დარწმუნდეთ ოპერატორს ხომ არ ეშლება რამე, და თან თავადაც “წაივარჯიშოთ”;

✅ თუ შეთავათიანი აგროკრედიტი პირველად გინდათ აიღოთ (პრინციპში ეს რჩევა უნივერსალურია), აუცილებლად დაელაპარაკეთ 2 ან 3 ბანკს.

წინასწარ მიდით (მიდით, არ დაურეკოთ) მომზადებული შეკითხვებით სიით. და დააკვირდით პასუხებს, დააკვირდით მოსაუბრეს, ისწავლეთ ამ პროცესში;

✅ ყველაფერთან ერთად ბანკისგან თქვენ გაინტერესებთ რა ოდენობის სესხის მომცემია თქვენი რეალობიდან გამომდინარე. ბიზნეს გეგმის დაწერისთვისაც მნიშნელოვანია ეს.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ფარგლებში ვმოძრაობთ საინვესტიციო ღირებულების თვალსაზრისით. შეღავათიანი აგროკრედიტი კი, შეღავათიანია, მაგრამ არც ზედმეტის აღება ვარგა და არც დაკლება ჯობია;

✅ ამის შემდეგ დამირეკეთ და მივხედოთ საქმეს, ანუ შევადგინოთ ბიზნეს გეგმა.

შენიშვნა:

მთლად უკეთესი იქნება თუ სანამ პროცესს დაიწყებთ დამირეკოთ და ერთად გავიაროთ ყველა საკითხი.

დაგაკვალიანებთ თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე.

თუნდაც ის რად ღირს, რომ სწორად შეკითხვების ჩამოყალიბებაში მოგეხმაროთ ჩვენი საუბარი.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: