ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ქლიავის ჩირის წარმოება

ქლიავის ჩირის წარმოება. ბიზნეს გეგმის ნიმუში

ქლიავის ჩირის წარმოება – კონკრეტული მიმართულებაა, რომელიც საქართველოში ქლიავის მოსავლიანობის ზრდასთან ერთად კიდევ მეტად განვითარდება.

საუკეთესო ისაა, რომ პროდუქტი ძირითადში საექსპორტო მიზნებით იწარმოება მსხვილი ჩირის მწარმოებლების მიერ.

პრობლემა ისაა, რომ ადამიანებს ეს საქმე ადვილი ჰგონიათ. არადა არ არის ასე.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ მოკლე სტატიის დაწერა, რამდენიმე რჩევის და ბიზნეს გეგმის ნიმუშის გაზიარება (ჩამოტვირთვის ბმული ქვემოთ).

არ დაგიმალავთ და თქვენს წინაშე ე.წ. SEO სტატიაა. ანუ, იგი სპეციალური წესების დაცვითაა შექმნილი საიმისოდ, რომ ინტერნეტში საჭირო საკვანძო სიტყვებით მძებნელმა დაინტერესებულმა ადამიანმა ძიების შედეგების ველში ეს სტატია ნახოს ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე, დააწკაპუნოს და აქ მოხვდეს. და რახან აქ ხართ და კითხულობთ, ე.ი. სტატიამ თავისი საქმე გააკეთა.


დარეკე 577 73 79 64 და შეუკვეთე ბიზნეს გეგმის დაწერა!



მეორე მხრივ რახან აქ მოხვდით, დაგიფასებთ: რამდენიმე საჭირო მოსაზრებას შემოგთავაზებთ, თემატური ბიზნეს გეგმის ნიმუშის ჩამოტვირთვის საშუალებას მოგცემთ, და თუ რამე ხაზზე როგორ დავრჩეთ იმასაც შემოგთავაზებთ.

1. რომ დაფიქრდეთ ქლიავის ჩირის წარმოება, ანუ ბრენდი, რამდენი იცით?

ჩიკორი, ჩაროზი, ჩირიფრუტი, კიდევ რომელი?

არ გახსენდებათ არა? დიახ!

იმიტომ არ გახსენდებათ, რომ ძალიან ბევრი მოთამაშე უბრალოდ მცირე მოთამაშეა და როგორი მცირეც შეიქმნა, ისევე მცირე დარჩა იმის გამო, რომ ძალიან რთულია ამ ბიზნესის მომგებიანად წარმოება.

ჩიკორიც კი მხოლოდ ინვესტორის მეშვეობით გადარჩა და გავიდა ერთი ნაბიჯით ზემოთ დონეზე.

წლების განმავლობაში, რაც ქართული ნაწარმის რეკლამირებას ვახდენ, ბევრი ამ სფეროში შექმნილი მცირე კომპანია მინახავს გამქრალი.

2. მანქანა-დანადგარები

უახლესი ენერგოეფექტური მანქანა-დანადგარების გამოყენება ამ ბიზნესში თვითღირებულების შემცირებისთვის არის აუცილებელი.

ასეთი დანადგარების შეძენას რომ აზრი ჰქონდეს, მასშტაბი უნდა გქონდეთ სათანადო.

მასშტაბისთვის რა არის საჭირო? ინვესტიცია! ეს კი აქამდე ერთეულებმა მოახერხეს მხოლოდ!

3. შეფუთვები

ჩირი დესერტია.

იგი სიამოვნებისთვისა შექმნილი და ამ პროდუქტისთვის თანაბარმნიშვნელოვანია როგორც თავად ხარისხი და გემოვნური მახასიათებლები, ასევე შეფუთვა.

ძალიან რომ არ დავწვრილმანდეთ – ბევრნაირი შეფუთვა დაგჭირდებათ და მათი მუდმივად ცვლა / ადაპტირება მომხმარებლის გულის მოსაგებად.

თან ყველა ბაზარზე სხვადასხვა შეფუთვა დაგჭირდებათ.

ამის გაქაჩვა კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც სათანადო მასშტაბი გაქვთ.

4. ჩირის მარკეტინგი

ჩვენი სტატიაც და დანართიც ქლიავის ჩირს ეხება, მაგრამ მსჯელობა თანაბარძალოვანია ყველა ჩირზე, ამიტომ ასე ვიტყვი:

ჩირის მარკეტინგს უნდა ცოდნა და ამ საქმეში დიდ მოთამაშეებსაც ძალიან უჭირთ რომ არაფერი ვთქვათ მცირე მოთამაშეებზე.

როგორც არ უნდა ვატრიალოთ ჯერჯერობით ჩირი უფრო სეზონური პროდუქტია, ვიდრე ისეთი, რომელიც წლის ნებისმიერ დროს მოიხმარება.

და ბოლოს, ბიზნეს გეგმის ნიმუში მინდა გაგიზიაროთ

ვიცი რა რთულია რეალური ბიზნეს გეგმების ნიმუშების მოპოვება, სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამას.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ჩემი გაკეთებული ბიზნეს გეგმა (ჩემს ნამუშევარს არავის ვაჩვენებ გარდა თავად დამკვეთისა. კონფიდენციალურობის შეთანხმება “წმინდაა”).

ეს არის ნიმუში, რომელიც ღიად ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტით რამდენიმე წლის წინ და ჩამოვტვირთე ზუსტად ამ ტიპის სასწავლო მიზნისთვის.

მომწონს თუ არა როგორც ბიზნეს გეგმა აბსოლუტურად სხვა საკითხია. ნიმუშად გამოდგება!

ჩამოტვირთეთ აქ!

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ნიმუშია. რაში და როგორ გამოიყენებთ თქვენზეა 100 %!

ამის მიღმა კი თუ რამ შეკითხვა გაგიჩნდეთ ან დამირეკეთ 577 73 79 64 ან დამიმესიჯეთ FB გვერდზე – ბიზნეს გეგმის დაწერა!