ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ქვის გადამამუშავებელი საწარმო

ქვის გადამამუშავებელი საწარმო. ბიზნეს გეგმა ნიმუში

ქვის გადამამუშავებელი საწარმო საკმაოდ კაპიტალტევადი წამოწყებაა და არსებობს რამდენიმე აუცილებელი წინაპირობა, რომელთა დაკმაყოფილების გარეშეც ამ საქმეზე შეჭიდება ალბათ ნაკლებად შედეგიანი იქნება.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ მოკლე სტატიის დაწერა, რამდენიმე რჩევის და ბიზნეს გეგმის ნიმუშის გაზიარება (ჩამოტვირთვის ბმული ქვემოთ). აქვე ბმულზე ნახეთ სხვა 20+ ბიზნეს გეგმა ნიმუში pdf.

არ დაგიმალავთ და თქვენს წინაშე ე.წ. SEO სტატიაა. ანუ, იგი სპეციალური წესების დაცვითაა შექმნილი საიმისოდ, რომ ინტერნეტში საჭირო საკვანძო სიტყვებით მძებნელმა დაინტერესებულმა ადამიანმა ძიების შედეგების ველში ეს სტატია ნახოს ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე, დააწკაპუნოს და აქ მოხვდეს. და რახან აქ ხართ და კითხულობთ, ე.ი. სტატიამ თავისი საქმე გააკეთა.

მეორე მხრივ რახან აქ მოხვდით, დაგიფასებთ:

რამდენიმე საჭირო მოსაზრებას შემოგთავაზებთ, თემატური ბიზნეს გეგმის ნიმუშის ჩამოტვირთვის საშუალებას მოგცემთ, და თუ რამე ხაზზე როგორ დავრჩეთ იმასაც შემოგთავაზებთ.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

1. ქართული ქვა

ქართული ქვა გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და კარგი მექანიკურ-ფიზიკური თვისებებით.

ეს უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა მოთხოვნის განსასაზღვრად.

თუმცა, დღეს მას დაბალი ფასი აქვს რადგანაც, არ ხდება საერთაშორისო სტანდარტებით მისი მოპოვება და დამუშავება.

საქართველოში ბუნებრივი მოსაპირკეთებელი ქვების ფართო არჩევანია, რომელთაგან ბევრი ჯერ კიდევ შეუსწავლელია.

2. ისტორია

საქართველოში ბუნებრივი ქვის სამშენებლო მოსაპირკეთებელ მასალად გამოყენების მრავალსაუკუნოვანი კულტურაა.

იგი პირდაპირ არის დაკავშირებული არქიტექტურული ხუროთმოძღვრების განვითარებასთან, რომელიც სათავეებს იღებს პალეოლითის ხანიდან და გრძელდება დღემდე.

ამის დასტურია საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ აშენებული მრავალი ეკლესია-მონასტერი, ხუროთმოძღვრების ძეგლი, ისტორიული მნიშვნელობის მრავალსაუკუნოვანი ხიდი, ციხე კოშკები და გალავნები, არქიტექტურული ნაგებობა და ისტორიული სასახლეები.

ყველა ზემოთხსენებული ნაგებობა შესრულებულია ქართული ბუნებრივი ქვით და ნაგებობების უმეტესობა დღემდე ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.

ეს ქართული ბუნებრივი ქვის ხარისხზე და ქვის მოხმარების მაღალგანვითარებულ კულტურაზე მიგვანიშნებს.

3. ქვის გადამამუშავებელი საწარმო – სანედლეულო ბაზა

საქართველო, საბერძნეთისა და იტალიის მსგავსად, უნიკალური ქვეყანაა საშენი და მოსაპირკეთებელი ქვების საბადოების გავრცელების თვალსაზრისით.

საქართველოში 231 საბადო აღირიცხება, რომელიც მიეკუთვნება სხვადასხვა ტიპს და გამოირჩევა დეკორატიული თვისებების მრავალფეროვნებით.

საქართველოს სამშენებლო მოსაპირკეთებელი ქვების მარაგები მთლიანობაში 1.5 მილიარდ კუბურ მეტრს აღემატება.

ამასთან, ისინი კარგი ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით ხასიათდება, მრავალფეროვანია ფერთა გამმა, ტექსტურა და ბუნებრივი დიზაინი.

ადგილობრივი წარმოების სიმწირე იმპორტის ჩანაცვლების უდიდეს პოტენციალს იძლევა, ამჟამად ქართული ბაზარი ძირითადში იმპორტით კმაყოფილდება.

ბლოკების, სლებების, ფილებისა და დანარჩენი ქვის პროდუქტების იმპორტი ყოველწლიურად იზრდება მშენებლობის დარგის განვითარების პარალელურად.

თან აწარმოე საქართველოში ბიზნეს გეგმა თავისუფლად შეგიძლიათ შეიტანოთ.

და ბოლოს, ბიზნეს გეგმის ნიმუში მინდა გაგიზიაროთ

ვიცი რა რთულია რეალური ბიზნეს გეგმების ნიმუშების მოპოვება, სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამას.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ჩემი გაკეთებული ბიზნეს გეგმა (ჩემს ნამუშევარს არავის ვაჩვენებ გარდა თავად დამკვეთისა. კონფიდენციალურობის შეთანხმება “წმინდაა”).

ეს არის ნიმუში, რომელიც ღიად ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტით რამდენიმე წლის წინ და ჩამოვტვირთე ზუსტად ამ ტიპის სასწავლო მიზნისთვის.

მომწონს თუ არა როგორც ბიზნეს გეგმა აბსოლუტურად სხვა საკითხია. ნიმუშად გამოდგება!

ჩამოტვირთეთ აქ!

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ნიმუშია.

რაში და როგორ გამოიყენებთ თქვენზეა 100 %!

ამის მიღმა კი თუ რამ შეკითხვა გაგიჩნდეთ ან დამირეკეთ 577 73 79 64 ან დამიმესიჯეთ FB გვერდზე – ბიზნეს გეგმის დაწერა!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: