ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ტექსტილის საწარმო

ტექსტილის საწარმო. ბიზნეს გეგმის ნიმუში

ტექსტილის საწარმო – ეს საქმიანობა გულისხმობს იმპორტირებული ძაფით თანამედროვე მანქანა დანადგარებით, ადგილობრივი სამკერვალოებისთვის მაღალი ხარისხის ტექსტილის მიწოდებას.

ანუ, მაგალითად ძაფით აწარმოო მატერია, რომლითაც შემდეგ მკერავი შეკერავს შარვალს.

პრობლემა იმაშია, რომ საქართველოში არც ისე ადვილია ეს საქმე ააწყო ისე, როგორც ეს შესაძლებელი იყო თუნდაც თანდართული ბიზნეს გეგმის შემუშავების დროს (5 წლის წინ დაახლოებით).

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ მოკლე სტატიის დაწერა, რამდენიმე რჩევის და ბიზნეს გეგმის ნიმუშის გაზიარება (ჩამოტვირთვის ბმული ქვემოთ).

არ დაგიმალავთ და თქვენს წინაშე ე.წ. SEO სტატიაა. ანუ, იგი სპეციალური წესების დაცვითაა შექმნილი საიმისოდ, რომ ინტერნეტში საჭირო საკვანძო სიტყვებით მძებნელმა დაინტერესებულმა ადამიანმა ძიების შედეგების ველში ეს სტატია ნახოს ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე, დააწკაპუნოს და აქ მოხვდეს. და რახან აქ ხართ და კითხულობთ, ე.ი. სტატიამ თავისი საქმე გააკეთა.


დარეკე 577 73 79 64 და შეუკვეთე ბიზნეს გეგმის დაწერა!



მეორე მხრივ რახან აქ მოხვდით, დაგიფასებთ:

რამდენიმე საჭირო მოსაზრებას შემოგთავაზებთ, თემატური ბიზნეს გეგმის ნიმუშის ჩამოტვირთვის საშუალებას მოგცემთ, და თუ რამე ხაზზე როგორ დავრჩეთ იმასაც შემოგთავაზებთ.

1. ტექსტილის საწარმო რამდენი იცით?

მე პირადად გამიგია, რომ საქართველოში ტყავი იწარმოება, ოღონდ მცირე მოცულობით და არც თუ ისე კარგი ხარისხით.

ეს ვიცი ტყავის ხელნაკეთი პროდუქციის მწარმოებლისგან.

ასევე ვიცი, რომ დუტის მასალაც იწარმოება (ეს ვიცი ფუტის ქურთუკების მწარმოებლისგან).

მორჩა!

სხვა ინფორმაცია არც მე მაქვს, არც FB-ზე მომიკრია თვალი, არც ვისმესგან გამიგია.

ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ როგორც ჩანს ადგილობრივი სამკერვალო საწარმოების აბსოლუტურ უმრავლესობას ურჩევნია ნედლეულად შემოიტანოს მატერია და ძაფები და აქ შეკეროს შემდეგ საბოლოო პროდუქტი.

ერთადერთი სრულფასოვანი საწარმო, რომელიც მართლაც ტექსტილის საწარმოა საქართველოში რაც მე ვიცი არის – ტიფლის ტექსტილი, რომელიც თბილისში აწარმოებს წინდებს.

2. ტექსტილი შუალედური პროდუქტია

იგი ძაფისგან მიღებული პროდუქტია.

თუმცა საბოლოოდ, სამკერვალოსთვის იგი ნედლეულია.

შესაბამისად ამ 3 ეტაპიანი ღირებულებათა ჯაჭვიდან ერთში ჩაციკვლა და აქ რამე მოგების იმედი გქონდეს ავტომატურად გულისხმობს, რომ მასშტაბი გქონდეს “ველური”.

ვინმე დამარწმუნებს, რომ თურქებს ან ჩინელებს ვაჯობებთ ამ თემაში?

3. ყველაზე დიდი პერსპექტივა ინოვაციაშია

ანუ, აწარმოო ისეთი ტექსტილი, რომელიც ინოვაციურია, ოღონდ ამასაც თავისი დიდი წინაპირობები აქვს, რომელთა განხილვა ჩვენი ამ მოკლე სტატიის საგანი არ არის.

და ბოლოს, ბიზნეს გეგმის ნიმუში მინდა გაგიზიაროთ

ვიცი რა რთულია რეალური ბიზნეს გეგმების ნიმუშების მოპოვება, სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამას.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ჩემი გაკეთებული ბიზნეს გეგმა (ჩემს ნამუშევარს არავის ვაჩვენებ გარდა თავად დამკვეთისა. კონფიდენციალურობის შეთანხმება “წმინდაა”).

ეს არის ნიმუში, რომელიც ღიად ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტით რამდენიმე წლის წინ და ჩამოვტვირთე ზუსტად ამ ტიპის სასწავლო მიზნისთვის. მომწონს თუ არა როგორც ბიზნეს გეგმა აბსოლუტურად სხვა საკითხია. ნიმუშად გამოდგება!

ჩამოტვირთეთ აქ!

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ნიმუშია. რაში და როგორ გამოიყენებთ თქვენზეა 100 %!

ამის მიღმა კი თუ რამ შეკითხვა გაგიჩნდეთ ან დამირეკეთ 577 73 79 64 ან დამიმესიჯეთ FB გვერდზე – ბიზნეს გეგმის დაწერა!