ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
სასმელი წყლის საწარმო

სასმელი წყლის საწარმო. ბიზნეს გემა ნიმუში

სასმელი წყლის საწარმო თუ გადაწყვიტეთ გააკეთოთ, მაშინ სწორ ადგილას ხართ მოხვედრილი. აქ თანდათული ბიზნეს გეგმა და რამდენიმე ქვემოთ დაწერილი რჩევა იმედი მაქვს გამოგადგებათ, ვინაიდან ბოლო წლებში რამდენიმე მსგავსი წამოწყებული საქმე მინახავს გაცუდებული ისევე როგორც რამდენიმე საქმე, რომელიც ვერ გაფართოვდა.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ მოკლე სტატიის დაწერა, რამდენიმე რჩევის და ბიზნეს გეგმის ნიმუშის გაზიარება (ჩამოტვირთვის ბმული ქვემოთ).

არ დაგიმალავთ და თქვენს წინაშე ე.წ. SEO სტატიაა. ანუ, იგი სპეციალური წესების დაცვითაა შექმნილი საიმისოდ, რომ ინტერნეტში საჭირო საკვანძო სიტყვებით მძებნელმა დაინტერესებულმა ადამიანმა ძიების შედეგების ველში ეს სტატია ნახოს ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე, დააწკაპუნოს და აქ მოხვდეს. და რახან აქ ხართ და კითხულობთ, ე.ი. სტატიამ თავისი საქმე გააკეთა.


დარეკე 577 73 79 64 და შეუკვეთე ბიზნეს გეგმის დაწერა!



მეორე მხრივ რახან აქ მოხვდით, დაგიფასებთ:

რამდენიმე საჭირო მოსაზრებას შემოგთავაზებთ, თემატური ბიზნეს გეგმის ნიმუშის ჩამოტვირთვის საშუალებას მოგცემთ, და თუ რამე ხაზზე როგორ დავრჩეთ იმასაც შემოგთავაზებთ.

1. სასმელი წყლის საწარმო ექსპორტს დაუმიზნეთ

ადგილობრივი ბაზარი გაჯერებულია.

ბაზარზე ბევრი კონკურენტია, რომელთაც აქვთ ბრენდი, აქვთ დახლზე ადგილი ბოლომდე ათვისებული და რომლებთანაც ჭიდაობა დაბალი ფასითაც კი ძალიან გაგიჭირდებათ.

ექსპორტზე კი შედარებით თავისუფალი ხართ, ვინაიდან ამ წყალუხვ ქვეყანაში მართლაც შესაძლებელია პროდუქციის კონკურენტულ ფასში წარმოება.

ცხადია იგულისხმება, რომ ექსპორტისთვის პარტნიორი გყავთ, თორემ ესეც არ არის ადვილი. მსოფლიოში წყალი ბევრგან იწარმოება და ჩვენზე არანაკლებ წყალუხვი ქვეყანაც ბევრია.

2. კარგად დათვალეთ

წყალი მძიმე პროდუქტია და თან დაბალმარჟიანი.

კი, ხშირად შეიძლება გაგახსენდეთ ბოდვები, რომ საქართველო მრავალტრილიონიან წყლის რესურსს ვერ იყენებს და ა.შ., თუმცა რეალურად ამ ბიზნესში არც ისეა საქმე როგორც ერთი შეხედვით ჩანს (ან არ ჩანს).

ვისაც საექსპორტო საქმიანობასთან შეხება ჰქონია, დამეთანხმება, რომ მოლაპარაკებები ხშირად ცენტის მეათედებზეც კი მიდის.

ამიტომაც გრძელვადიან პერსპექტივაში რომ გადარჩეთ, საჭიროა მასშტაბი.

მასშტაბს საქართველოს ბაზრის იმედზე კი ვერ მიაღწევთ!

3. ბრენდირება გააკეთეთ სამიზნე ბაზრის რეალობიდან გამომდინარე

მახსოვს დრო, როცა სნოს ჰქონდა აშშ-ს ბაზარზე შესვლის პრობლემა – სახელი “სნო” დაკავებული იყო. და მერე სხვა ბრენდი მოიფიქრეს ბაზარზე შესასვლელად.

კი, ჩვენ შეიძლება პროპაგანდისტები “გვკვებავენ” საქართველოს წყალუხვობით და ტრილიონობით პოტენციალით, მაგრამ რეალურად დიდი ფული ამ საქმეში არ იჭრება.

ბორჯომი ვერ გადაგვარჩენს!

და ბოლოს,

ყველაზე უსაფრთხო დასაწყისია დაიწყო მაშინ, როცა გყავს გარანტირებული პარტნიორი და დარწმუნებული ხარ რომ წარმოებულ პროდუქტს ექსპორტზე გაიტან!

და ბოლოს, ბიზნეს გეგმის ნიმუში მინდა გაგიზიაროთ

ვიცი რა რთულია რეალური ბიზნეს გეგმების ნიმუშების მოპოვება, სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამას.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ჩემი გაკეთებული ბიზნეს გეგმა (ჩემს ნამუშევარს არავის ვაჩვენებ გარდა თავად დამკვეთისა. კონფიდენციალურობის შეთანხმება “წმინდაა”).

ეს არის ნიმუში, რომელიც ღიად ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტით რამდენიმე წლის წინ და ჩამოვტვირთე ზუსტად ამ ტიპის სასწავლო მიზნისთვის. მომწონს თუ არა როგორც ბიზნეს გეგმა აბსოლუტურად სხვა საკითხია. ნიმუშად გამოდგება!

ჩამოტვირთეთ აქ!

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ნიმუშია. რაში და როგორ გამოიყენებთ თქვენზეა 100 %!

ამის მიღმა კი თუ რამ შეკითხვა გაგიჩნდეთ ან დამირეკეთ 577 73 79 64 ან დამიმესიჯეთ FB გვერდზე – ბიზნეს გეგმის დაწერა!