სამაცივრე მეურნეობა ბიზნეს გეგმა – ქვეყანაში იმდენად პრიორიტეტული მიმართულებაა, რამდენადაც აქტუალურია 1) ქვეყნის საკვებით თვითუზრუნველყოფა და 2) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდა.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ მოკლე სტატიის დაწერა, რამდენიმე რჩევის და ბიზნეს გეგმის ნიმუშის გაზიარება (ჩამოტვირთვის ბმული ქვემოთ).
არ დაგიმალავთ და თქვენს წინაშე ე.წ. SEO სტატიაა. ანუ, იგი სპეციალური წესების დაცვითაა შექმნილი საიმისოდ, რომ ინტერნეტში საჭირო საკვანძო სიტყვებით მძებნელმა დაინტერესებულმა ადამიანმა ძიების შედეგების ველში ეს სტატია ნახოს ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე, დააწკაპუნოს და აქ მოხვდეს. და რახან აქ ხართ და კითხულობთ, ე.ი. სტატიამ თავისი საქმე გააკეთა.
მეორე მხრივ რახან აქ მოხვდით, დაგიფასებთ:
რამდენიმე საჭირო მოსაზრებას შემოგთავაზებთ, თემატური ბიზნეს გეგმის ნიმუშის ჩამოტვირთვის საშუალებას მოგცემთ, და თუ რამე ხაზზე როგორ დავრჩეთ იმასაც შემოგთავაზებთ.
1. სტატისტიკა
2021 წლის II კვარტალში საქართველოში 127 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის (49.6 პროცენტი) რეგიონში იყო განთავსებული.
მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებული იყო კახეთის რეგიონში (13.4 პროცენტი), ქ. თბილისში (10.2 პროცენტი), ქვემო ქართლის (7.9 პროცენტი), აჭარის (7.1 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის (5.5 პროცენტი), იმერეთის (3.9 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის (1.6 პროცენტი) და გურიის (0.8 პროცენტი) რეგიონებში.
თუ დაგაინტერესებთ სამაცივრეების 2021 წლის სტატისტიკა შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებსაიტზე აქ.
2. მნიშვნელოვანია სად მდებარეობს სამაცივრე მეურნეობა, ან სად აპირებთ მის გაკეთებას
ბოლო ბიზნეს გეგმა, რომელიც ამ თემაზე დავწერე ეხებოდა სამაცივრე მეურნეობას, რომლის ირგვლივ მის რეგიონში ფაქტობრივად არაფერი იყო მსგავსი და უახლოეს სატრანსპორტო კვანძამდე მანძილი იყო 60 კმ.
ფაქტობრივად იდეალური მდებარეობა ჰქონდა ამ ტიპის ბიზნესისთვის: ერთი მხრივ ჩაფლული მუნიციპალიტეტებში, სადაც ხალხის 99% სწორედ სოფლის მეურნეობით და ფერმებით ირჩენს თავს (თან აქტუალური ნაწარმით), მეორე მხრივ კი საკმარისად შორს უახლოეს სამაცივრემდე, რომ კონკურენტი ახლოში არ ჰყოლოდა.
თუმცა მქონია ასეთი შემთხვევებიც:
დაახლოებით მაისის თვეში მირეკავს ერთი ადამიანი და მეკითხება: სამტრედიაში მინდა სამაცივრეს გაკეთება და თუ ექნება აზრიო.
5 წუთიანი საუბრის შემდეგ მისი და ადგილზე რეალობა სიტუაცია რომ შევისწავლე ჩემთვის აშკარა გახდა რომ ის საქმე ისე არ გამოვიდოდა, როგორც ფიქრობდა.
აღარც შემომხმიანებია ბიზნეს გეგმის დასაწერად.
3. არ კმარა გააკეთო მხოლოდ სამაცივრე მეურნეობა
დაახლოებით 7 წლის წინ გავაკეთე ჩემი პირველი ბიზნეს გეგმა ამ თემაზე და მაშინ შენახვას თუ ახერხებდი, უკვე კარგი იყო.
დღეს ეს არ კმარა.
არ კმარა ვინაიდან საჭიროა გადამუშავებაც, საჭიროა პროდუქციის გაყიდვაც შეგეძლოს.
მე არ ვიძახი რომ აუცილებელია.
მე ვამბობ, რომ უკეთესია და ხშირ შემთხვევაში აუცილებელიც კი არის.
კონკურენცია ისეთ დონეზეა უკვე (და ზოგ პროდუქტზე ექსპორტიც), რომ შენახვა დიდი ხნით არ ხდება პროდუქტის და სამაცივრე თავის თავს საუკუნე ვერ ამოიღებს თუ მისი შეთავაზება მხოლოდ შენახვა იქნება.
დღეს მე ვფიქრობ იდეალურია შეგეძლოს შენახვაც, გადამუშავებაც, ექსპორტიც, და გქონდეს საკუთარი ბრენდიც, რომლითაც ადგილობრივ ბაზარზე იმუშავებს.
4. რომელი პროექტები აფინანსებენ სამაცივრე მეურნეობებს?
2021 წლის გაზაფხულზე მაგალითად RDA-ს ჰქონდა პროექტი სამაცივრე და შემნახველი საწარმოების გრანტით დაფინანსებაზე.
გრანტი იყო 500,000 ლარამდე (ოღონდ ეს თანამონაწილეობა 40-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო), ოღონდ მეწარმისგან ითხოვდა 60 %-ს.
ამავე პერიოდში ჰქონდა ანალოგიური პროგრამა გამოცხადებული USAID-ს.
აქ 75,000 USD-მდე გრანტის აღება იყო შესაძლებელი, ოღონდ აქაც, პროექტის ბიუჯეტის 60% მაინც უნდა ყოფილიყო თავად მეწარმესი. გთხოვთ მიაქციეთ ყურადღება, რომ აქ საჭიროა პროექტის დაწერა და არა ბიზნეს გეგმის დაწერა.
დასკვნა ამ საკითხში ერთია:
მსგავსი ტიპის საგრანტო პროექტები გაგრძელდება!
თუმცა სულ უფრო გაიზრდება თანამონაწილეობის % თავად მეწარმის მხრიდან.
აქვე აღსანიშნავია, რომ ეს თემა სოფლის განვითარების სააგენტოს თემაა. აწარმოე საქართველოში ბიზნეს გეგმა წარადგინო აზრი არ აქვს.
და ბოლოს, სამაცივრე მეურნეობის ბიზნეს გეგმა – ნიმუში მინდა გაგიზიაროთ
ვიცი რა რთულია რეალური ბიზნეს გეგმების ნიმუშების მოპოვება, სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამას.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ჩემი გაკეთებული ბიზნეს გეგმა (ჩემს ნამუშევარს არავის ვაჩვენებ გარდა თავად დამკვეთისა. კონფიდენციალურობის შეთანხმება “წმინდაა”).
ეს არის ნიმუში, რომელიც ღიად ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტით რამდენიმე წლის წინ და ჩამოვტვირთე ზუსტად ამ ტიპის სასწავლო მიზნისთვის.
მომწონს თუ არა როგორც ბიზნეს გეგმა აბსოლუტურად სხვა საკითხია. ნიმუშად გამოდგება!
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ნიმუშია.
რაში და როგორ გამოიყენებთ თქვენზეა 100 %!
აქვე გაწვდით 20+ ბიზნეს გეგმა ნიმუში pdf -ს, სადაც სხვა ნიმუშებსაც ნახავთ. მათ შორისაა აგრო ბიზნეს გეგმა და სათანადო რჩევები.
ამის მიღმა კი თუ რამ შეკითხვა გაგიჩნდეთ ან დამირეკეთ 577 73 79 64 ან დამიმესიჯეთ FB გვერდზე – ბიზნეს გეგმის დაწერა! რომ იცოდეთ, ბიზნეს გეგმის დაწერა ფასი ღირს და ეს ყოველ თემაზე ინდივიდუალურად წყდება. ხოლო თუ გაინტერესებთ როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა თავად, ეს ბმული ნახეთ.