ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
სათბურის პროექტი და სათბურის პროექტირება

სათბურის პროექტი და სათბურის პროექტირება. ბიზნეს გეგმა

სათბურის პროექტი და სათბურის პროექტირება საქართველოსთვის – იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა. თემა აქტუალურია, ბევრმა უკვე გააკეთა სათბური, ბევრიც მომავალში გააკეთებს.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ მოკლე სტატიის დაწერა.

თან რამდენიმე რჩევის და ბიზნეს გეგმის ნიმუშის გაზიარება (ჩამოტვირთვის ბმული ქვემოთ).

არ დაგიმალავთ და თქვენს წინაშე ე.წ. SEO სტატიაა. ანუ, იგი სპეციალური წესების დაცვითაა შექმნილი საიმისოდ, რომ ინტერნეტში საჭირო საკვანძო სიტყვებით მძებნელმა დაინტერესებულმა ადამიანმა ძიების შედეგების ველში ეს სტატია ნახოს ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე, დააწკაპუნოს და აქ მოხვდეს. და რახან აქ ხართ და კითხულობთ, ე.ი. სტატიამ თავისი საქმე გააკეთა.


დარეკე 577 73 79 64 და შეუკვეთე ბიზნეს გეგმის დაწერა!



მეორე მხრივ რახან აქ მოხვდით, დაგიფასებთ: რამდენიმე საჭირო მოსაზრებას შემოგთავაზებთ, თემატური ბიზნეს გეგმის ნიმუშის ჩამოტვირთვის საშუალებას მოგცემთ, და თუ რამე ხაზზე როგორ დავრჩეთ იმასაც შემოგთავაზებთ.

1. სათბურის პროექტი და სათბურის პროექტირება პერსპექტიული საქმეა

პლანეტაზე თითქმის 8 მილიარდი ადამიანია და ყველას უნდა ჭამა.

ინტენსიური სათბური კი არის რეალური გზა საკვები პროდუქტი იწარმოოს დანახარჯ-ეფექტურად.

ამ თემასთან მეტად მჭიდრო შეხება მქონია და ერთი პერიოდი იმის სწავლაც კი დამჭირდა თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა სათბურის ისე დადგმას და ისეთი ფორმის სათბურის დადგმას, რომ მზე ისეთი კუთხით დასცემოდა რომ მაქსიმალურად აეთვისებინა მისი ენერგია.

ასე რომ, თუ სათანადო ცოდნა/გამოცდილება/მიწა/ხალხი/მონდომება და ა.შ. გაქვთ და ამ საქმეს ჩაეჭიდებით, მყარად ჩაეჭიდეთ.

ჭკვიანური და თანმიმდევრული მოქმედებით შედეგი გექნებათ.

2. საჭიროა მუდმივი განათლება

სათბურის პროექტირება, სათბურის გაკეთება და მერე მისი ეფექტური ( შედეგზე გასვლა) & ეფექტიანი (შედეგის მაქსიმალურად იაფად მიღება) მართვა ადვილი არ არის.

ხშირად აღფრთოვანდებიან ჰოლანდიის მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო ექსპორტის მოცულობა 100 მილიარდ USD აჭარბებსო.

როგორ გგონიათ საიდან გავიდნენ ასეთ შედეგებზე?

მუდმივი კვლევითა & განვითარებით!

სხვათა შორის, თანდართული ბიზნეს გეგმა ჰოლანდიელების მიერ გაკეთებული სათბურისაა.

ამიტომაც, რა ტიპის სათბურის პროექტიც არ უნდა წამოიწყოთ, კრიტიკული მნიშვნელოვანი განათლების მიღება და ექსპერიმენტები არ შეწყვიტოთ.

3. დღეს სათბურის პროექტი და სათბურის პროექტირება ინოვაციის გარეშე არ შეიძლება

დააკვირდით, მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ე.წ. “ტრადიციულ” სათბურებზე.

მე ამ თემაში მოვიაზრებ თანამედროვე გადაწყვეტებსაც, როგორებიცაა მაგალითად ჰიდროპონიკა (როცა მცენარეს “გამდიდრებულ” წყალში აქვს ფესვები), ან აკვაპონიკა (ეს ჰიდროპონიკაა, ოღონდ მეთევზეობასთან ტანდემში), ან აეროპონიკას (როცა მცენარე ნესტიან გარემოში იზრდება (წყალში ფესვი არ დევს) და კომპლექსურად ვხედავ შესაძლებლობას.

მეტიც,

მე ვუყურებ ისეთ სფეროებს, როგორებიცაა მაგალითად სათბურის მართვა აპლიკაციის მეშვეობით (ნახეთ ქართული პროექტი – https://www.agrolabs.io/), სათბურის გაკეთება ქალაქის მცირე სივრცეში (ნახეთ – https://spacefarms.ge/, ესეც ქართული), ან სათბურის გათბობა პელეტებით (ეს ახლა იქმნება, ამიტომ ნიმუშს ჯერ ვერ გიჩვენებთ).

მე ვუყურებ და ვამოწმებ (ჩემს საქმეში რა თქმა უნდა) ყველა იმ ინოვაციურ მიდგომას, რომელიც მომიტანს შედეგს (ამ სტატიას რომ კითხულობთ სწორედ ამ მიდგომის დანსახურებაა).

თქვენი ამოცანაა ჩაავლოთ ყველა იმ ინოვაციას, რომელსაც აქვს პოტენციალი გაგიზარდოთ შედეგი!

აქვე სათბურის კონსტრუქციების მომწოდებლების საყურადღებოდ ვიტყვი ორ სიტყვას

თუ დაფიქრდებით და აქ თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსებას შემომთავაზებთ, სიამოვნებით გავაკეთებ ამას.

მე კი გიცნობთ, მაგრამ მინდა თქვენ აღმოაჩინოთ ეს თემა და შემომეხმიანოთ.

და ბოლოს, ბიზნეს გეგმის ნიმუში მინდა გაგიზიაროთ

ვიცი რა რთულია რეალური ბიზნეს გეგმების ნიმუშების მოპოვება, სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამას.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ჩემი გაკეთებული ბიზნეს გეგმა (ჩემს ნამუშევარს არავის ვაჩვენებ გარდა თავად დამკვეთისა. კონფიდენციალურობის შეთანხმება “წმინდაა”).

ეს არის ნიმუში, რომელიც ღიად ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტით რამდენიმე წლის წინ და ჩამოვტვირთე ზუსტად ამ ტიპის სასწავლო მიზნისთვის.

მომწონს თუ არა როგორც ბიზნეს გეგმა აბსოლუტურად სხვა საკითხია.

ნიმუშად გამოდგება!

ჩამოტვირთეთ აქ!

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ნიმუშია. რაში და როგორ გამოიყენებთ თქვენზეა 100 %!

ამის მიღმა კი თუ რამ შეკითხვა გაგიჩნდეთ ან დამირეკეთ 577 73 79 64 ან დამიმესიჯეთ FB გვერდზე – ბიზნეს გეგმის დაწერა!