ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
შაბლონი

12 რჩევა როგორ შევავსოთ აწარმოეს შაბლონი

როგორ შევავსოთ აწარმოეს შაბლონი? ეს 12 პრაქტიკული რჩევა აწარმოეს მე-II ეტაპზე გადასულთათვის, რომელთა გამოყენებითაც დაგიზოგავთ დროს და ნერვებს ბიზნეს გეგმის ატვირთვის ეტაპზე.




ინფორმაციისთვის: ბიზნეს გეგმის დაწერის მომსახურებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე - 577 73 79 64 (ნომერზე დააწკაპუნეთ).




  1. ბიზნეს გეგმა, ანუ ტექსტები და ცხრილები მოამზადეთ ცალკე ფაილებში. პირდაპირ ონლაინ არ იმუშავოთ, თორემ რამე რომ მოხდეს (ინტერნეტი გაგეჭედოთ, შუქი გაგეთიშოთ და ა.შ.), ნამუშევარი დაგეკარგებათ;
  2. ტექსტის წერისას აბზაცები რომც გამოყოთ, შაბლონი ტექსტებს მაინც გადააბამს (დამახსოვრების დროს). სწორედ ამიტომ ყოველი აბზაცის დასასრულს სასვენი ნიშნის შემდეგ შემდეგ პრაბელი დატოვეთ;
  3. არ ეცადოთ გამოიყენოთ ლათინური სიმბოლოები. არ მიიღებს სისტემა;
  4. ” მაგივრად ‘ გამოიყენეთ;
  5. დაკოპირებისას თუ აღმოჩნდა რომ სიმბოლოების რაოდენობა დასაშვებზე მეტია (ამას სისტემა გეტყვით თავად … ტექსტს გადაჭრის), ჯერ პირველად ფაილში დაარედაქტირეთ ტექსტი, შემდეგ დააკოპირეთ;
  6. ტექსტების გადატანისას (კოპირებისას) თუ სისტემა ‘გაჯიუტდა’ (არ გადააკოპირა), ე.ი. რაღაც სიმბოლოა მისთვის მიუღებელი. ნაბიჯ-ნაბიჯ (წინადადებებით) დააკოპირეთ და აღმოაჩენთ პრობლემას;
  7. შაბლონში ტექსტის ველებში კი იძლევა კოპირების საშუალებას, მაგრამ სამივე ცხრილის შევსება ხელით მოგიწევთ. ამიტომ სიფრთხილე გმართებთ ცხრილების შევსებისას;
  8. შაბლონში კოპირებისას პერიოდულად შეინახეთ ატვირთული მასალა (დააწკაპუნეთ შენახვის ღილაკს);
  9. შენახვის ღილაკის დაჭერისას ფრთხილად. შემთხვევითი წკაპი გაგზავნის ღილაკზე დაგღუპავთ
  10. შაბლონში პირველი თანამონაწილეობის ცხრილი ააგეთ და შეინახეთ, შემდეგ თანადაფინანსების ცხრილი, შემდეგ შემოსავლებისა და ხარჯების ცხრილი და სულ ბოლოს ტექსტები დააკოპირეთ და შეინახეთ;
  11. ბიზნეს გეგმის წარდგენის დედლაინი არის 27 ივნისი, მაგრამ ნუ დაიტოვებთ ბოლო დღისთვის შაბლონის შევსებას;
  12. როგორც კი შაბლონს შეავსებთ/წარადგენთ, ელოდეთ დაკავშირებას გასაუბრებისთვის. გასაუბრებები მიმდინარეობს ბიზნეს გეგმის წარდგენების პარალელურად (2 ივნისს დაიწყო). გასაუბრებაზე მოსამზადებლად კი იხელმძღვანელეთ ამ 11 რჩევით.

თუ ბიზნეს გეგმის დაწერა დაგჭირდეთ, დამიკავშირდით …






კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: