როგორ ისწავლოთ ბიზნეს გეგმის დაწერა?
თუ ბიზნესს გინდა მოეკიდო აუცილებელია იცოდე ის, რაც ნებისმიერი ბიზნესის საფუძველშივეა – დაგეგმვა!
და როგორც წესი ბიზნეს გეგმის დაწერის სწავლა არის პირველი ნაბიჯი.
ზოგს ურჩევნია შეუკვეთოს კვალიფიციურად დაწერილი ბიზნეს გეგმა. ეს ბევრისთვის ძვირია (ნახე რა ღირს ბიზნეს გეგმის დაწერა), თუმცა ეს არ არის მთავარი პრობლემა.
აბა დაფიქრდით …
რამდენჯერაც დაგჭირდებათ, ყოველთვის შეუკვეთთ?
ზოგს ურჩევნია დაწეროს თვითონ, მაგრამ ეს რთული და თითქმის შეუძლებელია ბევრისთვის, ვინაიდან არ ფლობს ამ საქმისთვის საჭირო საბაზო უნარებს (ნახე რა ცოდნა და უნარები სჭირდება რათა ბიზნეს გეგმა დავწეროთ თავად).
ამ საქმეს კი ნამდვილად სჭირდება ისეთი ცოდნა & უნარები, რომელთა დახვეწასაც წლები სჭირდება.
მაშ, როგორ ისწავლოთ ბიზნეს გეგმის დაწერა?
ჩემი აზრით ყველაზე საუკეთესო გზა არის თავად დაწერო შენივე ბიზნეს გეგმა ოღონდ სპეციალისტის ზედამხედველობით და დახმარებით, რომელიც “თავზე დაგადგება” და სადაც საჭიროა შეგისწორებს.
გასაგებია, რომ რთულია, რომ ბევრი რამ უნდა შეგეძლოს, ბევრი იცოდე და ა.შ., მაგრამ ამათი სრულად თუ არა ნაწილობრივი კომპენსირება შეიძლება თუ სათანადო “ქოუჩი” გყავთ გვერდით, რომელიც მიგითითებთ რა როგორ გააკეთოთ და შეგიმოწმებთ ყოველი ნაბიჯის შედეგს.
ამ დროს სწავლობ კეთებით!
და ეს არის ამ თემაში ყველაზე საუკეთესო სწავლა, რაც კი დღემდე მოუფიქრებიათ!
და მე მაქვს ზუსტად ასეთი ტიპის პროგრამა, რომელსაც პერიოდულად ვატარებ ტრენინგის სახით, დისტანციურად.
პროგრამა 5 დღიანია, მაქსიმუმ 10 მონაწილეზეა გათვლილი და დისტანციურად ტარდება.
ყოველ საღამოს ტარდება ვებინარი, სადაც მოკლედ ავხსნი ბიზნეს გეგმის შაბლონის კონკრეტულ ნაწილს.
იმავე საღამოს ყოველ მონაწილეს მიეცემა დავალება, რომ თავისი ბიზნეს იდეის გაწერა გააკეთოს იმ შაბლონით, რომელიც ავხსენით.
მეორე დილით მონაწილეები აკეთებენ დავალებებს და მიგზავნიან.
გამოგზავნილ დავალებებს ვნახულობ და ვაძლევ შენიშვნებს, რომლებიც იმ დღესვე უნდა გამოასწორონ.
მეორე საღამოს კი ბიზნეს გეგმის შაბლონის შემდეგ ნაწილს ვხსნი და ა.შ.
ბოლოში ვღებულობთ ბიზნეს გეგმას, რომელიც ჩემი დაკვალიანებით არის თავად მონაწილის მიერ შედგენილი.
მცირე გაშარაშინება და მზადაა.
ამ ტიპის პროგრამა 2020 წელს რამდენჯერმე ჩავატარე ჩემი აზრით წარმატებით და მოთხოვნის შემთხვევაში არ გამოვრიცხავ კიდევ ჩატარებას.
როგორ ისწავლო ბიზნეს გეგმის დაწერა გასაგებია, მაგრამ როდის ჯობია ეს გააკეთო?
რა თქმა უნდა კონკრეტული თემა უნდა გქონდეთ. ბიზნეს გეგმის დაწერას ვერ ისწავლი თეორიულად.
სწორედ ამიტომ არაერთი პოტენციური მონაწილისთვის მომიწია უარის თქმა.
აბსოლუტურად სულ სხვაა, როცა იდეა გაქვს. ამ დროს ნებისმიერ მოსმენილ ინფორმაციას შენი იდეის “ცხრილში ატარებ” და ფილტრავ.
უფრო გასაგებიცაა და უფრო actionable – ანუ, ისეთი, რომელსაც დღეს მოისმენ და მეორე წუთში უკვე განახორციელებ შენი იდეის შემთხვევაში.
სამუშაო პროცესის სიტყვებში აღწერა საკმაოდ რთულია, თუმცა თუ აქამდე წამომყევით და კითხულობთ, მაშინ მიხვდებოდით ამას.
ვინ შეიძლება იყოს ჩემი პროგრამის მონაწილე?
მხოლოდ მცირე მეწარმეები, რომელთაც ბიზნეს გეგმის დაწერა თავისი საქმისთვის სჭირდებათ.
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ შემეხმიანოთ 577 73 79 64.
PS
2020 წლის დეკემბერში აწარმოეს მიკროგრანტების ბიზნეს გეგმებზე მუშაობისას მივხვდი, რომ 5 კლონი რომ მყოლოდა, 5-ვეს დავასაქმებდი იმდენი შეკვეთა იყო და იმდენზე მომიწია უარის თქმა. ასე რომ თუ ვინმეს პროფესიონალურად გსურთ ბიზნეს გეგმის დაწერის სწავლა (და მერე ამ პროფესიით ფულის გაკეთება) გადახედეთ ამ სტატიაში მოცემულ ბმულებს და შემეხმიანეთ. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დავინტერესდები თქვენით. ეს ნიშნავს, რომ განვიხილავ შესაძლებლობას.