ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ბიზნეს გეგმა > რა დრო სჭირდება ბიზნეს გეგმის დაწერას?

რა დრო სჭირდება ბიზნეს გეგმის დაწერას?

როცა ბიზნეს გეგმის დაწერა ზედმეტად სწრაფად ხდება იგი იქნება ზედაპირული და ვერ შეასრულებს თავის უმთავრეს ამოცანას. მეტიც, იგი შეცდომაშიც კი შეგიყვანთ. ამას კი დიდი ფულადი დანაკარგების სუნი ასდის. გაწყობთ ეს?

მცდარი მოსაზრებაა, თითქოს ბიზნეს გეგმის დაწერას რამოდენიმე დღეზე მეტი არ სჭირდება …

ჩემთვის “კარგი სამუშაო პერიოდი 3-4 კვირაა.

ყოველ ჯერზე როცა ახალ თემასთან მაქვს შეხება პირველ რიგში ვინტერესდები შინაარსით …

ამას სატელეფონო საუბარიც კი ჰყოფნის …

ვინტერესდები ყველა ნიუანსით …

ვცდილობ მოვიპოვო ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც დამეხმარება გავარკვიო თუ რა არის თემა, რამდენად ვიცი მე ეს თემა, და რაც მთავარია, ვცდილობ გავიდო დაახლოებით რა დრო და ბიუჯეტი დასჭირდება საქმის შესრულება, ბიზნეს გეგმის დაწერას …

ამ ეტაპს ვეძახი ამოცანის შეფასებას …

როგორც წესი ბიზნეს გეგმის დაწერას, თუ „ყველაფერი წესრიგშია“ 3-4 კვირა ჰყოფნის.

რა ძირითადი ეტაპებია ამ დროს?

1. ამოცანის „მოხარშვა“

4 სამუშაო კვირიდან პირველ ორს მაინც თემის შესწავლას ვუთმობ. მაქვს ჩემი შაბლონი, საკითხების და ყოველ მათგანზე შეკითხვების კრებული, რომელთაც გავდივარ დამკვეთთან და ვპოულობ პასუხებს.

პაზლი აგიწყვიათ?

სანამ აწყობას დაიწყებთ ჯერ ხომ ყველა უნდა ამოატრიალოთ?

ჰოდა ამ მიზანს ემზახურება ეს ორი კვირა …

მე უნდა ბოლომდე გავერკვე ყველა დეტალში …

რომ სრულფასოვანი ანალიზის გაკეთება შევძლო …

ამ დროს კი გამოცდილება ფასდაუდებელია …

გამოცდილება იმისა, რომ ყოველი თემა ბოლომდე გაბურღო …

ამ ფაზის სრულფასოვნად შესრულებას ყველა ვერ ახერხებს …

ცხადია ეს დრო შეიძლება შემოკლდეს თუ თემა კარგად ვიცი …

2. ბიზნეს გეგმის დაწერა

როცა უშუალოდ დაწერის ფაზაზე გადავდივარ იმ მომენტში უპასუხო შეკითხვები დარჩენილი არ უნდა მექნეს. ჩემს შემთხვევაში ეს როგორც წესი მესამე კვირაში ხდება …

ამ დროს ყველა საჭირო საკითხზე პასუხი გაცემული მაქვს და უშუალოდ ვწერ …

ოღონდ წერას თავისი წესები აქვს …

ამაზე შემდეგი სტატიებიდან ერთ-ერთში ვისაუბრებ …

აქ მხოლოდ ერთს ვიტყვი: ყველა ბიზნეს გეგმა ახლიდან უნდა დაწერო, ყველა პუნქტი. ანუ შაბლონულ ტექსტებს ვერ გამოიყენებ ადამიანი … თუ რა თქმა უნდა პროფესიონალურად ეკიდები საქმეს.

3. ბიზნეს გეგმის გაშარაშინება

დაწერილი ბიზნეს გეგმის ფორმაში მოყვანა, რეზიუმეს დაწერა, საჭიროების შემთხვევაში თარგმნა, საინვესტიციო შეთავაზების მომზადება და ა.შ. … ყველაფერი გაშარაშინების ეტაპზე ხდება. ამ დროს აუცილებელია ბიზნეს გეგმას დამკვეთმაც გადახედოს და საჭირო შეკითხვები დაისვას.

ასეთ ფორმაში მყოფ ბიზნეს გეგმას რომ გადახედავ მთელი წყება ახალი იდეებისა გაგიჩნდება, რომელთაც ვერანაირად ვერ შობ თუ ერთიან სურათს ასეთი ფორმით არ ხედავ.