ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
ბიზნეს გეგმის დაწერის ონლაინ კურსი

ბიზნეს გეგმის დაწერის ონლაინ კურსი 5-10 ოქტომბერს!

სპეციალურად 30,000-იანი მიკროგრანტების კონკურსის მონაწილეთათვის 5-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება ბიზნეს გეგმის დაწერის ონლაინ კურსი – “ისწავლე & თავად დაწერე ბიზნეს გეგმა”!

სასწავლო პროგრამას KAR.GE-ს მხარდაჭერით შპს “მარნეტ ესოშიეიტსი”, კონკრეტულად კი მე – ტარიელ ზივზივაძე (ბიზნეს გეგმების წერის 22+ წლის გამოცდილებით) უკვე მეორედ ჩავატარებთ.

რას მიიღებთ კურსის გავლის შედეგად?

1) ისწავლით ბიზნეს გეგმის დაწერას;
2) დაწერთ თქვენივე ბიზნეს გეგმას;
3) მოგეხმარებით მიკროგრანტების კონკურსზე ელექტრონული განაცხადის სწორად წარდგენაში;
4) მოგეხმარებით მიკროგრანტების კონკურსზე ბიზნეს გეგმის სწორად წარდგენაში;

მიკროგრანტების ამ პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდეა!
ეს ნიშნავს, რომ 1,300+ ბიზნეს გეგმის დაფინანსება არის შესაძლებელი (თბილისის ჩათვლით)!
ეს ნიშნავს, რომ უმძაფრესი კონკურენცია იქნება (30-40,000 განაცხადს ველი)!
ანუ, ყოველ ერთი გრანტზე მინიმუმ 30+ მსურველი იქნება!
ეს ნიშნავს, რომ თქვენმა ბიზნეს გეგმამ მინიმუმ 30,000 ბიზნეს გეგმას უნდა აჯობოს!
ეს კი ნიშნავს, რომ თუ გამარჯვება გსურთ, უნდა მოემზადოთ რიგიანად!

ბიზნეს გეგმის დაწერის ონლაინ კურსი: პროგრამა

ონლაინ კურსზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ჩემთან სატელეფონო გასაუბრების გავლის შემთხვევაში. ბიზნეს გემის დაწერისთვის მონაწილისგან მოითხოვება გარკვეული დონის მზაობა, რომელიც წინასწარ უნდა შემოწმდეს.

შერჩეულ მონაწილეებს კურსის დაწყებამდე დავუგზავნი თემატური ვებ სტატიების მისამართებს, რომლებიც მათ უნდა წაიკითხონ წინსწრებით.

დანიშნულ დღეებში (5, 6, 7, 8, 9, 10 ოქტომბერი) საღამოს 20:00-20:40 პერიოდში ჩატარდება 6 ვებინარი, სადაც ბიზნეს გეგმის კონკრეტულ თავებს ავხსნი. იმავე საღამოს და მომდევნო დილით მონაწილეები დაწერენ ახსნილ მასალას (ბიზნეს გეგმის სათანადო თავებს) და გამოაგზავნიან ჩემთან, რომელსაც დავაკორექტირებ.

12 ოქტომბრისთვის მონაწილეს უკვე ხელთ ექნება მისი დაწერილი და ჩემს მიერ კორექტირებული საბოლოო ბიზნეს გეგმა (თავისი დანართებით) და უკვე შეეძლება ელექტრონული განაცხადის სრულფასოვნად გაკეთება მიკროგრანტების პროგრამაზე (18 ოქტომბრამდე).

მნიშვნელოვანია: ბიზნეს გეგმას კურსის მონაწილე თავად წერს, მე ვაკვალიანებ / ვუკორექტირებ!

ფასი

400 ლარი მონაწილეზე. ეს ფასი მოიცავს როგორც ბიზნეს გეგმის დაწერის ონლაინ კურსის გავლას, ასევე ბიზნეს გეგმის კორექტირებას და შემდგომ მხარდაჭერას განაცხადების წარდგენისას. გადახდა წინასწარ, კურსის დაწყებამდე.

რეგისტრაცია

კითხულობთ ამ ტექსტს და მირეკავთ 577 73 79 64 (სამუშაო საათებში).

კითხვა & პასუხი (FAQ)

Q: რა თემაზე შეიძლება დავწერო ბიზნეს გეგმა?
A: ნებისმიერზე! ამ ტრენინგის გავლის მიზნებისთვის თემას მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, მიკროგრანტების პროგრამას თავისი პრიორიტეტები აქვს.

Q: სად შეიძლება ვნახო მიკროგრანტების პროგრამის აღწერა და პრიორიტეტები?
A: ინებეთ:

ამ ბმულზე FB პოსტია

ამ ანონსში მნიშვნელოვანი “მინიშნებებია”;

აქ პროგრამის სრული აღწერაა;

ეს საგრანტო პროგრამის “მთავარი” გვერდია programs.gov.ge-ზე;

ეს კი საგრანტო პროგრამის “მთავარი” გვერდია enterprisegeorgia.gov.ge-ზე;

აქ კი ცხელი ხაზი – 1525;

Q: შევძლებ კი ჩემით დავწერო ბიზნეს გეგმა 6 დღეში?
A: შეძლებთ! თუ გამომყვებით და დავალებებს შეასრულებს, მიიღებთ შედეგს!

Q: რა ხდება სატელეფონო გასაუბრებაზე?
A: სატელეფონო საუბარში მე უნდა დავრწმუნდე, რომ თქვენ 100 % დაძლევთ პროგრამას.

Q: რა დამჭირდება?
A: 1) კონკრეტულ შეკითხვებზე კონკრეტული პასუხების გაცემის უნარი, 2) ქართულად წერის საბაზო უნარი, 3) excel-ში მუშაობის ცოდნა ცხრილების შევსების დონეზე, 4) ინფორმაციის მოძიების საბაზო უნარი, 5) ინტერნეტ შეერთება ZOOM ჩართვისთვის (შეგიძლიათ ტელეფონით ჩაერთოთ, თუმცა კომპიუტერთან live მუშაობა იქნება აუცილებელი).

Q: საქართველოში არ ვიმყოფები. შეიძლება ონლაინ კურსში მონაწილეობა?
A: დიახ!

Q: სერტიფიკატი გაიცემა?
A: არა!

Q: ვებინარის ვიდეო მასალა შეიქმნება?
A: არა!

Q: შეიძლება თუ არა ჩემთან ერთად ჩაერთოს მეორე ადამიანი, რომ ერთად ვიმუშავოთ ერთ ბიზნეს გეგმაზე?
A: დიახ! მთავარია, რომ Zoom-ში ვიმუშავებ ერთ ადამიანთან.

Q: შეიძლება თუ არა მოვიწვიო ჩემი მეგობარი, რომელიც თავის ბიზნეს გეგმაზე იმუშავებს?
A: დიახ! ამ შემთხვევაში 100 ლარის ფასდაკლებას მიიღებთ თქვენც და ისიც.

Q: რა შემთხვევაში გამოვეთიშები პროგრამას?
A: დავალების ორჯერ ვადაში არ შესრულების გამო დატოვებთ პროგრამას და გადახდილი თანხა უკან არ დაგიბრუნდებათ.

Q: ბიზნეს გეგმას თუ დავწერ, რა გარანტია მაქვს, რომ მიკროგრანტების პროგრამით დამაფინანსებენ?
A: არანაირი! გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ 30,000 ლარს ტყუილად არავინ იძლევა! ცოტა თქვენც მოინდომეთ! ცხადია ბიზნეს გეგმის დაწერის შემთხვევაში თქვენი შანსი არაუმეტეს 50/50 იქნება, მაგრამ ონლაინ კურსის და პირადად ჩემი დახმარებით თქვენი დღევანდელი 0,01 % შანსის 50 %-მდე აქაჩვა უკვე საქმეა, თან დიდი!

Q: როგორ დამეხმარებით ონლაინ კურსის გავლის შემდეგ?
A: 5-10 ოქტომბერს გაივლით ონლაინ კურსს. 12 ოქტომბერს ხელთ გექნებათ გამზადებული და ჩემს მიერ კორექტირებული ბიზნეს გეგმა. 18 ოქტომბრამდე მოგეხმარებით რომ სწორად გააკეთოთ ონლაინ განაცხადი. კონკურსის შემდეგ ეტაპზე მოგეხმარებით, რომ სწორად წარადგინოთ ადაპტირებული ბიზნეს გეგმა (სავარაუდოდ ადაპტირება საჭირო იქნება მიკროგრანტების პროგრამის ახალი ფორმების მიხედვით). სიამოვნებით გაგიწევთ კონსულტაციას მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებითაც და საერთოდ … KAR.GE-ს საკმაოდ დიდი პრომო რესურსი აქვს, რომელიც პირველ რიგში მის პარნტიორებს ხმარდება!

Q: როგორ გავიარო რეგისტრაცია?
A: დამირეკეთ 577 73 79 64

ჩემი მიზანია თქვენ მოიპოვოთ 30,000 ლარი დაფინანსება!
თუ თქვენც იგივე მიზანი გაქვთ, იცით რაც უნდა ჰქნათ!