ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
დაფნა და დაფნის გადამამუშავებელი საწარმო

დაფნა და დაფნის გადამამუშავებელი საწარმო. ბიზნეს გეგმა

დაფნა და დაფნის გადამამუშავებელი საწარმო – ამ თემაზე პირველი ბიზნეს გეგმის გაკეთებიდან შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. რა მოცვი? რა ატამი? რი მწვანილი? რა თხილი? თუ მიწა გაქვს სათანადო ადგილას და თავი გაქვს ამ საქმის კეთება დაფნა და მისი ჯანი. ეს ბიზნესი ფულს კი არ “წერს”, არამედ “ჭრის”!

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ მოკლე სტატიის დაწერა, რამდენიმე რჩევის და ბიზნეს გეგმის ნიმუშის გაზიარება (ჩამოტვირთვის ბმული ქვემოთ).

არ დაგიმალავთ და თქვენს წინაშე ე.წ. SEO სტატიაა. ანუ, იგი სპეციალური წესების დაცვითაა შექმნილი საიმისოდ, რომ ინტერნეტში საჭირო საკვანძო სიტყვებით მძებნელმა დაინტერესებულმა ადამიანმა ძიების შედეგების ველში ეს სტატია ნახოს ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე, დააწკაპუნოს და აქ მოხვდეს. და რახან აქ ხართ და კითხულობთ, ე.ი. სტატიამ თავისი საქმე გააკეთა.


დარეკე 577 73 79 64 და შეუკვეთე ბიზნეს გეგმის დაწერა!



მეორე მხრივ რახან აქ მოხვდით, დაგიფასებთ: რამდენიმე საჭირო მოსაზრებას შემოგთავაზებთ, თემატური ბიზნეს გეგმის ნიმუშის ჩამოტვირთვის საშუალებას მოგცემთ, და თუ რამე ხაზზე როგორ დავრჩეთ იმასაც შემოგთავაზებთ.

1. დაფნა და დაფნის გადამამუშავებელი საწარმო – მოკლე ინფორმაცია

დაფნა საქართველოში და მსოფლიოში გავრცელებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უძველესი კულტურაა. საქართველოში მხოლოდ კეთილშობილი დაფნა იზრდება.

იგი დასავლეთ საქართველოში მოჰყავთ, ძირითადად, სამეგრელოში, კერძოდ კი ხობის მუნიციპალიტეტში.

მისი თითქმის 80%-მდე სწორედ აქ იწარმოება, თუმცა დაფნა აჭარაში, გურიაში და მცირე რაოდენობით იმერეთშიც მოჰყავთ.

დაფნა გამოიყენება კულინარიაში, მედიცინაში, პარფიუმერიაში, სამხედრო წარმოებაში და ა.შ. სოციალისტური წყობის დროს საქართველოში დაფნის წარმოება აღწევდა 6000 ტონას, საიდანაც 4000 ტონას ამზადებდნენ ხობის რაიონში.

ამჟამად დაფნის წარმოება წელიწადში მიახლოებით 5000 ტონაა და წლიურად დაახლოებით 500 ტონით იზრდება.

ხობის რაიონში დაფნისთვის იდეალური ზონა ურთის მთის მიმდებარე ტერიტორიაა, მისი ფერდობები განსაკუთრებით.

აქ ნიადაგი კირიანია, რაც დაფნას ზრდის უზომოდ დიდ ხეებად.

და თუ სხვაგან მოდის 6-7 ტონა ჰექტარზე, აქ მოდის 2-3 ჯერ მეტი.

ანუ, უპირველესი ფაქტორები დაფნის მოსავლიანობისათვის არის კირიანი ნიადაგი და ნესტიანი ჰავა.

ასევე ხარისხიანი დაფნა მოდის თერჯოლაში, ოღონდ აქ ბუნებრივად გამშრალი დაფნა მოდის მეტი, ვინაიდან ქარები ხშირია და მოსახლეობა ადვილად აშრობს (ფერიც ერთგვაროვანი ჯდება).

ფასიც მეტი აქვს.

დაფნა იმდენად პოპულარული თემაა, რომ მოსახლეობის ნაწილმა ფაროსანას პრობლემიდან გამომდინარე თხილი ამოყარა და დაფნა გააშენა (დაფნას ფაროსანა არ ეკარება, თუმცა დაფნის პირველი მტერია კალია).

2. დაფნის გადამამუშავებელი საწარმო – წარმოების პროცესი:

  • ნედლეულის მიღება;
  • ნედლეულის განთავსება საშრობ კამერაში, შრობისათვის;
  • შრობა. ღუმელი სითბოს წყაროდ იყენებს დაფნის ტოტებს, დაფნის ფოთლის ნარჩენებს და თხილის ნაჭუჭს;
  • დაფნის ფოთლის განცალკევება ტოტებისგან საფოთლი დანადგარის გამოყენებით;
  • საშრობი ღუმელითვის დაფნის ტოტების დამზადება ხდება ტოტების სპეციალური დამქუცმაცებელი დანადგარის მეშვეობით;
  • ფოთლების გადარჩევა და დახარისხება – დამხარისხებელი დანადგარის მეშვეობით;
  • დახარისხებული ფოთლების კალიბრების მიხედვით გადარჩევა – კალიბრის დანადგარის მეშვეობით;
  • ფოთლების მოთავსება და დაპრესვა მუყაოს ყუთებში, პოლიეთილენის და ჯვალოს ტომრებში. თითოეულ ტარაში პროდუქციის დაპრესვა ხდება შესაბამისი საპრესი დანადგარების მეშვეობით;

დაფნის ფოთლის გამოშრობა ხდება სხვადასხვა მეთოდით.

ერთ-ერთი მეთოდია ბუნებრივი შრობით ჰაერზე დაფნის ფოთოლის გამოშრობა, რომლის დროსაც ჰაერი ვერ აღწევს ყველგან და ამის გამო დაფნის ფოთოლი შრება უხარისხოდ, რის შედეგადაც დაფნის ფოთოლი სხვადასხვა შეფერილობისაა, დალაქავებულია ან ზოგ შემთხვევაში გადამწვარია და შავდება და შესაბამისად დახარისხებისას აქვს დიდი დანაკარგი, რის გამოც ფასიც შედარებით დაბალია. გამოშრობა საჭიროებს მინიმუმ ერთ თვეს.

მეორე მეთოდით გამოშრობა ხდება სპეციალურ საშრობში, სადაც ფოთლის გამოშრობა ხდება საშრობი ღუმელის საშუალებით 36 საათის მანძილზე, ხოლო გამომშრალი დაფნა საშრობ კამერაში რჩება მაქსიმუმ 30 სთ-ს განმავლობაში. ღუმელი განთავსებულია ცალკე ოთახში, ხოლო დაფნა მოთავსებულია სპეციალურ საშრობ კამერაში. ღუმელი გამოყოფს სითბოს და გამთბარი ჰაერი ვენტილაციის საშუალებით სპეციალური მილებით გადადის საშრობ კამერაში, სადაც დაფნაა განთავსებული. საშრობ კამერაში შრობის დროს მიმდინარეობს დაფნის ფოთლის ხარისხიანი შრობა. ამ მეთოდით წარმოებული დაფნის ხარისხი შედარებით მაღალია და შრობის მეთოდიც ეფექტურია.

3. სამიზნე ბაზარი

დაფნა 100 % საექსპორტო პროდუქტია!

საქართველოდან დაფნის ექსპორტიორი დაახლოებით 50-მდე კომპანიაა და მათ შორის კონკურენცია პირველ რიგში არის ნედლეულზე, დაფნის ნედლეულზე.

ნედლეულის ფასი კი ბოლო 2 წელიწადში ფაქტობრივად გაორმაგდა.

თუ 2018 წელს დაფნის ფოთლებიანი ტოტი კილოგრამი ღირდა 50 თეთრი, 2020 წელს ფასი 90 თეთრიდან 1 ლარამდეა.

და ბოლოს, ბიზნეს გეგმის ნიმუში მინდა გაგიზიაროთ

ვიცი რა რთულია რეალური ბიზნეს გეგმების ნიმუშების მოპოვება, სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამას.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ჩემი გაკეთებული ბიზნეს გეგმა (ჩემს ნამუშევარს არავის ვაჩვენებ გარდა თავად დამკვეთისა. კონფიდენციალურობის შეთანხმება “წმინდაა”).

ეს არის ნიმუში, რომელიც ღიად ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტით რამდენიმე წლის წინ და ჩამოვტვირთე ზუსტად ამ ტიპის სასწავლო მიზნისთვის. მომწონს თუ არა როგორც ბიზნეს გეგმა აბსოლუტურად სხვა საკითხია. ნიმუშად გამოდგება!

ჩამოტვირთეთ აქ!

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ნიმუშია. რაში და როგორ გამოიყენებთ თქვენზეა 100 %!

ამის მიღმა კი თუ რამ შეკითხვა გაგიჩნდეთ ან დამირეკეთ 577 73 79 64 ან დამიმესიჯეთ FB გვერდზე – ბიზნეს გეგმის დაწერა!