გრანტები ემიგრანტებისთვის, უფრო სწორად კი საგრანტო პროგრამები ემიგრანტებისთვის 2021 წელს გახდა აქტუალური. ამ მომენტამდე 3 კონკრეტული პროგრამა ვიცი, რომელიც ითვალისწინებს ემიგრანტებისთვის გრანტების გაცემას. სამივე დაწყებულია და ჯერჯერობით რა შედეგს მოიტანს პროგნოზირება რთულია. ნათელი, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, ერთია: ეს საქმე უნდა გაგრძელდეს.
სწორედ ამიტომ ვწერ ამ სტატიას, რომელსაც პერიოდულად გავაახლებ.
[ბოლო გაახლების დღეა 17 ოქტომბერი, 2021]
თუ ვინმე დაძებნის თემას გუგლში, ეს სტატია მოიძებნება და აქ მექნება თავმოყრილი ყველა საჭირო ინფორმაცია.
ჩამოგითვლით იმ 3 პროგრამას, რომლებიც აქტუალურია ამ მომენტში:
1. IOM – მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საგრანტო პროგრამა. გრანტები ემიგრანტებისთვის ოღონდ მხოლოდ თელავისა და ყვარელის მუნიციპალიტეტებში დაბრუნებული ემიგრანტებისთვის.
ეს პროგრამა Jos.ge-ზე 2021 წლის 10 აგვისტოს დაანონსდა და განაცხადების წარდგენის პერიოდი აქვს 20 სექტემბრამდე.
პროექტს ჰქვია “მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება – პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში”, რომელიც დაფინანსებულია IOM-ის განვითარების ფონდისა (IDF) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.
პროგრამა ორ ეტაპად მიმდინარეობს და პირველი ეტაპის, ანუ იდეების მოკლე ფორმით წარდგენის ბოლო ვადაა 20 სექტემბერი.
იმის შემდეგ შერჩეულებს ჩაუტადებათ ტრენინგი, რის შემდეგაც მოუწევთ სრული ბიზნეს გეგმის დაწერა. უფრო სწორად, პროექტის დაწერა (ამათ შორის დიდი სხვაობაა)
პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია 6 ათასიდან 20 ათასამდე ლარის მოცულობის გრანტის გაცემა ემიგრაციიდან დაბრუნებულების ბიზნეს იდეების განსახორციელებლად.
დაინტერესების შემთხვევაში თუ დამირეკავთ 577 73 79 64 ან მომწერთ FB გვერდზე, დაგაკვალიანებთ.
დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე.
2. იგივე IOM – მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საგრანტო პროგრამა, ოღონდ მხოლოდ გურიაში და თან ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს მოიცავს
ეს პროგრამა Jos.ge-ზე 2021 წლის 28 ივლისს დაანონსდა.
სქემა იგივეა, პროგრამა ორ ეტაპად მიმდინარეობს და პირველი ეტაპის, ანუ იდეების მოკლე ფორმით წარდგენის ბოლო ვადა 28 აგვისტოა.
შერჩეულებს ჩაუტადებათ ტრენინგი, რის შემდეგაც მონაწილებმა უნდა წარადგინონ ბიზნეს გეგმა.
ფაქტობრივად იგივე პროექტია, ოღონდ სხვა რეგიონში კეთდება.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მდგრად რეინტეგრაციას და ადგილობრივი თემების გაძლიერებას რიგი ეკონომიკური და სათემო ინიციატივების მხარდაჭერით.
პროექტის ერთ-ერთი მიმართულება ითვალისწინებს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის ბიზნეს-გრანტების გაცემას ისეთი ბიზნეს-იდეის თანადაფინანსებისთვის, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, როგორც დაბრუნებული მიგრანტის რეინტეგრაციის ხელშეწყობის, ისე ადგილობრივი თემის განვითარებისა და თემის მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების მიმართულებით.
კახეთისგან განსხვავებით გურიაში ერთ ბიზნეს გეგმაზე გრანტის ოდენობა შეადგენს 10 ათასიდან 20 ათასამდე ლარს.
მითითებული არ არის, თუ რამდენი ბენეფიციარი დაფინანსდება.
აქ გაგრძელებაც …
ეტყობა 28 აგვისტოს ჩათვლით ცოტა განაცხადი მიიღეს, ან რა უნდა ყოფილიყო მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ეს პროგრამა ხელახლა გამოაცხადეს და დედლაინი 12 სექტემბრამდეა უკვე.
ამ მომენტში როგორც ჩანს პროცესი დაძრულია. შედეგები ჯერ არ ვიცით.
3. მთავრობის მიერ დაანონსებული პროგრამა – “4000 ლარი ემიგრანტებს”, რომელზედაც განაცხადების მიღება დაწყებულია
პროგრამას ახორციელებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
პროგრამა გულისხმობს დაბრუნებული ემიგრანტებისთვის 500-დან 4000 ლარამდე ფულის მიცემას, ოღონდ ბიზნეს იდეისთვის.
გრანტების მიღება ემიგრანტებს იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი საზღვარგარეთ 12 თვეზე დიდ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში დაბრუნდნენ.
გრანტის მისაღებად პროექტის წარდგენაა საჭირო, რომელსაც საგანგებოდ შექმნილი კომისია განიხილავს.
მოწონების შემთხვევაში, კი პროექტი შესაძლოა იმ ბენეფიციარებს შორის მოხვდეს, რომლებსაც სახელმწიფო 4000-ლარიანი გრანტებით დააფინანსებს.
2021 წელს ჯამში, 100-მდე დაბრუნებული მიგრანტი დაფინანსება არის დაანონსებული. რეალურად რა იქნება ჯერ არ ვიცით. პირველად კეთდება ეს პროგრამა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება 18 აგვისტოს დაიწყო და სრული ინფორმაცია ქვემოთ ბმულზე არის მოცემული.
განაცხადების მიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე. შედეგები ჯერ არ ვიცით.
4. იგივე IOM – მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საგრანტო პროგრამა, ოღონდ ბაღდათისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მასშტაბით
2021 წლის 11 სექტემბერს გამოცხადდა. 4 ოქტომბერს აქვს დედლაინი.
სქემა იგივეა. ოღონდ ამჯერად 10-20 ათასი ლარის მიდამოშია გრანტი.
დეტალურ ინფორმაციას ნახავთ ამ ბმულზე.
გაგრძელება იქნება …
გთავაზობთ ეწვიეთ ჩემს Facebook გვერდს და მოიწონოთ იგი.
თუ რამ გრანტები ემიგრანტებისთვის გამოჩნდა, მათ იქვე ვაზიარებ და ამ გვერდსაც გავაახლებ. ამ გზით არაფერი გამოგრჩებათ.