ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ბიზნეს იდეის დაფინანსება

ბიზნეს იდეის დაფინანსება საქართველოში

ბიზნეს იდეის დაფინანსება, უფრო სწორად ბიზნეს იდეისთვის დაფინანსების ძიება მუდმივად არის თემა. დღე არ გავა ვინმემ არ დამირეკოს და თავისი კონკრეტული სიტუაციისთვის დაფინანსებები წყაროების შესახებ არ მკითხოს. როცა შემიძლია ვცემ პასუხს, მაგრამ მეც ადამიანი ვარ და გადავწყვიტე მოკლედ აქ დავწერო მთავარი სათქმელი.


დარეკე 577 73 79 64 და შეუკვეთე ბიზნეს გეგმის დაწერა!



1. კარგია, რომ ბიზნეს იდეა გაქვთ, მაგრამ მარტო იდეა თავისთავად საინტერესო არ არის.

როგორი კარგი (თქვენი აზრით) იდეაც არ უნდა გქონდეთ, იგი მაინც იდეაა და ჩანაფიქრიდან კონკრეტულ პროდუქტამდე იმდენად გრძელი გზა გაქვთ გასავლელი, რომ ხშირად ვერც კი წარმოგიდგენიათ.

თქვენ მოგიწევთ იფიქროთ ტექნიკურ მხარეზე, მარკეტინგზე, გუნდის ჩამოყალიბებაზე, სამუშაო პროცესების დალაგებაზე და უამრავ რამეზე.

მხოლოდ მაშინ, როცა ამ გზას გაივლით, მიხვდებით ამას.

2. თქვენი იდეებით ვერავის გააკვირვებთ დღეს.

იდეები ყრია ფუთი შაურად!

უმეტესობა იდეებისა, რომლებიც მესმის ხოლმე, გუშინდელი სიმღერაა, დაძველებულია.

და “მომფიქრებლებს” ვერც კი წარმოუდგენიათ რომ ეს ასეა.

ხოლო როცა მაგალითებს მოვუყვან მერე კი ხვდებიან მაგრამ …

თვალსაჩინო მაგალითი მქონდა გუშინ. ჯერ ერიდებოდა ადამიანს თავისი იდეის ტელეფონზე გამჟღავნება, მაგრამ მისი მოსმენის გარეშე ხომ ვერაფერს ვეტყოდი? ჰოდა, გაბედა! მისი იდეა 15 წლის წინ დაძველდა! არადა ინოვაციური სტარტაპული იდეა მაქვსო ამაყად მეუბნებოდა. ცუდია ცივი წყლის გადასხმა მოტივირებული ადამიანისთვის, მაგრამ უარესია, როცა ყალბი იმედები აქვს ადამიანს. უმჯობესია უპერსპექტივო თემა მალე მოკვდეს და ახალზე დაიწყო ფიქრი.

3. იდეებს არავინ აფინანსებს!

ეს არის ფაქტი!

ნებისმიერ შემთხვევაში სადაც არ უნდა მიხვიდეთ დღეს ბიზნეს გეგმა მოითხოვება და ესეც ფაქტია!

ბიზნეს გეგმის გარეშე რომ სერიოზულად არავინ არც დაგელაპარაკებათ, ესეც ასევე ფაქტია.

ამიტომ აითვისეთ სწორი მიდგომა:

ან თავად ისწავლეთ და დაწერეთ ბიზნეს გეგმა, ან ისწავლეთ ამ საქმეში ფულის გადახდა. მე გირჩევთ თავად ისწავლოთ ბიზნეს გეგმის დაწერა, მაგრამ ეს ადვილი არ არის და უცებ არ ისწავლება.

4. როგორ მოიძიოთ თუ ვინ აფინანსებს და რას?

რთული ამოცანაა, ხანდახან ჩემთვისაც კი. განსაკუთრებით თუ მიმდინარე კონკურსებზეა საუბარი.

რომ არ დაგიმალოთ უამრავი წყაროდან ვიღებ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში რომ რამე სერიოზული არ გამომრჩეს.

და რასაც აღმოვაჩენ ყველაფრის დოკუმენტირებას ვახდენ და Facebook გვერდზე – ბიზნეს გეგმის დაწერა ვაზიარებ, რომ თქვენც ნახოთ.

ამიტომ მინიმუმ, რაც საქმის პატივისცემის გამო მაინც გააკეთეთ, არის რომ მოიწონეთ ეს გვერდი და პერიოდულად შეიარეთ დასათვალიერებლად, თქვენთვისვე სასიკეთოდ.

სასარგებლო რესურსები, სადაც ქვეყნდება მნიშვნელოვანი სიახლეები ბიზნეს იდეის დაფინანსება სთან დაკავშირებით:

სააგენტო “აწარმოე საქართველოში”

სოფლის განვითარების სააგენტო

ინოვაციების სააგენტო

USAID სოფლის მეურნეობის პროგრამა

USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამა

European Union in Georgia

USAID პროგრამა ზრდა

ენპარდ საქართველო

აგროგრანტების გვერდი

projects.org.ge

jobs.ge-ზე კონკურსების და გრანტების სექცია

პროექტების წერა (FB ჯგუფი)

გაიცანი ქართული (FB ჯგუფი)

“აწარმოე ქართული” (FB ჯგუფი)

“დამზადებულია საქართველოში” (FB ჯგუფი)

“შენი ბიზნესის მხარდაჭერა” (FB ჯგუფი)

მოინიშნეთ ყველა ის, რაც ზემოთაა, და კვირაში 2-3-ჯერ მაინც შეიარე სიახლეებისთვის.

ან თვალი ადევნე იმას, რაც ქვემოთაა:

Facebook გვერდი – ბიზნეს გეგმის დაწერა!