ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
ბიზნეს გეგმის დაწერის დრო

როგორია ბიზნეს გეგმის დაწერის დრო?

როგორია ბიზნეს გეგმის დაწერის დრო რეალურად?

როცა ბიზნეს გეგმის დაწერა ზედმეტად სწრაფად ხდება იგი იქნება ზედაპირული და ვერ შეასრულებს თავის უმთავრეს ამოცანას.

მეტიც, იგი შეცდომაშიც კი შეგიყვანთ. ამას კი დიდი ფულადი დანაკარგების სუნი ასდის. გაწყობთ ეს?

მცდარი მოსაზრებაა, თითქოს სერიოზულ ბიზნეს გეგმის დაწერას რამოდენიმე დღეზე მეტი არ სჭირდება …

ჩემთვის “კარგი” სამუშაო პერიოდი 3-4 კვირაა (თუმცა 3 დღეშიც შემიძლია თუ მცირე პროექტია).

ყოველ ჯერზე როცა ახალ თემასთან მაქვს შეხება პირველ რიგში ვინტერესდები შინაარსით …

ამას სატელეფონო საუბარიც კი ჰყოფნის …

ვინტერესდები ყველა ნიუანსით …

ვცდილობ მოვიპოვო ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც დამეხმარება გავარკვიო თუ რა არის თემა, რამდენად ვიცი მე ეს თემა, და რაც მთავარია, ვცდილობ გავიდო დაახლოებით რა დრო და ბიუჯეტი დასჭირდება საქმის შესრულება, ბიზნეს გეგმის დაწერას …

ამ ეტაპს ვეძახი ამოცანის შეფასებას … როგორც წესი ბიზნეს გეგმის დაწერას, თუ „ყველაფერი წესრიგშია“ 3-4 კვირა ჰყოფნის. ხშირად უფრო ნაკლებიც.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მცირე ზომის პროექტებს, როგორიცაა საგრანტო ბიზნეს გეგმები, 3 დღეშიც კი ვწერ. თუმცა იქ მეტი არ მოითხოვება.

რა ძირითადი ეტაპებია ამ დროს?

1. ამოცანის „მოხარშვა“

დახარჯული დროიდან ნახევარს მაინც თემის შესწავლას ვუთმობ. მაქვს ჩემი შაბლონი, საკითხების და ყოველ მათგანზე შეკითხვების კრებული, რომელთაც გავდივარ დამკვეთთან და ვპოულობ პასუხებს.

პაზლი აგიწყვიათ?

სანამ აწყობას დაიწყებთ ჯერ ხომ ყველა უნდა ამოატრიალოთ?

ჰოდა ამ მიზანს ემზახურება შესწავლის  პერიოდი …

მე უნდა ბოლომდე გავერკვე ყველა დეტალში …

რომ სრულფასოვანი ანალიზის გაკეთება შევძლო …

ამ დროს კი გამოცდილება ფასდაუდებელია …

გამოცდილება იმისა, რომ ყოველი თემა ბოლომდე გაბურღო …

ამ ფაზის სრულფასოვნად შესრულებას ყველა ვერ ახერხებს …

ცხადია ეს დრო შეიძლება შემოკლდეს თუ თემა კარგად ვიცი …

ხშირად ამ თემაში თავად დამკვეთი მეხმარება და ეს ერთობლივი სამუშაოა. თუ დამკვეთს მოძიებული აქვს ყველა შეკითხვაზე პასუხი (ბიზნეს გეგმის დაწერადობას დაწყებამდე ვამოწმებ) ეს უკვე ბევრს ნიშნავს.

2. ბიზნეს გეგმის დაწერა

როცა უშუალოდ დაწერის ფაზაზე გადავდივარ იმ მომენტში უპასუხო შეკითხვები დარჩენილი არ უნდა მექნეს.

ამ დროს ყველა საჭირო საკითხზე პასუხი გაცემული მაქვს და უშუალოდ ვწერ … ოღონდ წერას თავისი წესები აქვს. ამაზე შემდეგი სტატიებიდან ერთ-ერთში ვისაუბრებ.

აქ მხოლოდ ერთს ვიტყვი: ყველა ბიზნეს გეგმა ახლიდან უნდა დაწერო, ყველა პუნქტი. ანუ შაბლონულ ტექსტებს ვერ გამოიყენებ ადამიანი … თუ რა თქმა უნდა პროფესიონალურად ეკიდები საქმეს.

სხვათა შორის …

ხშირად ჰგონიათ, რომ ნიმუში რახან აქვთ (დავუშვათ მარანს აკეთებს ადამიანი და მარნის ბიზნეს გეგმის ნიმუში მოიპოვა), “ეშველათ”! ნურას უკაცრავად! ნიმუში მაქსიმუმ გამოგადგეთ სტრუქტურის გასააზრებლად. ყველა აბზაცი ხელახლა გადასაწერი გექნებათ თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე. ასეა ეს!

3. ბიზნეს გეგმის გაშარაშინება

დაწერილი ბიზნეს გეგმის ფორმაში მოყვანა, რეზიუმეს დაწერა, საჭიროების შემთხვევაში თარგმნა, საინვესტიციო შეთავაზების მომზადება და ა.შ. … ყველაფერი გაშარაშინების ეტაპზე ხდება. ამ დროს აუცილებელია ბიზნეს გეგმას დამკვეთმაც გადახედოს და საჭირო შეკითხვები დაისვას.

ასეთ ფორმაში მყოფ ბიზნეს გეგმას რომ გადახედავ მთელი წყება ახალი იდეებისა გაგიჩნდება, რომელთაც ვერანაირად ვერ შობ თუ ერთიან სურათს ასეთი ფორმით არ ხედავ.

რომ შევაჯამოთ, ბიზნეს გეგმის დაწერის დრო დამოკიდებულია გაწეული სამუშაოს მოცულობაზე და ჩემთვის 3 დღიდან 4 კვირამდე პერიოდს მოიცავს.