ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
ბიზნეს გეგმა 3 დღეში

3 ბიზნეს გეგმა 3 დღეში 3 დამკვეთისთვის

3 ბიზნეს გეგმა 3 დღეში 3 დამკვეთისთვის!

პატივცემულო მეგობრებო,

თუ თქვენ GRETA-სთვის და/ან აწარმოეს მიკრო გრანტების პროგრამისთვის და/ან რომელიმე კონკურსისთვის ბიზნეს გეგმა გჭირდებათ და დაწერას ვეღარ ასწრებთ, მაშინ აჰა თქვენ მორიგი შესაძლებლობა:

3 ბიზნეს გეგმა 3 დღეში 3 დამკვეთისთვის – ბიზნეს გეგმის სწრაფად დაწერის პროგრამა, რომელაც ვაკეთებ KAR.GE-ს მხარდაჭერით შპს “მარნეტ ესოშიეიტსი”-ს სახელით კონკრეტულად მე – ტარიელ ზივზივაძე.

ფასი?

400+ ლარი. დამოკიდებულია რა სირთულის საქმეა გასაკეთებელი.

ჩარიცხვა პროგრამის დაწყებამდე ინვოისის საფუძველზე.

მონაწილეთა რაოდენობა?

მაქსიმუმ 3.

გაითვალისწინეთ, რომ ჩემი სხვა პროგრამებისგან განსხვავებით ეს სასწავლო პროგრამა არ არის. ეს არის ინდივიდუალური მუშაობა ZOOM-ში, კითხვა პასუხის რეჟიმში, რომლის შედეგია დაწერილი ბიზნეს გეგმა.

ოღონდ ცხადია მე ვწერ!

რეგისტრაცია?

კითხულობთ ამ ტექსტს და მირეკავთ 577 73 79 64.

სამ დღიანი პროცესი ასეთია:

  • 1 დღე: 3 საათიანი ონლაინ სესია Zoom-ში: 1) მონაწილეს ვუსვამ შეკითხვებს, 2) ვინიშნავ პასუხებს, 3) ვეუბნები რა გამომიგზავნოს დანართის სახით. კითხვა-პასუხი მიმდინარეობს სპეციალურად შემუშავებული შაბლონის მიხედვით, რომელიც მაქვს მე. თქვენ ხედავთ ჩემს ეკრანს, სადაც მუდმივად ვაკეთებ ჩანიშვნებს, რომელთა საფუძველზე უკვე ვწერ ბიზნეს გეგმას;
  • 2 დღე: 3 საათიანი ონლაინ სესია Zoom-ში: 1) მონაწილეს ვუსვამ შეკითხვებს, 2) ვინიშნავ პასუხებს, 3) ვეუბნები რა გამომიგზავნოს დანართის სახით (მიგზავნის იმავე საღამოს);
  • 3 დღე: იწერება ბიზნეს გეგმები;
  • ამის შემდეგ ბიზნეს გეგმების მიწოდება მოხდება ელ ფოსტით;

Q & A / კითხვა & პასუხი

Q: რა თემაზე შეიძლება დაიწეროს ბიზნეს გეგმა?
A: ყველა თემაზე, ოღონდ საგრანტო პროგრამისთვის მხოლოდ!

საუბარია მცირე პროექტებზე, რომლებიც დაწერადია 3 დღეში. დამირეკეთ და დავისაუბროთ თქვენი თემის შესახებ.

ოღონდ დედლაინის წინა დღეს ნუ დამირეკავთ. ბევრი მსგავსი შემთხვევა მქონია. დიდი მადლობა ასეთი “პატივისთვის”, მაგრამ ტარიელ ზივზივაძე ვარ, ჯადოქარი არა!

Q: როგორ ვმუშაობთ?
A: 100 % დისტანციურად, Zoom-ით! და ეს სისტემა შესანიშნავად მუშაობს.

2020-ში ბიზნეს გეგმების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ასე გავაკეთე. ამ ჩაკეტილობაში ინტერნეტი რომ მართლაც კარგ სამსახურს გვიწევს ყველას. ესეც რომ არა, ამ ტიპის მცირე პროექტებისთვის შეხვედრაზე დროის დახარჯვაც არ მიღირს ვინც არ უნდა რა იფიქროს.

ეს ნიშნავს, რომ დაყენებული უნდა გქონდეთ Zoom.

Q: საქართველოში არ ვიმყოფები. შეიძლება ჩავერთო?
A: დიახ!

ემიგრანტებს გეტყვით განსაკუთრებით: თუ ახლო მომავალში ფიქრობთ საქართველოში დაბრუნებას, დაიწყეთ თქვენს ბიზნესზე ფიქრი დღესვე. საუკეთესო დაბრუნება იქნება თუ ჩამოხვალთ, თქვენს დაგროვილ კაპიტალს კი დააბანდებთ ბიზნესში იქნება ეს ტურიზმი თუ წარმოება. არაერთ ემიგრანტთან მქონია ამ თემაზე ურთიერთობა და თუნდაც რამ შეკითხვა გექნეთ, არ მოგერიდოთ და დამირეკეთ. მინიმუმ დაგაკვალიანებთ!

Q: ბიზნეს გეგმას თუ დავწერ, რა გარანტია მაქვს, რომ კონკურსში გავიმარჯვებ და დამაფინანსებენ?
A: არანაირი!

ცხადია საუკეთესო ბიზნეს გეგმის დაწერის შემთხვევაშიც კი თქვენი შანსი არაუმეტეს 50 / 50 იქნება, მაგრამ თქვენი დღევანდელი 0,01 % შანსის 50 %-მდე აქაჩვა უკვე საქმეა, თან დიდი!

Q: როგორ გავიარო რეგისტრაცია?
A: დამირეკეთ 577 73 79 64!