ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ბიზნეს გეგმაზე მუშაობა

2 რჩევა თუ ბიზნეს გეგმაზე მუშაობა მეტ დროს ითხოვს

ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გეგმავ. ბიზნეს გეგმაზე მუშაობა ხანდახან სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო დროში იწელება.

დროის გადაცილებას კი შეიძლება მოჰყვეს ურთიერთობის გაფუჭება, დაინტერესებული მხარეებისათვის საჭირო ინფორმაციის-მასალების მიუწოდებლობა და რაც ყველაზე ცუდია საქმის ჩავარდნაც კი.


დარეკე 577 73 79 64 და შეუკვეთე ბიზნეს გეგმის დაწერა!



მიუხედავად ე.წ. დედლაინის არსებობისა როდესაც ბიზნეს გეგმაზე მუშაობა უნდა დასრულდეს, რეალობა ხშირად სხვა პირობებს გკარნახობს.

იძულებული ხარ მეტი დრო დაუთმო რაღაც-რაღაცეების გარკვევას. ზოგი მათგანი ბუნებრივი დაყოვნებაა და დასაშვებია, ზოგიც კი …

როგორ უნდა წარმართო პროცესი ისე, რომ დრო ფუჭად არ დაიკარგოს და თან არაფერი გააფუჭო?

ცხადია ყველაზე უკეთესი გზაა ამისგან თავის დაზღვევა!

მე პირადად საქმეზე მუშაობის დაწყებამდე ყოველთვის დეტალურად ვამოწმებ დაწერადია თუ არა ბიზნეს გეგმა და რა არის საჭირო, რომ მომზადდეს წინასწარ.

ამ დროს ხშირად დამკვეთს ვეუბნები თუ რა უნდა მომაწოდოს და ისიც მაწვდის კიდეც, ანუ თადარიგს იჭერს.

სხვათა შორის, ეს ის მომენტია, როცა მე დამკვეთისკენ არ ვარ. პროექტისკენ ვარ. ეს კი ნიშნავს, რომ თუ საქმე სათანადო კონდიციაში არაა, ხელს არ ვკიდებ.

და მაინც, დავუშვათ გავიჭედეთ …

1. უმთავრესია იმ საკითხების სწორად გამოვლენა, რაზედაც დროის დახარჯვა არის გამართლებული.

ბიზნეს გეგმა ერთიანი დოკუმენტია. მასში არის რგოლები, რომლებიც ურთიერთდამოკიდებულია.

ხშირად თუ ერთ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი არ გაქვს, მეორე თემაზე უბრალოდ ვერ გადახვალ. თუ საკითხი ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება, სხვა გზა არ გაქვს … უნდა გაირკვეს და მხოლოდ შემდეგ გადახვალ შემდეგ ეტაპზე.

მე მაგალითად ხშირად მიმუშავია წარმოების ბიზნეს გეგმაზე. თუ მაგალითად  ჩვენ 100% სიზუსტით არ განვსაზღვრეთ საწარმოო ბიზნეს პროცესები, ვერასოდეს დავადგენთ 1) კონკრეტულად რა საწარმოო საშუალებებია საჭირო, 2) ვერ გავიგებთ მათ ფასს, 3) მოწოდების პირობებს, 4) მონტაჟის დროს, 5) გამართვის დროს, 6) გადასახდელ თანხას დაა პირობებს, 7) საჭირო შენობის პარამეტრებს, 8) დასაქმებული ადამიანების რაოდენობის საჭიროებას, 9) ოპერირების პირობებს, 10) მიწისადმი მოთხოვნებს, 11) პროდუქციის თვითღირებულებას და ა.შ. უამრავ რამეს არ ექნება პასუხი. ყველა დრო, რომელიც იხარჯება წარმოების საშუალებების სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ რამოდენიმე მომწოდებელთან კომუნიკაციაზე, სწორად დახარჯული დროა, ვინაიდან მათგან მიღებულ პასუხებზეა დამოკიდებული ბიზნეს გეგმის სხვა დეტალების გარკვევა.

2. კომუნიკაცია მხარეებს შორის, ანუ დამკვეთსა და შემსრულებელს შორის უნდა იყოს საათივით აწყობილი.

ყოველი „წერტილი“, სადაც ეს დრო იხარჯება, უნდა იყოს შეთანხმებული და გააზრებული, თუ რატომაა ესა თუ ის საკითხი მნიშვნელოვანი.

დამკვეთი უკეთ ერკვევა მის საქმეში, ბიზნეს გეგმის შემსრულებელი უკეთ ერკვევა ბიზნეს გეგმის გაკეთების საქმეში. კომუნიკაცია კი აუცილებელია რგოლია, რომ ორივეს თანამშრომლობით მიღებულ იქნას სასურველი შედეგი. ხოლო თუ ამ შედეგს ინვესტორი ელოდება, ისიც უნდა საქმის კურსში იყოს, თუ რატომ უწევს ლოდინი დაგეგმილზე მეტი ხნით.

ერთადერთხელ მქონდა სიტუაცია, როცა პროექტი მივატოვე, მგონი 2017-ში იყო ეს შემთხვევა.

მიზეზი მარტივი იყო:

დამკვეთმა არა და არ მომაწოდა საჭირო ინფორმაცია პროექტის დასაწერად.

შეიძლება რადიკალური სვლა იყო (და ნამდვილად იყო), მაგრამ დავუბრუნე გადახდილი ფული, წავშალე ყველა მასალა და დავემშვიდობე!

ასეც ხდება!