ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
აბრეშუმის წარმოება საქართველოში

აბრეშუმის წარმოება საქართველოში. ბიზნეს გეგმა ნიმუში

აბრეშუმის წარმოება საქართველოში ერთ დროს კარგად განვითარებული დარგი ამჟამად მკვდარია. ორიოდ წლის წინათ ქართული პროდუქციის გამოფენაზე მოვკარი ყური, რომ სადღაც კიდევ “ფეთქავს” და პულსი ესინჯება (რომელიღაც რეგიონში, ოჯახის დონეზე), მაგრამ ხელშესახები და პროდუქტის სახე რომ ჰქონდეს ისეთი არაფერი.

არადა ხომ ხვდებით, ვინმემ რომ მინი და ბრენდული თემა წამოჭიმოს რა სერიოზულად დაფიქსირდება ორბიტაზე?!

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ მოკლე სტატიის დაწერა, რამდენიმე რჩევის და ბიზნეს გეგმის ნიმუშის გაზიარება (ჩამოტვირთვის ბმული ქვემოთ).

არ დაგიმალავთ და თქვენს წინაშე ე.წ. SEO სტატიაა. ანუ, იგი სპეციალური წესების დაცვითაა შექმნილი საიმისოდ, რომ ინტერნეტში საჭირო საკვანძო სიტყვებით მძებნელმა დაინტერესებულმა ადამიანმა ძიების შედეგების ველში ეს სტატია ნახოს ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე, დააწკაპუნოს და აქ მოხვდეს. და რახან აქ ხართ და კითხულობთ, ე.ი. სტატიამ თავისი საქმე გააკეთა.


დარეკე 577 73 79 64 და შეუკვეთე ბიზნეს გეგმის დაწერა!



მეორე მხრივ რახან აქ მოხვდით, დაგიფასებთ:

რამდენიმე საჭირო მოსაზრებას შემოგთავაზებთ, თემატური ბიზნეს გეგმის ნიმუშის ჩამოტვირთვის საშუალებას მოგცემთ, და თუ რამე ხაზზე როგორ დავრჩეთ იმასაც შემოგთავაზებთ.

1. მეაბრეშუმეობა ერთ დროს იყო თემა … საბჭოთა საქართველოში

მეაბრეშუმეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი დარგია.

იგი, ი ყ ო მოსახლეობის მასიური დასაქმების საშუალება და ფულადი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო.

გასული საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში იწარმოებოდა 4,0-4,4 ათასი ტონა პარკი და ფულადი შემოსავალი15,5-16,5 მილიონ მანეთს შეადგენდა.

აბრეშუმის პარკის წარმოებაში დასაქმებული იყო 100-120 ათასი ოჯახი, ხოლო აბრეშუმის მრეწველობაში 5-6 ათასი კაცი.

დარგში კონცენტრირებული იყო მძლავრი ინტელექტუალური რესურსი და სოლიდური კაპიტალური დაბანდება.

სამწუხაროდ, სწორედ ამ ეტაპზე გავრცელდა თუთის მიკოპლაზმური დაავადება- ფოთლის სიხუჭუჭე, რომელმაც გაანადგურა 15 მილიონამდე ძირი მცენარე, თანდათანობით შემცირდა პარკის წარმოება, ხოლო ბოლო პერიოდში კი მთლიანად შეწყდა.

საქართველოში თუთის ფოთლის დაავადების გავრცელების შედეგად მეაბრეშუმეობის მთლიანი ინდუსტრია თანდათან შეიკვეცა და ამ პროცესის შეჩერება ვერ მოხერხდა თუნდაც თუთის სხვა გამძლე ჯიშებით ჩანაცვლებით ან სხვა ტექნოლოგიური ცვლილებებით.

So, ბაზარი მეტად ვერ განვითარდა და მეაბრეშუმეობამ საქართველოში პრაქტიკულად შეწყვიტა არსებობა.

2. აბრეშუმის წარმოება საქართველოში – აქ მაინც არის პოტენციალი

მე არ ვგულისხმობ, რომ რამე დიდი და უზარმაზაააარი.

წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე ოჯახმა, სადმე სოფელში დაიწყოს ამ საქმის განვითარება.

აწარმოოს აბრეშუმი, მისგან ძაფი აწარმოოს, ძაფისგან კი პროდუქცია შექმნას და ბაზარზე გაიტანოს!

ეს იქნებოდაა ჰიტი!

მყისიერად შექმნიდა ბრენდს …

ელვის სისწრაფით დაფიქსირდებოდა ორბიტაზე …

So, მყისიერად მიიღებდა შეკვეთებს ინტერნეტით, თან ექნებოდა პრემიუმ ფასი!

3. აბრეშუმის პროდუქციის წარმოება საქართველოში რთულია კონკურენტული გახდეს

მსოფლიოში ტექსტილის წარმოება ისეთ დონეზეა და ისეთი ტექნოლოგიებია ამ სფეროში, რომ თითქმის ნული შანსია, რომ საქართველოში ადგილობრივად გამოყვანილი აბრეშუმის ძაფით დამზადებული პროდუქციის წარმოებას რამე მასშტაბური მომავალი ჰქონდეს.

თორემ აქამდე მოჰკიდებდა ამ საქმეს ვინმე ხელს იმდენი ტექსტილის და სამკერვალო საწარმოა ქვეყანაში (თუმცა ნედლეული ყველას შემოაქვს იშვიათი გამონაკლისების გარდა – ტყავი იწარმოება საქართველოში და მეტყავეები იყენებენ მას).

გაინტერესებთ ეს სფერო?

So, კარგად შეისწავლეთ ქვემოთ მოცემული დანართი, სადაც ძალიან ბევრი სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციაა გაერთიანებული თან ბიზნეს გეგმის და თან კვლევის ფორმატში.

და ბოლოს, ბიზნეს გეგმის ნიმუში მინდა გაგიზიაროთ

ვიცი რა რთულია რეალური ბიზნეს გეგმების ნიმუშების მოპოვება, სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამას.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ჩემი გაკეთებული ბიზნეს გეგმა (ჩემს ნამუშევარს არავის ვაჩვენებ გარდა თავად დამკვეთისა. კონფიდენციალურობის შეთანხმება “წმინდაა”).

ეს არის ნიმუში, რომელიც ღიად ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტით რამდენიმე წლის წინ და ჩამოვტვირთე ზუსტად ამ ტიპის სასწავლო მიზნისთვის.

მომწონს თუ არა როგორც ბიზნეს გეგმა აბსოლუტურად სხვა საკითხია. ნიმუშად გამოდგება!

ჩამოტვირთეთ აქ!

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ნიმუშია.

რაში და როგორ გამოიყენებთ თქვენზეა 100 %!

ამის მიღმა კი თუ რამ შეკითხვა გაგიჩნდეთ ან დამირეკეთ 577 73 79 64 ან დამიმესიჯეთ FB გვერდზე – ბიზნეს გეგმის დაწერა!