BEL FOOD-ის ეს სიმინდის კლასიკური ბურბუშელა სახელად – ხრამუნა სიურპრიზი 1 ლარად ვიყიდე ამ რამოდენიმე დღის წინ. ბავშვები ნამდვილად კმაყოფილი დარჩნენ თან ეროვნულ ეკონომიკაში 1 ლარი დავაბანდე. მწარმოებელია შპს ბელ ფუდი. მდებარეობს თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში. ეტიკეტზე მითითეული მობილური – 995 97 72 42 42.
რატომ ვიყიდი ამ პროდუქტს მეორედ, მესამედ და კიდევ მრავალჯერ?
- ძალიან გემრიელია, ზომიერად ტკბილი და კარგა დიდი ზომის ბურბუშელებია შიგნით, რომელთაც სასიამოვნო ტკაცუნის ხმა გაუდით;
- კარგია, რომ Facebook გვერდი არის და რომ რამე კომპანიას ხმა შეიძლება ინტერნეტითაც მივაწვდინოთ;
- ძალიან კარგი შეფუთვა აქვს. ნამდვილად ეტყობა, რომ გემოვნებიანი ადამიანის გაკეთებულია, რომელსაც ბავშვის ძალიან კარგად ესმის;
ძალიან კარგი პროდუქტია. მხოლოდ 3 შენიშვნა:
- აშკარად ნათელია, რომ BEL FOOD არის ბრენდი, მაგრამ ჩემი აზრით ასეთ პროდუქტს სახელი ქართული ჯობია ჰქონდეს;
- Facebook გვერდს არ აწყენდა ხელის შევლება. URL არასწორადაა გაკეთებული, დატვირთული არაა. აშკარად სამუშაოა ამ კუთხით;
- ვებსაიტი მოუხდებოდა ამ საქმეს, გემოვნებიანი ვებსაიტი, ძვირი არ ჯდება დღეს ეს სიამოვნება;
წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო!
1 ლარის გამო ადამიანი უკან დაიხევს, რომ ბავშვები გაახაროს.