ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ხრამუნა

გაახარეთ ბავშვები :) BEL FOOD -ის ხრამუნა სულ რაღაც 40 თეთრად

რამოდენიმე დღის წინ BEL FOOD-ის ეს სიმინდის კლასიკური ბურბუშელა სახელად – ხრამუნა სიურპრიზი 1 ლარად ვიყიდე და ბავშვები გავახარე. მერე მიკვირდა – რატომ ღირდა ეს პროდუქტი ასე ძვირი. გვიან აღმოვაჩინე, რომ თურმე შიგნით სათამაშო ყოფილა, სილიკონის სამაჯური.

გუშინ საღამოს კი კი კომპანიის მეორე პროდუქტი ვიყიდე, 40 თეთრად, ამჯერად სოურპრიზის გარეშე. ამ ვარიანტს [უფრო იაფიანს] ეტიკეტი უკეთესი აქვს, მეორე მხარეს ვებსაიტიც კი აქვთ მითითებული და გამიკვირდა … 40 თეთრიანზე უფრო ინფორმატიული შეფუთვაა, ვიდრე 1 ლარიანზე. რატომ? კომპანიას საიტიც აქვს – http://belfood.ge/ და Facebook გვერდიც. საიტს აშკარად მოუხდებოდა ხელის შევლება.

ნამდვილად კარგი პროდუქტია! თან ეს ხრამუნა სიმინდის ბურბუშელა ისეთია ყველა ბავშვს რომ მოეწონება და ყველა მშობელს რომ ყიდვა შეეძლება.