ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > უყიდეთ ბავშვებს BEL FOOD -ის ხრამუნა სიურპრიზი და 1 ლარად 2 დიდ საქმეს გააკეთებთ :)
ხრამუნა სიურპრიზი

უყიდეთ ბავშვებს BEL FOOD -ის ხრამუნა სიურპრიზი და 1 ლარად 2 დიდ საქმეს გააკეთებთ :)

BEL FOOD-ის ეს სიმინდის კლასიკური ბურბუშელა სახელად – ხრამუნა სიურპრიზი 1 ლარად ვიყიდე ამ რამოდენიმე დღის წინ. ბავშვები ნამდვილად კმაყოფილი დარჩნენ თან ეროვნულ ეკონომიკაში 1 ლარი დავაბანდე. მწარმოებელია შპს ბელ ფუდი. მდებარეობს თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში. ეტიკეტზე მითითეული მობილური  – 995 97 72 42 42.

რატომ ვიყიდი ამ პროდუქტს მეორედ, მესამედ და კიდევ მრავალჯერ?

  1. ძალიან გემრიელია, ზომიერად ტკბილი და კარგა დიდი ზომის ბურბუშელებია შიგნით, რომელთაც სასიამოვნო ტკაცუნის ხმა გაუდით;
  2. კარგია, რომ Facebook გვერდი არის და რომ რამე კომპანიას ხმა შეიძლება ინტერნეტითაც მივაწვდინოთ;
  3. ძალიან კარგი შეფუთვა აქვს. ნამდვილად ეტყობა, რომ გემოვნებიანი ადამიანის გაკეთებულია, რომელსაც ბავშვის ძალიან კარგად ესმის;

ძალიან კარგი პროდუქტია. მხოლოდ 3 შენიშვნა:

  1. აშკარად ნათელია, რომ BEL FOOD არის ბრენდი, მაგრამ ჩემი აზრით ასეთ პროდუქტს სახელი ქართული ჯობია ჰქონდეს;
  2. Facebook გვერდს არ აწყენდა ხელის შევლება. URL არასწორადაა გაკეთებული, დატვირთული არაა. აშკარად სამუშაოა ამ კუთხით;
  3. ვებსაიტი მოუხდებოდა ამ საქმეს, გემოვნებიანი ვებსაიტი, ძვირი არ ჯდება დღეს ეს სიამოვნება;

ხრამუნა-ბურბუშელა

წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო!

1 ლარის გამო ადამიანი უკან დაიხევს, რომ ბავშვები გაახაროს.