ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > BEL FOOD -ის ხრამუნა სიმინდის ბურბუშელა
BEL FOOD -ის ხრამუნა სიმინდის ბურბუშელა

BEL FOOD -ის ხრამუნა სიმინდის ბურბუშელა

BEL FOOD -ის რამოდენიმე პროდუქტი მაქვს უკვე ნაყიდი, გასინჯული და kar.ge-ზე გაშუქებული. ხრამუნა სიურპრიზი, ხრამუნა, სიმინდის ბურბუშელა, ხრამუნა პოპკორნი და დღეს კიდევ ერთ ახალ პროდუქტია თქვენს წინაშე – ხრამუნა სიმინდის ბურბუშელა.

უკვე თითქმის ყველა მარკეტში მხვდება. როგორც ჩანს დისტრიბუციაზე სერიოზულად მუშაობენ. დაახლოებით 45 გრამია და 45 თეთრი ღირს. სავარაუდოდ მიზანი ისაა, რომ სექტემბრისთვის, როცა სწავლა დაიწყება, ყველა დახლზე მოხვდეს BEL FOOD-ის ხრამუნები.

მე ნამდვილად შევთავაზებდი კომპანიას გამოცვალოს ვებსაიტი და გაააქტიუროს Facebook გვერდი. დღეს ეს აუცილებელი და მინიმალური სტანდარტია. ეს გაყიდვებზე პირდაპირ ზეგავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ: 1) გაზრდის კომპანიის/ბრენდის მიმართო ნდობას, 2) საშუალებას მოგცემთ გააკეთოთ აქციები ბავშვებისათვის. ეს ორი კი მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ ცნობადობა გაზარდოთ, რასაც ავტომატურად მოჰყვება გაყიდვების ზრდა. თუმცა ეს ალბათ ისედაც იცით. თუ საჭიროდ ჩათვლით kar.ge მოგეხმარებათ ამ ამოცანების გადაჭრაში.

თქვენ კი პატივცემულებო, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრით გაგვიზიარეთ 🙂